ქართული გოლი და საგოლე პასი იტალიაში
28 წლის გურამ კაშიასთვის კვირას გამართული თამაში მე-200 ოფიციალური შეხვედრა იყო "ვიტესის" მაისურით. აქედან 168 მან კაპიტნის სამკლავურით ითამაშა. დიდებული მიღწევაა მცველისთვის, რომელიც მე-6 სეზონია, არნემულ კლუბშია და უკვე ადგილობრივი ფანების კერპად იქცა. 200 მატჩში მან 16 გოლი გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" "პარი სენ-ჟერმენთან" 1:4 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ჯაბას დადანაშაულება პირველ გოლში შეიძლება, როცა ის ვან დერ ვილს იჭერდა და იბრაჰიმოვიჩის პასის მერე პარიზელთა მცველი გაექცა.

"ფუტმერკატომ" მას 4 ბალი დაუწერა: "პირველი გოლი მისი ბრალი იყო, აგებდა დუელებს. "რეიმსის" შუახაზი პირველ ნახევარში საშინლად სუსტად გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში კანკავამ უკეთ ითამაშა", - წერს საიტი.

ნასიონალი. ამირან სანაიას გარეშე "ლერბიემ" "დიუნკერკთან" ფრედ ითამაშა - 1:1.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" სტუმრად 2:2 დაუზავდა "დე გრააფსხაფს". ორივე ქართველი

სასტარტოში იყო, თანაც, გურამ კაშია ჩვეულ პოზიციას (დაცვის ცენტრი) დაუბრუნდა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძემ "სასუოლოსა" და "ემპოლის" უხვგოლიან და დრამატულ შეხვედრას (3:2) სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

სამაგიეროდ, "ემპოლის" დუბლებში თავი შეგვახსენა რომან ჭანტურიამ - "პესკარასთან" 2:0 მოგებულ მატჩში მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა.

ტრავმამოშუშებული ქართველი "პიანეტა ემპოლიმ" მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა: "ძალზე პოზიტიური დაბრუნება ჭანტურიასი, გამოირჩა საგოლე პასით მეორე გოლზე. 90 წუთი მოძრაობდა, რაც ძალზე კარგი ნიშანია, რომ ფორვარდი ბოლომდე გამოჯანმრთელდა".

შეგახსენებთ, რომ ტრავმამდე დუბლების პირველობას რომან ჭანტურია 12 გოლით ლიდერობდა. ახლა მის წინ "ფროზინონეს" ფორვარდი ვოლპეა (15 გოლი).

ლეგა პრო. "ტუტოკუოიო" "პიზას" ტოსკანურ დერბიში ხვდებოდა. 64-ე წუთზე ირაკლი შეყილაძემ შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ სტუმრებმა ორი გაიტანეს და იმარჯვეს - 2:1. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. ეს მისი მე-7 გოლია სეზონში. ირაკლიმ 7 ბალი დაიმსახურა, წაგებულ გუნდში საუკეთესო შეფასება. აღსანიშნავია, რომ "ტუტოკუოიოს" კრისტიანო ლუკარელი წვრთნის, ხოლო "პიზას" - ჯენარო გატუზო.

გერმანია. II ბუნდესლიგა. გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" სტუმრად ათი კაცით ჩაამთავრა მატჩი "ფიურტთან", მაგრამ არ წააგო - 1:1. ჩვენებური სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია. "დუისბურგი" ბოლო ადგილზე რჩება.

ლუკას ჰუფნაგელი "ზანდჰაუზენთან" მატჩში "ფრაიბურგის" განაცხადშიც ვერ მოხვდა.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (84-ე წუთზე შეცვალეს) "ვერდერი II" შინ 0:0 დაუზავდა "მიუნსტერს". ამ მატჩში მასპინძელთაგან ყველაზე სახიფათო მომენტი ჩვენებურს ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მეორე ტაიმში პრუსიელთა კარს გადასცდა.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას "ბრენტფორდი" შინ 1:3 დამარცხდა "დერბისთან". გოგია განაცხადში არ ყოფილა.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა (რაშიც "მალიორკას" მსაჯის გადაწყვეტილებებიც წაეხმარა) - 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტემ" "ბენფიკას" დუბლებს 3:2 სძლია.

გიორგი მაკარიძის (90 წთ) "ფეირენშე" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა "ბრაგას" სარეზერვო შემადგენლობასთან. ამ წაგების გამო "ფეირენშე" 55 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

თურქეთი. სუპერლიგა. "ესქიშეჰირის" სასტარტო შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი პირველად თამაშობდა, მისი გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა "ქასიმფაშასთან". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

"ანტალიასთან" 1:2 დამარცხდა ნიკა ძალამიძის "რიზე", თავად ქართველი კი არც ამჯერად იყო განაცხადში.

საბერძნეთი. სუპერლიგა. "ლევადიაკოსმა" 1:0 მოუგო "კალონის". გიორგი მერებაშვილი "ლევადიაკოსის" შემადგენლობაში სასტარტოში იყო და ის 59-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთი. I დივიზიონის თასი. კვიპროსზე მიმდინარე სანახევროდ ოფიციალურ ტურნირზე ქართველთა "სკა-ენერგია" 0:2 დამარცხდა ტულის "არსენალთან". ახნასში გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო, მაგრამ მან მეორე ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. გიორგი ილურიძე დამარცხებულთა რიგებში 53-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის "შლიონსკი" სტუმრად "იაგელონიასთან" 1:2 დამარცხდა. დვალმა ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.

ლადო დვალიშვილის (56-ე წუთზე შეცვალეს) "პოგონი" სტუმრად 0:0 დაუზავდა ლიდერ "პიასტს".

ჩეხეთი. ლევან ყენიამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა "იჰლავასა" და "სლავიას" მატჩი (0:0).

ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცე" სტუმრად ლიდერ "პლზენთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ცენტრალურ მცველად შეუცვლელად ითამაშა.

კვიპროსი. ქართველთა "ახნასი" 0:0 დაუზავდა "პარალიმნის". რევაზ ბარაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 82-ე წუთზე შეცვალეს. შოთა გრიგალაშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, ელგუჯა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ლევან ხმალაძის (90 წუთი) "პაფოსი" სტუმრად "აპოლონთან" დამარცხდა - 1:3.

თემურ ქეცბაია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - აპოელ-ი "ანორთოსისს" ესტუმრა - პირველად მოხდა, რომ "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველი სპეციალისტი მოწინააღმდეგის სტატუსით გავიდა. "ანორთოსისის" რიგებში სასტარტოში იყო ირაკლი მაისურაძე (56-ე წუთზე შეცვალეს). ქეცბაიას გუნდმა 2:1 მოიგო და 56 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერმა" 1:0 დაამარცხა "ქიაფაზი". ქართველმა მწვრთნელმა სასტარტოში მხოლოდ ორი ჩვენებური ათამაშა, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო. ტრავმების გამო არ უთამაშიათ ლაშა კასრაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს.

"ინტერს" ფსიქოლოგიური პრობლემები არა აქვს, მაგრამ აქვს სხვა სახის პრობლემები. გუშინ ორმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ თამაშს ვერ შეძლებდნენ და მატჩის წინ მხოლოდ 12 ფეხბურთელით ვივარჯიშე. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. მომდევნო ტურში კიდევ უფრო გაგვიჭირდება - მეტოქე "ყარაბაღია", - განაცხადა სვანაძემ მატჩის შემდეგ.

აზალ-ი სტუმრად 0:2 დამარცხდა "სუმგაითთან". სანდრო გურულმა და ნუგზარ კვირტიამ (გაფრთხილება) შეუცვლელად ითამაშეს.

ამხანაგური მატჩები

შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ "ზორიას" სპარინგში სლოვენიურ "მარიბორთან". უკრაინული გუნდი 1:2 დამარცხდა.

ლვოვის "კარპატი" ყარაღანდის "შახტიორს" დაუზავდა - 1:1. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

დანიურმა "ორჰუსმა" ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა "ჰობრო". მათე ვაწაძე "ორჰუსის" რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა.

ნორვეგიულმა "სტაბეკმა" "ვოლერენგასთან" 1:2 წააგო. წაგებულთა რიგებში სასტარტოში იყო გიორგი გოროზია.

უკრაინულმა "ოლექსანდრიამ" ბოსნიურ "მლადოსტს" 3:0 მოუგო. დავით თარგამაძემ პირველი ტაიმი ითამაშა.

ყაზანის "რუბინი" ნორვეგიულ "სპარსბორგს" შეხვდა და 3:1 მოუგო. საბა კვირკველიამ პირველი ტაიმი ითამაშა.

რუსულმა "ტერეკმა" სლოვენიურ "გორიცას" 3:0 მოუგო. თედორე გრიგალაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს.

წარდგენები

უზბეკურმა "ლოკომოტივმა" ახალწვეული კახა მახარაძე წარადგინა, ხოლო ყარაღანდის "ირტიშმა" (ყაზახეთი) - გოგიტა გოგუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

G7
ლეგიონის უქმეებს შეხედავ და საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებს რომ ეძახიან 98% სკამზე ზის ან ტრიბუნაზე!ჭანტურიას ხომ ვერა და ვერ ეშველა,ძალამიძის ტრანსფერი თურქეთში გაუგებარია პოლონეთში თამაშობდა და კარგი პრესაც ჰქონდა,წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები კანკავამ ძალიან სუსტად ჩაატარა ეს თამაში გამიკვირდა კიდეც როგორ არ შეცვალეს, და ბოლოს ამათ შემხედვარე ვის გჯერათ რომ გინდა ცხადაძე იყოს და გინდა გვარდიოლა მწვრთნელი რამე დადებით შედეგს მიაღწევს საქ.ნაკრები???
666
kankava psg stan iyo -0 minus nuli..daje ori minusit.arvici scxvenoda eshinoda tu dabneuli iyo.aseti usaxuri kankava martla ar minaxavs..
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?