ახალი სეზონისთვის მზადებას "სამტრედია" ერთი კვირაა, რაც შეუდგა. შეგახსენებთ, იმერული გუნდის მთავარ მწვრთნელად "ლოკომოტივში" ნამუშევარი გელა სანაია დაინიშნა...

ახალი სეზონისთვის მზადებას "სამტრედია" ერთი კვირაა, რაც შეუდგა. შეგახსენებთ, იმერული გუნდის მთავარ მწვრთნელად "ლოკომოტივში" ნამუშევარი გელა სანაია დაინიშნა, თუმცა "სამტრედიაში" რჩებიან ლევან ანჯაფარიძე და მამუკა მესიაჩენკოც, რომლებიც სანაიას ასისტენტის ფუნქციებს შეასრულებენ.

ისევე როგორც სხვა გუნდებში, შემადგენლობა "სამტრედიაშიც" იცვლება. საკონტროლო მატჩებში მწვრთნელები სავარაუდო ახალწვეულებს აკვირდებიან და "სამტრედიას" დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან თემურ ფურთუხია, რომელიც ბოლოს უკრაინაში თამაშობდა, პაატა ბაკარანძე, რომელიც "სამტრედიას" ზუგდიდის "ბაიადან" დაუბრუნდა, ილია პავლიაშვილი და ძმები შალიკაშვილები "გაგრადან", კვერენჩხილაძე "გურიადან", ძაგანია ოზურგეთიდან, ჩხიკვაძე მარტვილიდან, ასევე ხუმარაშვილი და სოსელია.

რაც შეეხება წასულებს, "სამტრედიას" ყველაზე დიდ დანაკარგად მისი საუკეთესო ბომბარდირი ზაურ ხაჭიპერაძე უნდა მივიჩნიოთ, რომელიც კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. მის გარდა, "სამტრედია" დატოვეს ბარამიძემ, ფირცხალავამ და სამსეიშვილმა. ეს უკანასკნელი "ბათუმს" დაუბრუნდა.

ბოლო ამხანაგური შეხვედრა "სამტრედიამ" შაბათს შინ ჩაატარა "ბათუმის" წინააღმდეგ და 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში კირკიტაძემ გახსნა თერთმეტმეტრიანი დარტყმით და პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მატჩის მეორე ნახევარში კაკალაძემ ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ეცადეიშვილმა გაიტანა.

ამ შეხვედრაში იმერელთა ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: შენგელია – კირთაძე, გოგია, დვალიშვილი, ნინუა – კაპანაძე, ბაკურაძე, ფურთუხია, კირკიტაძე – ეცადეიშვილი, გოგიშვილი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე უმეტესად, სინჯებზე მყოფი ახალგაზრდები შევიდნენ. მათი ბედიცა და "სამტრედიას" საბოლოო შემადგენლობაც სამ-ოთხ დღეში გაირკვევა.

"სამტრედია" დღესდღეობით, ჯიხაიშის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს და მეტოქეებსაც იქ მასპინძლობს. 22 ივლისიდან გუნდ შეკრებაზე ქობულეთში ან ურეკში გაემგზავრება.

საკონტროლო მატჩების სერია კი სანაიას გუნდმა "ტორპედოსთან" დაპირისპირებით დაიწყო. ამ შეხვედრაში "სამტრედია" 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი იყო მატჩები რუსთავის "ოლიმპთან" (1:4), "გაგრასა" (0:1) და "ბათუმთან" (0:0).

20 ივლისს "სამტრედია" პირველლიგელ საჩხერის "ჩიხურას" გაეჯიბრება, 22 ივლისს იმავე ლიგის ბინადარ მარტვილის "მერანს", 29 ივლისს კი კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. თუ ვის შეხვდება "სამტრედია" ამ დღეს, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

ლევან ჯანეზაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა