"...აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი"
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა დღეს, 22 თებერვალს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 4-6 მარტს თბილისში ჩასატარებელ "დევისის თასზე" ის მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია მისდამი გულგრილობას იჩენს. შესაბამისად, აღარც ჩოგბურთელს გააჩნია ფედერაციასთან ურთიერთობის სურვილი.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი სანდროს ბიძაა.

"თქვენდამი ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემ მონაწილეობას დევისის თასის მატჩში - საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც გაიმართება ა.წ. 4-6 მარტს ქ. თბილისში.

როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლის ივლისში, ჩვენი ნაკრების (ნ. ბასილაშვილი, ა. მეტრეველი, გ. ცივაძე, გ. ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

2016 წლის 4-6 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილ დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემ მონაწილეობას.

აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემ წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო იძულებული გავხდი, იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და, შესაბამისად, შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩემმა დასაბუთებულმა მოთხოვნებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო.

მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა დაახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა, ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე, დღეის მდგომარეობით, არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც, ბუნებრივია, არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. იგი არ თვლის საჭიროდ, ხელი შემიწყოს წარმატებული სპორტული კარიერის ფორმირებაში, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. შესაბამისად, აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი.

ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასის გათამაშებაში. შესაბამისად, უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას", - წერს მეტრეველი.

gogo
ანანო რატომ არ უნდა მოითხოვოს ფული, სპორცმენი იმდენს დებს იმაშI რომ შედგეს სპორცმენად რომ თანხაც უნდა მოითხოვოს, სხვა თუ მუშაობს ესეც მუშაობს და შრომმობს ბევრდ მეტს ვიდრე ალბათ შენ ასე რომ ხუსტადაც უნდა დააფინანსონ , სხვა საკითხია ის რომ დღეს წამოიწია ეს თემა როცა წლებია ასე ხდება და საერთოდ რაც ფედერაცია არსებობს მას მერე
Guga 41
ეს სკანდალი პირდაპირ დაკავშირებულია სპორტის სამინისტროსთან რომელსაც ძალიან კარგი და სამართლიანი მინისტრი ყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვედა რგოლს და ფედერაციას არ აწყობთ მასთან ასეთი თემების გარჩევა, იმიტომ რომ ყველა გასვრილები და ნაძირლები არიან !!! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს სიბინძურე !!! პირდაპირ მივმართოთ მინისტრს რომ პირადად ჩაერთოს ამ საკითხაში და შეიყვანოს აუდიტი ფედერაიაში, რათა ყველაფერი გაირკვეს და გამოაშკარავდეს სად ჯანდაბაში ფლანგავს ფედერაცია ამდენ ფულს !!!!!!
jaba
ერთი ის მაიტერესებს მარგალიტას კომენტარი რომელია აქედან თუ სუ ყველა ?
levani
ჩემი აზრით ეს ბიჭი მარტალია.. და არაპერ შუაში არა ფულზე გაყიდვა. ამოუვიდა 3 წელი ტყუილი დაპირებების მოსმენა ფედერაციისგან და საბოლოოდ თქვა უარი.. და ის დანარჩენი 3 მოთამაშე რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში ყვიროდნენ გვიშველეთო ეხა სად არიან??!! ვითხოვ იმ 3 მოთამაშის კომენტარს რომლებიც აქამდე წუწუნებდნენ და ეხა ჩუმად არიან. იქნებ სანდროს ადანაშაულებენ? ან იქნებ რა ხდება? რატო არიან ეხა ჩუმად ?
alika
დღეს ნიკ-ნეიმების გამოგონებას და იქედან კომენტარების წერას, ჯობდა ნაკლებად შეგეჭამათ მოთამაშეების ფული. თქვენზე რა აზრისაც არის მთელი ჩოგბურთის და სპორტის სამყარო ძალიან კარგად იცით, ისიც ცნობილია როგორ აშანტაჟებდით დანარჩენ გუნდის წევრებს. და სანდროსთან ეს არ გაგივიდათ. მადლობა თქვით, რომ მაგაზე ხმა არ ამოიღო და ის დრო შორს არ არის როცა ყველა - პატარა ასაკიდან დამთავრებული ნაკრების წევრებით ამოიღებს ხმას!!!!
maiko
ამ ნაკრებში მარტო სანდროა ჭკვიანი და მარტო სანდრომ აღმოაჩინა რომ ფედერაცია სპორსტმენებისთვის არაფერს არ აკეთებს? სხვებისთვისაც გეკითხათ, იქნებ სანდრო ტყუის.სანამ აქ მტყუან მართალს გაარცევთ და არაობიექტურ რაღაცეებს დაწერთ ნიკუშას კითხეთ რას დაპირდა ფედერაცია და რა შეუსრულა. ფედერაცია ამბობს რო კი არ დაპირდა . უნდოდა რომ მეტი მიეცა მაგრამ ბიუჯეტში რა ფულიც აქვს იქიდან მიცა. და საერტოდ, 23 წლის ასაკში მსოფლიო რეიტინგსი 290 ე რომ ხარ, ნაკლები უნდა ილაპარაკო და მეტი ივარჯიშო
eeeex
რას მიედ მოედება ეს ახალგაზრდა სპორტსმენი?რატო იმას არ წერს ტანხას რო ითხოვდა და ვაჭრობდა ფედერაციასტან?სხვების აყოლიებასაც ცდილობდა მაგრამ არც გამოუვიდა,ეს თვითონ ვერ გაბედავდა ამდენს გვერდზე ვიღაც არაკაცი ჰყავს.
Anano
შენი ქვეყნის სახელით თამაში სპორტსმენისთვის დიდი ბედნიერებაა და ამაში ფულს ითხოვ და ვაჭრობას იწყებ?
Andria
მე როგორც ვიცი ფედერაციებმა ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა დააფინანსონ და არა ისინი, ვინც კომერციულ ტურნირებს თამაშობს. კიდევ ბევრი მოუცია ჩოგბურთის ფედერაციას
dato
გეთანხმები ჩოგბურთი შემოსავლიანი სპორტია და საკუთარი წარმატებით კარგადაც გამოიმუშავებს სპორტსმენი, მაგრამ ამ ფედერაციებმა როდის უნდა ისწავლონ საკუთარი სიტყვის შესრულება ეგააა საკითხავი.
federrer
დიდი შლემი რომ მოიგოს ამისათვის საჭიროა ფედერაციის ხელშეწყობა. ელემენტარული ბურთების მიცემიდან დაწყებული ტურნირებზე გაშვებით. ხოლო დიდ შლემს რო მოიგებს თითონ დაეხმარება ახალგაზრდა პერსპექტიულ ტენისისტებს როგორიც დღეს-დღეისობით თითონ სანდრო ითვლება..!
me
როდის იყო ფედერაცია რამეს აფინანსებდა მგონი ათასჯერ კარგი და პერსპექტიული ჩოგბურთელები იყვნენ და შანსიც არ მისცეს რამე გაეკეთებინათ რომელ დაფინანსებაზეა საუბარი და მეტრებელი მხოლოდ იმიტომ როა ნაკრებში რომ სხვა არავინ დარჩა და საერთოდ არავინ თამაშობს ნუ აქვს პრეტენზიები
გელა 49
ამ ბიჭის წარმატებებს მუდმივად ვადევნებდი თვალყურს და ძალიან გულდასაწყვეტია რომ არ იათამაშებს დევისის თასზე. ყოჩაღ რომ ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგი და ხმა ამოიღე უსამართლობაზე. იმ დანარჩენი ნაკრების ბიჭების გამკვირვებია ჩუმად რომ არიან და ხმას არ იღებენ... ბასილაშვილი არ იყო სატელევიზიო შოუებში რომ ამბობდა არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს სახელმწიფოსიო?! ეხლა რატომ არის ჩუმად? ყველანი ერთად დადექით ქართული ჩოგბურთის მომავლისათვის ბიჭებო !!!
djokovic
ამათი გამკვირვებია თუ რამის თავი გაქვთ მოიგეთ ერთი ტურნირი (მაინცდამაინც დიდი შლემი ნუ იქნება) და ფინანსებიც გექნებათ ამ გაჭირვებულ ფედერაციას რას სთხოვთ?! და თუ არამიზნობრივად ხარჯავს ფულს ფედერაცია მაშინ ეგეც თქვი!
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა