ანტიდოპინგური სამსახურის უფროსი: "მოჭიდავეებისთვის უცნობია, საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი"

მოჭიდავეებისთვის უცნობია, თუ საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ანტიდოპინგური სამსახურის ხელმძღვანელმა პავლე კასრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან სპორტსმენები არ ადასტურებენ აკრძალული პრეპარატების მიღებას, ავსტრიულ ლაბორატორიაში დამატებითი კვლევა ჩატარდება.

"როდესაც ხდება სინჯის აღება, სინჯი იყოფა ორ ნაწილად, "ა" სინჯად და "ბე" სინჯად, თუ "ა" სინჯის შედეგებს არ ეთანხმება მხარე ან საეჭვოს ხდის, ამ შემთხვევაში ტარდება შემოწმება უკვე "ბე" სინჯის. თუ "ბე" სინჯში არ აღმოჩნდა რაიმე დარღვევა, "ა" სინჯიც ანულირდება, ხოლო თუ აღმოჩნდა დარღვევა, შესაბამისად, ხდება "ა" სინჯში აღმოჩენილი დარღვევის დადასტურება.

ვინაიდან, სპორტსმენები არ აღიარებენ და მათთვის საეჭვოა შედეგები, ავსტიულ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდა სინჯები, მივმართავთ წერილით, რომ "ბე" სინჯის გამოკვლევა მოხდეს", - განაცხადა კასრაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოჭიდავეებს გააცნეს მათი უფლებები, რაც ეხება გასაჩივრებას და სხვა საკითხებს.

გარდა ამისა, როგორც კასრაძე აღნიშნავს, აღნიშნული პრეპარატი ორგანიზმში აღმოაჩნდათ ყაზახ მოჭიდავეებსაც, რომლებიც დუშეთში ვარჯიშობდნენ.

"არ ვიცი სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუ არა. ამაზე ვმუშაობთ და ვარკვევთ", - აღნიშნა კასრაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ხუტა უნჩაში
ჭიდაობა ვაჟკაცური სპორტია ხოდა გამოდით და ვაჟკაცურად აღიარეთ რომ დოპინგს ხმარობდით, არ გინდათ ეს მიკიბულ მოკიბული ბესელიკებური ახსნაგანმარტება.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ემუქრება თუ არა საფრთხე მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ოქროს მედალს
ჭიდაობა. მეტოქე: მელდონიუმმა რუსი მოჭიდავეებიც ჩააგდო
ვენიდან სამი ქართველი მოჭიდავის განმეორებით დოპინგ-ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა
WADA: 1-ელ მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯში 1 მკგ-მდე მელდონიუმი დასაშვებია
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
დოპინგ-სკანდალი: პროტესტი და უნდობლობა ავსტრიელ ექიმებს
რიო 2016-ის დაწყებამდე დოპინგზე ყველა ქართველი ოლიმპიელი შემოწმდება!