უცნაური ტური

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების XXIII ტური მეტად უცნაური გამოვიდა. ლიდერთა უმეტესობამ ქულები დაკარგა, რამაც სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო ჩახლართა. როგორც წესი, ტურის გმირი თავდამსხმელი ხდება, მაგრამ ამჯერად ტრადიცია დაირღვა; ტურის ანტიგმირს კი სულაც არ უთამაშია ურიგოდ, უბრალოდ არასპორტული საქციელით დაგვამახსოვრა თავი. ლიბორ კოზაკი კვლავ ყურადღების ცენტრშია; ყოველივე ამაზე ქვემოთ...

ტურის სიმბოლური ნაკრები

ბორუცი (ფიორენტინა) - რანოკია (ინტერი), იეპესი (მილანი), დარმიანი (პალერმო) - მარკიონი (ფიორენტინა), ხარჯა (ინტერი), მილიაჩო (პალერმო), ნაინგოლანი (კალიარი) - მენეზი (რომა) - მოსკარდელი (კიევო), დი ვაიო (ბოლონია).

XXIII ტურის სიმბოლური გუნდი 3-4-1-2 ტაქტიკით განვალაგეთ - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამი ნომინალური ფორვარდი არ გვყავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელებმა იპასიურეს. ვერ ვხედავთ მეგავარსკვლავებს და არც ეს არის გასაკვირი, რადგან "ინტერის" გარდა, გრანდებმა არც თუ დამაჯერებლად იასპარეზეს და ქულები დაკარგეს.

მეოთხეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელთა შორის ანდრეა რანოკია, რომელიც ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემოს და როგორც ხედავთ, თავიც გამოიჩინა. "ინტერის" კიდევ ერთი მოთამაშე მოხვდა სიმბოლურში და ისიც ზამთრის შენაძენებიდან: ხარჯა გვყავს მხედველობაში. შეტევის წინა ხაზზე მოსკარდელის და დი ვაიოს ვხედავთ, პირველმა "ნაპოლის" გაუტანა იშვიათი სილამაზის გოლი, მეორე კი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

ტურის გმირი

ტურის გმირი ამჯერად მეკარე გახლავთ და არა თავდამსხმელი, როგორც ეს უფრო ხშირად ხდება. დიახ, სალვატორე სირიგუზე გვაქვს საუბარი, მეკარე, რომელმაც ''იუვენტუსთან" შეხვედრაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. ტურის მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, რომ მარტო ალესანდრო მატრის სამი-ოთხჯერ მაინც შეეძლო თავის გამოჩენა. "პალერმომ" ორბურთიანი უპირატესობა გაატანა ქარს "ინტერთან" პაექრობაში და იგივე მოხდებოდა "იუვენტუსთანაც" რომ არა სიცილიელი კიპერის ბრწყინვალე გარჯა.

ტურის ანტიგმირი

ტურის ანტიგმირი უდავოდ რუმინელი მცველი კრისტიან კივუ გახლავთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცუდად სულაც არ უთამაშია. "ბარი"-"ინტერის" მეორე ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც კივუმ სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და მასპინძელთა შემტევ როსის სახეში ხელი ჩაარტყა. ვიდეოფირზე ნათლად ჩანს თუ როგორ მიეპარა კრისტიანი მეტოქეს და ძლიერი დარტყმით ძირს დააგდო. რუმინელმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო - ბოდიშმაც ვერ უშველა:

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩავიდინე და მინდა როსის ბოდიში მოვუხადო. ძალიან მრცხვენია და ვერ ვხდები ასე რატომ მოვიქეცი. ეს ეპიზოდი უამრავმა ადამიანმა ნახა და წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილება შეექმნებოდათ. როდესაც ჩემი შვილები წამოიზრდებიან და ამ ინციდენტზე მკითხავენ, აუცილებლად შემრცხვება და ვერაფერს ვუპასუხებ."

ტურის კოზაკი

ტური არ გავა, რომ ლიბორ კოზაკმა ჩვენი ყურადღება არ მიიქციოს. ამიტომ, დავამკვიდრეთ ახალი ნომინაცია: ტურის კოზაკი. ჩეხი ფორვარდი "მილანთან"' პაექრობაშიც გამოირჩა, თუმცა ამჯერად არც გადამწყვეტი გოლი გაუტანა და საერთოდაც, დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. სამაგიეროდ, უმისამართოდ იქნევდა ხელ-ფეხს და "მილანის" ერთბაშად ორი ფეხბურთელი დააშავა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ფეხბურთელის გამო საკაცით ორი მოთამაშე გაჰყავთ მინდვრიდან - ასე მოხდა შაბათის პაექრობაში: ჯერ დანიელე ბონერა გახდა შესაცვლელი, შემდეგ ნიკოლა ლეგროტალიე. აი, ასე დაერია კოზაკი მილანელებს.

ტურის ფრაზა

მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი): "თუ დამიჯერებთ, ექვსი თვეა იტალიაში ვიმყოფები და ერთხელ არ მითამაშია იდეალურ მინდორზე. ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა."

ტურის P.S.

"იუვენტუსი" ზედიზედ მეოთხეჯერ დამარცხდა "პალერმოსთან".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა