"18-19 წლის ბიჭებისთვის რამდენად საინტერესო იქნება რანგით მეორე და მესამე ლიგებში თამაში?"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ფეხბურთის განვითარების ფონდი მუშაობას თებერვლის ბოლოდან შეუდგება.

პრეზენტაცია: სახელმწიფომ ნაბიჯი გადმოდგა, ახლა ბიზნესის ჯერია...

რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

გაზეთმა "ლელომ" პროგრამასთან დაკავშირებით აზრის გაზიარება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ სპორტულ დირექტორს არჩილ არველაძეს სთხოვა.

- მიმაჩნია, რომ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან კარგი პროგრამაა. ერთადერთი, კითხვა ამაზე მიჩნდება: ახლა საქართველოში მოთამაშეთა საშუალო ასაკი საგრძნობლად შემცირდა. გუნდების შემცირების შემდეგ კი, 18-19 წლის ბიჭებისთვის რამდენად საინტერესო იქნება რანგით მეორე და მესამე ლიგებში თამაში? მათი ასაკის ბიჭები ხომ უმაღლეს ლიგაში წამყვან როლებში არიან?

თორემ, შესაძლოა, ამ ბიჭებისთვის ფინანსურად მესამე ლიგაც საინტერესო აღმოჩნდეს.

- თქვენი აზრით, ეს პროგრამა ბიზნესს ფეხბურთში მისვლაზე დააფიქრებს?

- ამაზე კარგი კერძო კლუბისთვის რა უნდა იყოს?! ფაქტობრივად, კლუბის მეპატრონე ჩადებს თანხის 50 პროცენტს, სახელმწიფო კი დამატებით 25 პროცენტით დაეხმარება. ასე რომ, ეს კერძო კლუბებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ოღონდ, რამდენად მოიზიდავენ ბიზნესს, ეს კონკრეტული კლუბის კონკრეტული მეპატრონის უნარზეა დამოკიდებული.

- პროგრამასთან დაკავშირებით რა კითხვები გებადებათ?

- ტელევიზიების ჩართულობა ძალიან კარგი იქნება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე მათი აქტიურობა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. დიდი სურვილი მაქვს, სტადიონებს მაყურებელი მალე დაუბრუნდეს. მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, ეს სწრაფადვე მოხდეს. სტადიონები ადვილად არ გაივსება, მაგრამ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

ისე, კარგია, როცა აგრონომებისა და მენეჯერების გაზრდაზეც რომ ვფიქრობთ, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე ბევრი არაფერი თქმულა და ეს კითხვაც დამებადა.

- როგორც ითქვა, ამაზე ცალკე პროექტის პრეზენტაცია იგეგმება...

- მეც კარგად მესმის, რომ ყველაფერი ისე სწრაფად ვერ გაკეთდება, ჩვენ რომ გვსურს... სხვათა შორის, ფინანსური სახის წახალისება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მასზე ორი წლის წინ სპორტის სამინისტრო ჯერ კიდევ ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს მუშაობდა.

მაშინ ვამბობდი, რომ კლუბებს ზუსტად ასეთივე ბონუსური სისტემა თურქეთშიც შესთავაზეს. განსხვავება ისაა, რომ თურქეთში ფულს საკაბელო ტელევიზია იხდიდა, ჩვენთან კი - სახელმწიფო. იქ კლუბები საწყის ეტაპზე საბაზისო ბიუჯეტად 8 მილიონს იღებენ, შემდეგ კი თანხა ქულების მიხედვით ერიცხებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
ხარისხიანი ფეხბურთელი კარგი იყო... ამდენი ხარისხიანი ფეხფურთელი რომ არ გვყავს ამიტომაც მცირდება რაოდენობა. იქნება ქვედა ლიგები და ითამაშონ, იშრომონ, ივარჯიშონ რომ ძლიერმა კლუბმა აიყვანოს.
levani
ეს კიდევ აქაა ?
ჯარჯი21
რისი გჯერათ?6 უმაღლესი ლიგის კლუბი 1 ლიგისად რომ იქცევა,18 პირველი ლიგელიდან მხოლოდ 4 რომ დარჩება, ჯამურად რომ 1-ლ და უმაღლეს ლიგაში 14 კლუბი და 400 ზე მეტი ხარისხიანი ფეხბრუთელი გაქრება?ეს რომ ფეხბურთის მოკვლის პროგრამაა ვერ ხედავთ? სტადიონზე დასწრების პრობლემა თბილისურ კლუბებს აქვთ და არა რეგიონალურ კლუბებს.
sandro
ამას რატომ უნდა კითხო აზრი, ამის ძმის დროს არ განადგურდა ქართული ფეხბურთი ? ნამუსი არ აქვთ, საერთოდ ფეხბურთს არ უნდა გააკარო !!
ჯიჯი ალფაიძე
არველაძე, ვისაც გვჯერა გაგვატარე,რეზიმ ნულოვანი შედეგით დაამთავრა ფედერაციაში მოღვაწეობა, ხომ არ დაგავიწყდათ?
mdzgoli
ამ არველადზეებს ნამუსი საერტოდ არ გააქვტტ? მოსჰორდიტ ქარტულ პეხბურტსსსსს
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება