რუსი ფეხბურთელი პუტინის მაისურით
ჟოზეფ სოუზას დუბლის წყალობით, "ფენერბაჰჩემ" სტამბოლში 2:0 დაამარცხა მოსკოვის "ლოკომოტივი" და ახლა წყვილში ფავორიტია.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი წრის დანარჩენი 15 თამაში დღეს გაიმართება. 27 წლის ბრაზილიელმა, რომელსაც იშვიათად ეროვნულ ნაკრებშიც კი იწვევენ გილერმეს მე-18 და 72-ე წუთებზე გაუტანა. ბრაზილიელმა აღიარა, რომ ეს მისი პირველი დუბლია კარიერაში.

ეს იყო პირველი დაპირისპირება თურქულ და რუსულ კლუბებს შორის, ამ ორ ქვეყანას შორის წარმოშობილი კრიზისის შემდეგ. სტამბოლში "ფენერის" საგულშემატკივროდ, ამ კლუბის დაიძინებელი მტრების, "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშის" ფანებიც კი მივიდნენ.

მოლოდინის მიუხედავად, მატჩმა დიდი შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიარა, არადა, სტადიონზე რუსი გულშემატკივრებიც იყვნენ. ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი ტარასოვის საქციელმა გამოიწვია, თამაშის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და გამოაჩინა პუტინის სურათიანი მაისურა, რამაც გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია.

ფენერბაჰჩე-ლოკომოტივი მ. 2:0

გოლები: 1:0 სოუზა (18), 2:0 სოუზა (72)

ფენერბაჰჩე (4-1-2-3): ფაბიანო - გონული, კიაერი, ბ. ალვეში, ერკინი - თოფალი - თუფანი, სოუზა (84. კადლეცი) - ნანი, ვან პერსი (78. ფერნანდაო), შენი (78. პოტუკი)

ლოკომოტივი მ. (4-2-3-1): გილერმე - იანბაევი, პეიჩინოვიჩი, დურიცა, დენისოვი - ნ'დინგა, ტარასოვი - სამედოვი, ფერნანდეში, კასაევი (62. მაიკონი (76. მიხალიკი)) - სკულეტიჩი (80. მირანჩუკი)

გაფრთხილება: კადლეცი - ტარასოვი, მიხალიკი

კუთხური: 13-1; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-4 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 30 000

საპასუხო მატჩი 26 თებერვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შოთა არველაძე: საცხოვრებლად თურქეთში ვრჩები
იოახიმ ლიოვი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში განაახლებს?!
თვითმხილველის ნაამბობი: იდგნენ და ჩუმად უხაროდათ...
"ფენერბაჰჩეს" თვითმფრინავმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
ლუიშ ნანი: ჯაბა კანკავამ კინაღამ კარიერა დამასრულებინა
ის თურქეთშიც უნდა გაფრინდეს! - რატომ წავიდა რობინ ვან პერსი "ფენერბაჰჩეში"