რას ფიქრობენ კლუბებში სახელმწიფო პროგრამაზე?
მისაღებია თუ არა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული რადიკალური რეფორმები? ამის თაობაზე "ლელომ" კომენტარი ბოლონისის "სიონის" დირექტორს, ლადო ბურდულს სთხოვა...

პრეზენტაცია: სახელმწიფომ ნაბიჯი გადმოდგა, ახლა ბიზნესის ჯერია...

რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ფედერაციის ხელმძღვანელებმა 16 თებერვალს გაგვაცნეს. ზედაპირულად რა ინფორმაციაც მივიღეთ, ეს უდავოდ კარგი ჩანაფიქრია. მაგალითად, საინტერესო პრემიალური და საბაზისო ციფრებიც გაჟღერდა - ეს კლუბებისთვის დიდი სტიმული გახდება. მაგრამ პროგრამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია, ეს საქმეში გამოჩნდება. იმედია, რაიმე საბედისწერო ხარვეზი არ აღმოაჩნდება და მისი განხორციელება ქართულ ფეხბურთს წაადგება.

- ახლა მთავარია, ამ სვლით სახელმწიფო კლუბები ბიზნესის დაინტერესებას და საბოლოოდ კერძო საკუთრებაში გადასვლას თუ მოახერხებენ?

- მიმაჩნია, რომ ახლა კერძო საკუთრებაში გადასვლა ბევრს შეუძლია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რეალურად, სახელმწიფო ყველა კლუბს მშვენიერ თანხას აძლევს, კერძოსაც და მის საკუთრებაში მყოფსაც - ლაპარაკია 1,5 მილიონ ლარზე. ეს კი კერძო მესაკუთრის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ადრე ბიზნესს თუ ფეხბურთისკენ გახედვა უჭირდა, ახლა 1,5 მილიონს აძლევენ და პლუს, სპონსორის მოზიდვისთვის სტიმულირების ფონდიდან ფულს კიდევ დაუმატებენ.

აქამდე რა პრობლემა იყო? კერძო კლუბები შეღავათებს ითხოვდნენ და ამავე დროს, სურდათ, ბიუჯეტიდან ისევე დაეფინანსებინათ, როგორც სახელმწიფო კლუბები. ახლა კი 1,5 მილიონი ლარი, ფაქტობრივად, შეღავათია და შემოსავლის გაზრდა შესაძლებელი იქნება. ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო გავარდნილი გუნდი - 2 მილიონს. ეს ბიზნესისთვის პირდაპირი მესიჯია, რომ ფეხბურთისკენ გაიხედოს.

- ჩემპიონატის ფორმატის 10-გუნდიანით მკვეთრ ჩანაცვლებას ბევრი სიფრთხილით ეკიდება...

- ყველაფერი საქმეში გამოჩნდება. დღევანდელი გადასახედიდან, მიმაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შეიძლებოდა უმაღლეს ლიგაში მონაწილეთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ ასეთი ვარიანტი ჩემთვის მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ იდეალური სქემაა. მთავარია, აქ სპორტული პრინციპი არ ირღვევა.

- შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადასვლაც მოგწონთ?

- მე რომ რუსეთში ვთამაშობდი, მაშინ იქ ეს ფორმატი იყო, ასე რომ, პირადად ჩემთვის უცხო არ არის. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოედნების მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ფორმატი სასურველიც არის. მარტისთვის საფარი ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე თებერვალში.

- ახლა სტადიონებისა და მოედნების მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ბოლნისის სტადიონის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა თუ იგეგმება?

- სტადიონზე ახლა ელექტროტაბლო დავამონტაჟეთ და მოედანიც მოსწორებულია. მაგრამ სამომავლოდ, სტადიონის რეკონსტრუქცია გვსურს. მე რაც ვიცი, ამ პროგრამის გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციაც იგეგმება, წელიწადში 3-4 სტადიონი მოეწყობა და სიაში ერთ-ერთი პირველი ბოლნისის სტადიონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]