არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მძიმე ბრძოლას ელის
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ოთხ საწვრთნელ მატჩს გამართავს. პირველი ორი შეხვედრა "უმცროს ბორჯღალოსნებს" არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან, "პუმიტასთან" ექნება, რომელიც ჩვენი გუნდის მსგავსად, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება.

არგენტინელები, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში არ არიან, იქ საპლეიოფო ეტაპზე შეიძლება გზაზე გადაგვეყარონ კიდეც. "პუმიტასის" მზადების შესახებ სტატია არგენტინულმა გამოცემა www.cordobaxv.com.ar-მა გამოაქვეყნა.

ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლას ფერნანდეს ლობე საუბრობს:

"წინასწარ განზრახული იყო ის, რომ მზადება ორ ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე, რომელშიც მონაწილეობა ნაკრების 50-მა კანდიდატმა მიიღო, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თამაშის გეგმის განხორციელებას და სხვადასხვა სტრატეგიულ ვარიანტს, რომლებსაც სამომავლოდ გამოვიყენებთ. ამასთან ერთად, ვიმუშავეთ უბურთოდ, დაცვაში აქტიური თამაშის ელემენტებზე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო წვრთნა ცალკე პოზიციების მიხედვით...

ყოველივე ამას მალე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში გამოვიყენებთ, გამოვცდით. ქართველებს ყოველთვის ღონიერი გუნდი ჰყავდათ. ასეა ახლაც. ამ ნაკრებმა, რომელიც გვესტუმრება, შარშან მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის...

ჩვენი მიზანია საკუთარ თამაშზე კონცენტრაცია. ამიტომ ცოტას ვფიქრობთ იმაზე, თუ რას შემოგვთავაზებს მეტოქე. საქართველოს ნაკრებთან ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არაფრის დიდებით არ დავმარცხდეთ...

ძირითადი გუნდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბება. რამდენიმე ტრავმირებული მორაგბის გარდა, ყველა სასურველი მოთამაშე გუნდში გვეყოლება. მთავარი იქნება, როგორ შევძლებთ წნეხის ქვეშ სათამაშო გეგმის განხორციელებას. ყურადღებას მივაქცევთ ძალიან ბევრ დეტალს, რომელიც ასპარეზობისას უმნიშვნელოვანესია...

ჩვენს მორაგბეებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. გუნდში დიდი კონკურენციაა და ვინც მას გაუძლებს, ის ითამაშებს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს "პუმიტასთან" 20 თებერვალს გამართავს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, რომელიც ივნისში ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები არიან: ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: უშანგი ჭეიშვილი, თორნიკე მატარაძე, გიორგი უშხვანი (სამივე - აია), ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), ლაშა საჯაია (ჯიქი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), გიგა ხუროშვილი (არმაზი), გურამ პაპიძე (ყოჩები)

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), გაგა არაბული (ლოკომოტივი)

მესამე ხაზი: ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმია), ცისკარა ბერიშვილი (ლელო), ირაკლი ცხადაძე (არმაზი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), მიხეილ გორგასლიძე (აია).

#9: გელა აფრასიძე (ლელო), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)

#10: რატი შანიძე (ლელო), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)

#12-13: გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი გოგოლაძე (არმია), გიორგი კოშაძე (ხარები)

#11-14: გიორგი მელაძე (ყოჩები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), დავით მესხი (არმია)

#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია)

მატჩების განრიგი

20 თებერვალი

არგენტინა - საქართველო

24 თებერვალი

არგენტინა - საქართველო

28 თებერვალი

ურუგვაი - საქართველო

4 მარტი

ურუგვაი - საქართველო

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი

7 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი

საქართველო-უელსი

15 ივნისი

საქართველო-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dito
მთელი სულით და გულით გქიმაგობთ ბიჭებო. აბა თქვენ იცით. შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ
Р.S.
...და ცუცქირიძე .ფაღდონ.
France
ეროვნულ ინტერესებს ვერ ვიცავთ , სადაა? ლობჟანიძე სხვები ასაკით 21-მდე ბიჭები ფრანგულ- ბრიტანულ უცხოურ ლიგებიდან ....მარტო ნეფარიძე და ძლიერი ქართველი ბიჭები ქართული ლოგიდან, ვერაა საკმარისად ეროვნულად - "მიწოლით ლელოს გატანამდე" ქმედება ,სრფ-ს მხრიდან თუ მართლა არ ესმით ,რომ მომაცალი ქართული რაგბის ბედი წყდება ,ამა წლის თებერვალ-ივნისის მონაკვეთში
aia simartle
უძლიერესები U-2о -მდე უნდა ვათამაშოთ ეხლაც და ივლისშიც თუ ესმი რამისა რაგბიში გუნდის მესვეურთ ლობჟანიძით დაწყებული.... თუ გადაგვივლია-გაგვტეხენ" ლელოს შეაფერხებენ ჩვენი გუნდის ქოაჩები-წლობით ჩამორჩენით.მარტო "გაუჩოებთან სასიცილ-კისკისოდა ალა ფურშეტებით" დანაშაული იქნება,მხოლოდ გამარჯვებაშია ქართული ლელოს წინსვლა
The Crusedar
ინგლისში უორდლ შიფზე მაგარი "ხაფანგი" დაგვიგეს არ ვიცი წილისყრის ბრალია თუ ანლოსაქაური "გეგმისამებრ".წნეხში ვექცევით,ეშინიათ ჩვენი მომავლის სიძიერის ,არ,ვერ უნდა გაგვტეხონ,ჯგუფიდან გასვლით დავამტკიცებთ რომ ღირსნი ვართ დიდი მომავლის ლელო ბურთში.ეხლაც ლათინელი ამერიკელებიც "დაჩოქებას" დაგვიფირებენ."წელებზე ფეხები უნდა დავიდგათ" და ტურნეც უნდა მოვიგოთ აი ასეღი განწყობით უნდა ვეთამაშოთ ფუმიტებსა და ლომ-ურჩხულებსაც"და "უზომოდ ხორცის მჭამელები"ადვილად ვამარცხოთ,თუ კი გვსურს ძლიერთა შორის ადგილი ახლო მომავალში,უნდა შევძლოთ,არა სიტყვით როგორც მე "გამომდის"------საქმით!
gio
წარმატებები ბიჭებო
gio
წარმატებები მგლებო
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა