ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩის წინ
შემოდგომით ეს წყვილი ღიმილს მოგვგვრიდა, მაგრამ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. "იუვენტუსი" კრიზისიდან ბრწყინვალე სტილში გამოვიდა, ხოლო თუ ამ დუელში ვერ ივარგა, ხოსეპ გვარდიოლასთვის მიუნხენური კარიერა სეზონის ბოლოს კი არა, ახლავე დასრულდება.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "შარშან, როცა ვთქვი, 0:0 კარგი შედეგი იქნებოდა, მილიონობით შეურაცხყოფა მივიღე, არადა, 0:0 შინ მართლა კარგი შედეგია. გასვლითი გოლი ორმაგად ფასობს. 0:0 კარგი შედეგი კი იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ 0:0 დასრულდეს. გოლებს ველი, ბევრ გოლს... "ბაიერნს" თავისი თამაშის სტილი აქვს და, ალბათ, მას არ შეცვლის.

წარმატებისთვის საჭიროა, რომ ყველა რგოლმა "ბაიერნის" დონეზე ითამაშოს, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც. მერვედფინალია თუ ნახევარფინალი, ვერ გაიგებ".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მერვედფინალური ეტაპი ყოველთვის ძალიან რთულია. "იუვენტუსმა" სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ ახლა შესაშურ ფორმაშია. შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და ერთი-ორი გოლიც გავიტანოთ. დაცვაში პრობლემები გვაქვს, ზოგიერთი ფეხბურთელი ან ახლახან გამოჯანმრთელდა, ან ახალწვეულია, ზოგიც ისევ ტრავმირებულია.

ვფიქრობ, "იუვე" პრესინგს ჩვენივე ნახევარზე მიმართავს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. სამწუხაროა, რომ ნომინალური ცენტრალური მცველი ახლა არ მყავს. მათ მაღალი ბიჭები ჰყავთ, მე კიდევ 176 სმ სიმაღლის კიმიხი უნდა ვათამაშო დაცვის ცენტრში".

გასულ უქმეებზე

"იუვე" სტუმრად "ბოლონიას" დაუზავდა - 0:0 და ამით 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ "იუვეს" 9 მატჩია, გოლი არ გაუშვია.

"ბაიერნმა" "დარმშტადტს" 3:1 მოუგო. თომას მიულერმა დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით საოცარი მისი ერთ-ერთი გოლი იყო, ერთი გოლიც რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. "ბაიერნმა" ტაიმი წააგო, მაგრამ მეორეში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ურთიერთშეხვედრები

2012/13 წლების ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" შინ და სტუმრად ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა "იუვენტუსი". ისე, რომ კითხვები არც გაჩენილა. მაშინ "ბაიერნი" გახდა პირველი უცხოური კლუბი, რომელმაც ახალ "იუვენტუს არენაზე" მოიგო. მიუნხენში დავიდ ალაბამ და თომას მიულერმა გაიტანეს, ტურინში კი თავი მარიო მანჯუკიჩმა და კლაუდიო პისარომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩი ახლა "იუვეს" წევრია და "ბაიერნის" ცენტრალური მცველებისთვის მთავარი თავსატეხი იქნება.

2009 წლის დეკემბერში "ბაიერნმა" ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა "იუვე" - 4:1. ერთი გოლი მეკარე ჰანს-იორგ ბუტმა გაიტანა პენალტით. ამ მოგებით ბავარიული კლუბი მერვედფინალში გავიდა, "იუვე" კი - ვერა.

"ბიანკონერიმ" ბოლოს გერმანულ გრანდს 2005 წლის ნოემბერში მოუგო, როცა დავიდ ტრეზეგემ დუბლი შეასრულა - 2:1.

სამშაბათი. 23 თებერვალი

იუვენტუსი-ბაიერნი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კასერესი, ასამოა, ალექს სანდრო, კიელინი - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო, მარკიზიო, ხედირა, პოგბა - მანჯუკიჩი, დიბალა

ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა - რობენი, დ. კოშტა - მიულერი,ლევანდოვსკი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgian
სერიოზული ჯახი იქნება. ორივე ძლიერი გუნდია, თუმცა იმას არ ვეთანხმები რომ ბაიერნი უპირობო ლიდერია. forza juveeee!!
Kaxampower
Rac fexburtis yureba daviwye barsas gulshematkivari var , bavaria didi gundia, iuves ar vaknineb mara es yvelaferi mainc gadacharbebuli mgonia , iuve sharshan imito moxvda finalshi ro reals agar qonda ufleba etamasha , realma ubralod tavi gamoigdo wels barsa iqneba mase .
giorgi
იუვე წელს ჩემპიონია, ყველა ლოგიკით. ბარსა ზედიზედ ვერ მოიგებს, თან ენრიკეც დიდი ვერაფერი მწვრთნელია, პეპის სისტემით თამაშობს და არ მგონია გაჭირვებაში რამე არაორდინალური მოიფიქროს. გუარდიოლას ცალი ფეხი სიტიში აქ და ამან არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს, თან გერმანიაშიც ნორმალური მეტოქეები არ ყავს, რეალზე აღარაფერს ვამბობ ნახეთ მაგათი თამაშები, დაცვა არ ყავთ. ერთადერთი რეალური კონკურენტი პსჟ-ეა, თუ ჩელსი გავიდა მაგათთანაც გაჭირდება. იუვეს აქვს უდიდესი მოტივაცია, მაგარი ფორმა და დიდი ტაქტიკოსი მწვრთნელი, ჩემპიონია რაა DD
ირაკლი
კახა შენ უეჭველი ბაიერნის გულშემათკივარი ხარ:) იმედები არ გაგიცრუოს ახმელა მოლოდინის მერე, არ შეიძლება ეგრეც;)
Kaxampower
Aq 90% favoritia bavaria iuve saswauls unda elodes wels bavaria chempionia , iuve araa iseti gundi rogoradac axasiatebs , bavaria ubralod gadauvlis exla tu ara saxlshi mainc
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში