ესპანეთის მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა"
ესპანეთის მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა".

ლაკორუნიული გუნდი სტუმრად უშუალო კონკურენტს ხვდებოდა. ამ ტურამდე ბურჯანაძის გუნდი და ბურგოსელები ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ და მათ შორის გამარჯვებაც ორივესთვის დიდად ფასობდა.

დაძაბულ ორთაბრძოლაში ლაკორუნიელებმა 86:82 იმარჯვეს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

ქართველმა ფორვარდმა 21 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა შორის ყველაზე მეტი - 15 ქულა მიხაელ მონაჰანმა მიითვალა, 14 ქულა კი სერხიო ოლმოსის ანგარიშზეა.

"ლეიმა ბასკეტმა" ამ მოგებით ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა და დღეისთვის 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგ შეხვედრას ლაკორუნიელები 21 თებერვალს შინ, "კასტელოსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა