კატალონიური მედია "ხიმნასტიკის" ქართველ ახალწვეულს აქებს
კატალონიური საიტი Esportsdelcamp.cat-ი სტატიას უძღვნის სეგუნდა დივიზიონის "ხიმნასტიკის" ქართველ ახალწვეულ გიორგი აბურჯანიას.

"ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ თავისი საუკეთესო თამაში "ელჩეს" წინააღმდეგ აჩვენა. ეს აბურჯანიას მესამე თამაში იყო ახალ გუნდში და მან უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა, კვლავ ნარანხოს მისამართით.

ლეგიონი: გიორგი აბურჯანიას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა [VIDEO]

"მშვენიერია, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მეტის თქმაც შეიძლება", - აცხადებს "ხიმნასტიკის" თავკაცი ვისენტე მორენო.

ქართველი ტარაგონაში წლის დასაწყისში მოვიდა, მაგრამ მალევე გამოავლინა თავისი ოსტატობა, საყრდენ ნახევარმცველად თამაშისას და ახლა რთულია წარმოიდგინო აბურჯანია სასტარტო 11-ეულის მიღმა.

აბურჯანიას სამშობლოდან მოშორებით ცხოვრების, ახალი ენის, კულტურისა და გუნდის შეგუების გამოცდილება უკვე ჰქონდა, რაც მას ტარაგონაში უდავოდ გამოადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ახლახან გახდა 21 წლის, აბუ (როგორც მას ახალი თანაგუნდელები ეძახიან) მოედანზე დაღვინებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამან მწვრთნელიც კი გააკვირვა. "ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია", - ამბობს ვისენტე.

პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს - თვეზე მეტია გიორგი ტარაგონაშია, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს ესპანურად. საამისოდ მას დაჩქარებულ კურსებს ჩაუტარებენ. "პრაქტიკულად, ყველაფერი მესმის ესპანურად", - ამბობს აბურჯანია.

იანვრის დასაწყისში ჩამოსულ ქართველს დებიუტისთვის სამი კვირა მოცდა მოუწია. ის ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ეგუებოდა გუნდს. "ტენერიფესთან" 15 წუთი ბევრზე ვერაფერზე მეტყველებდა, დროის სიმცირის გამო.

ჟირონაში კი ის პირველად იყო სასტარტოში, რომელიც შესანიშნავი გამოდგა - 29-ე წუთზე ნარანხოს დიდებული საგოლე პასი მისცა.

ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას საგოლე პასი, კაშიას დაბრუნება [VIDEO]

ერთ კვირაში ქართველმა და ანდალუსიელმა იგივე "ელჩესთან" მატჩში გაიმეორეს. "აბუმ" თავის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, სპრინტით გასცდა "ელჩეს" ორ ფეხბურთელს, შეიქმნა სივრცე და წინ წაიწია. მის წინ ორი მეტოქე აღიმართა და აქ აბურჯანიამ დიდი ტექნიკური ოსტატობა გამოავლინა, მცირე მოძრაობებით მარცხნივ და მარჯვნივ, ორი ნახევარმცველი ჩამოიცილა და დიდებული პასი გააკეთა.

აბურჯანიას სულ 195 წუთი აქვს ნათამაშები, მაგრამ გუნდში საგოლე პასებით მხოლოდ ემანა სჯობს (6 საგოლე პასი).

თავიდან ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რას მოიმოქმედებდა ფეხბურთელი უცნობი კვიპროსული ლიგიდან, მაგრამ დებიუტი დიდებულია.

მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება ეს ისტორია. მაგრამ დასაწყისი შთამბეჭდავია".

realoba
კვიპროსის ლიგა თუ "უცნობია" ესპანეთში, ქართული რა იქნება ხო წარმოგიდგენიათ? :))))
tony
იმედი მაქვს ეს ბიჭი კარგი ფეხბურთელი დადგება თუ ქარტველი ფეხბურთელების სენს თავიდან აიცილებს და მართლაც ბმვ-ზე არ გაჩერდება!
zviadi
იმედია ბმვ-ზე არ გაჩერდება
revaza
მიდი გიო, ასახელე სამშობლო! არ მოეშვა და უფრო მაღალ დონეზე ახვალ
c
უხ შენ გენაცვალე "აბუ" ჯიგარი ხარ, ეგრე გააგრძელე, წარმატებები!
georgian
აბუ ჯიგარი ხარ. მთავარია შრომას არ მოუკლო და სპორტულად იცხოვრო. ყველანაირი პირობა გაქვს დიდი ფეხბურთი ითამაშო.
Koba
warmatebebs gisurveb abu
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]