საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ილიას ზუროსი წარადგინა
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი წარადგინა.

"2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვაქვს შესარჩევი ევრობასკეტ 2017-ზე. ფიბა-ს შემოაქვს ახალი სისტემა - ისეთი, როგორიც ფეხბურთშია - ანუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები. ეს დიდ შანსს აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, პირდაპირ გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაშით.

წელს ძლიერი შესარჩევი ჯგუფი გვყავს. გამოვყოფ მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იქნება და ასევე, სლოვაკეთიც გაძლიერდება. ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ და რამდენიმე კანდიდატიდან ილიას ზუროსი ავირჩიეთ.

იმედი მაქვს, ეს არჩევანი გამართლდება და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია და მისი გამოცდილება და ცოდნა ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს", - აღნიშნა გაბრიჩიძემ.

"ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა და ბედნიერი ვარ, რომ იგორ კოკოშკოვის დაწყებული საქმის გაგრძელების უფლება მომეცა.

ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა. პირველივე დღიდან მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი მიზნის მისაღწევად. ეს არის ეროვნული ნაკრები და მთავარი პატრიოტული სულისკვეთება და დაუღალავი მუშაობაა. ბედნიერები არიან კალათბურთელები, რომ ზაფხულში, როცა ყველა ისვენებს, ისინი ჩამოდიან ნაკრებში და ქვეყნის სახელს იცავენ.

ახალი გუნდის შესაქმნელად, ახალი სულისკვეთებისთვის დროა საჭირო. ივლისის დასაწყისში დაიწყება შეკრება და ვფიქრობ, ეს საკმარისი დრო იქნება ამისთვის.

რაც შეეხება ჩემს სტაფს, უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, რადგან ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მომავალ თვეებში მე ჩამოვალ და აქაურ მოთამაშეებს კარგად დავაკვირდები; ასევე, ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებს. საქართველოს ჩემპიონატის ორ თამაშს უკვე დავესწარი და მოთამაშეებში კარგი პოტენციალი ჩანს, რაც ძალიან კარგია.

შეტევაში შეიძლება წაგივიდეს თამაში, შეიძლება - არა, ამიტომ დაცვის გაძლიერებაზე ვიმუშავებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შევუტევთ, უბრალოდ, ფუნდამენტი არის დაცვა. კალათბურთში თვითკრიტიკა და ყოველდღიური შრომაა საჭირო. ამით აუცილებლად წავიწევთ წინ.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რადგან არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ", - განაცხადა ზუროსმა.

კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ:

"ძალიან მიხარია, რომ ილიას ზუროსი ჩვენთანაა. ალბათ ჩვენი დიდი გამარჯვებაა ის, რომ უკვე იმ დონეს მივაღწიეთ, რომ ზუროსს ჩვენი ზარი და შეთავაზება გაუხარდა. მას ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ჩვენი დიდი პლუსია, რომ ამჟამად უგუნდოდაა და კოკოშკოვისგან განსხვავებით, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად შეძლებს და აქაც დააკვირდება კალათბურთელებს.

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ილიას ზუროსს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და მივაღწიეთ მასთან შეთანხმებას და კონტრაქტი გავაფორმეთ".

შეგახსენებთ, რომ ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი გუშინ, 18 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულება 1+1-წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

მონტენეგრო წელს წინა შესარჩევებიდან განსხვავებით ყველა ლეგიონერის შეკრებას გეგმავს. ამ შემთხვევაში ძალზე ძლიერი ნაკრები ეყოლებათ და მათ არათუ შესარჩევიდან გასვლაზე, ჩემპიონატის ფინალისტობაზე ექნებათ პრეტენზია. როგორც გავიგე, ზაზა ფაჩული ახალი გუნდის ძებნაშია და ნაკრებსი თამაშზე თანხმობა არ განუცხადებია. უთქვამს, ჩემი გეგმები მაქვს და ისე გადავწყვეტო. რაც შეეხება ზუროსს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ვარიანტია. იმხელა დონეზე და ისეთი გამოცდილება აქვს, კოკოშკოვს ბევრად ჯობია. მოკლედ, წარმატებები ახალ მწვრთნელს და საქართველოს ნაკრებს
lasha
სად სლოვენია და სად სლოვაკეთი
ქომაგი
კარგი იქნებოდა მერიის ტასზე სლოვენია მოგვეწვია და ამით გულშემატკივრებს კოკოშკოვისათვის (მისდამი ბევრი კრიტიკის მიუხედავად) მადლობის თქმის საშუალება მიგეცათ! ზუროსის კანდიდატურას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
jaba
წელს ძლიერი შესარჩევი ჯგუფი გვყავს, გამოვყოფ მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იქნება და ასევე სლოვენიაც გაძლიერდება.........სლოვენია და სლოვაკეთი სხვადასხვა ქვეყნებია გეოგრაფიააა???????
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს