ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩის წინ
ეს, ალბათ, ის წყვილია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ევროპულ მედიაში. ბელგიის ჩემპიონ "გენტს" ამ ეტაპზე არავინ ელოდა, მაგრამ "ვალენსიამ" ჯგუფური ეტაპი ჩააფლავა...

* ორივე გუნდი დებიუტანტია - არც "გენტი" და არც "ვოლფსბურგი" არასოდეს ყოფილა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

* "გენტმა" ყველა შეჯიბრებაში ბოლო 7 შვიდი საშინაო მატჩი მოიგო.

* მას მერე, რაც ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, "ვოლფსბურგი" საშინელ ფორმაშია, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

* ნალდო, "ვოლფსბურგის" ჯგუფური ეტაპის გმირი, მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ჰეინ ვენჰაზენბრუკი (გენტი): "განსხვავება ისაა, რომ საშინაო და საგარეო გოლებს სხვადასხვა ფასი აქვს. ეს ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ბელგიის თასის გათამაშებაში. "ბრიუგესთან" არაფერში საჭირო გოლი გავუშვით შინ და ამის გამო ფინალში ვერ გავედით. მით უფრო მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგაში არ გავიმეოროთ სულელური შეცდომები. ახლა მთავარია, კარგ შედეგს მივაღწიოთ შინ, რომ საპასუხო მატჩის წინ გასვლის შანსი გვქონდეს".

დიტერ ჰეკინგი (ვოლფბურგი): "უამრავი პრობლემა გვაქვს. საერთო ჯამში, ვერ ითამაშებს ხუთი ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც სასტარტოში წარმოვიდგენდი. მაგრამ საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ბელგიაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია. ბუნდესლიგის მატჩების წინ დარბაზში 7-8 ჟურნალისტია ხოლმე, ახლა კი დარბაზი გადავსებულია.

ფეხბურთელებისთვის ამაზე კარგი ასპარეზი თავის გამოსაჩენად არ არსებობს. გერმანიაში "გენტს" ცოტა აგდებით უყურებენ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, ჩვენი მეტოქე ძლიერია. ორი ძალიან კარგი მატჩის ჩატარება დაგვჭირდება, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ".

ამ უქმეებზე

ბელგიის ჩემპიონატში "გენტმა" "მუსკრონს" 2:0 მოუგო. ბელგიის ჩემპიონს გაუჭირდა და მეტოქე მხოლოდ 85-ე წუთზე გატეხა, როცა მბარკ ბუსუფამ გაიტანა სტუმართა კარში. ბუსუფა იჯარით გადავიდა "გენტში" და პირველად თამაშობდა (შეცვლაზე შევიდა).

"ვოლფსბურგმაც" ანალოგიური ანგარიშით მოიგო, "ინგოლშტადტი" დრაქსლერისა და კნოხეს გოლებით დაამარცხა - 2:0. ამით გერმანულმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ურთიერთშეხვედრები

ამ ორ გუნდს ერთმანეთში არასოდეს უთამაშია.

ოთხშაბათი. 17 თებერვალი

გენტი-ვოლფსბურგი 23:45

დისკვალიფიკაცია: ნალდო (ვოლფსბურგი)

ტრავმა: ვიკჰეიმი, ვან დერ ბრუგენი - გილავოგი, ბენალიო, კალიჯური, ასკუესი, დოსტი

სავარაუდო შემადგენლობები

გენტი (3-2-3-2): სელსი - ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი - კუმსი, ნეტო - დეჟაგერი, მილიჩევიჩი, ფოკე - სიმონი, დეპუატრი

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი - ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი - არნოლდი, ლუის გუსტავო - ვიერინია, დრაქსლერი, შიურლე - კრუზე

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენტი–ვოლსბურგი
გენტი მოუგებს აუცილებლად, საკუთარ მოედანზე ნაგლად თამაშობს. ვისაც გინდათ, შეგიძლიათ მილიონი დადოთ გენტის მოგებაზე და თუ გენტი ვერ მოიგებს, მაშინ მე აგინაზღაურებთ მაგ თქვენ თანხას.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა