სერია A. XXIV ტურის წინ: "ინტერი"-"რომას" პროგნოზირებას არავის ვურჩევთ - ამ თამაშში ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს

კარგა ხანია, რაც გრანდთა დაპირისპირება არ გვინახავს და აი, XXIV ტური ამის საშუალებას გვაძლევს. ჯეზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "ინტერი" "რომას" უმასპინძლებს - კლასიკური იტალიური ჯახი, რომლის პროგნოზირებას არავის ვურჩევთ, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს. კი ბატონო, "ინტერის" შემადგენლობა უფრო ძვირად ფასობს და თანაც, თამაში მილანში გაიმართება, მაგრამ "რომა" ის გუნდია, რომელსაც სწორედ ასეთ შეხვედრებში უყვარს თავის გამოდება. შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრეს "სან სიროზე" სამი ქულის აღება, როდესაც "მილანი" დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით.

წინა ტურში, რანიერიმ გარისკა და "ბრეშასთან'' პაექრობაში მოედანზე ერთბაშად სამი ნომინალური თავდამსხმელი გაიყვანა. ასეთი რამ "ინტერთან' ნამდვილად გამორიცხულია - "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფრანჩესკო ტოტი სათადარიგოთა სკამზე დაჯდება, ძირითადში კი მარკო ბორიელოს და მირკო ვუჩინიჩს ვიხილავთ. არადა, ტოტის რეზერვში დატოვება რანიერის ერთხელ ძვირად დაუჯდა, კაპიტანი ცუდ ხასიათზე დადგა და იმდენი იწუწუნა, რომ მთელ გუნდს გაუფუჭა ხასიათი.

"რომას" თავკაცი არჩევანის წინაშეა, ან ფრანჩესკოს ავტორიტეტს უნდა გაუწიოს ანგარიში, ანაც გუნდის ინტერესებიდან გამოვიდეს და ძირითადში უკეთეს ფორმაში მყოფი ფორვარდები დააყენოს. სავარაუდოდ მეორე ვარიანტს აირჩევს და ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ისტორიას. ძირითადში იქნება ჟერემი მენეზი და გამთამაშებლის პოზიციას დაიკავებს. "რომა" დაბალანსებულ ფეხბურთს ითამაშებს, ასეთ დროს კი დიდი ჯაფა ნახევარდაცვას ადგება - შესაბამისად, სიმონე პეროტას, ფაბიო სიმპილისიოს და დანიელე დე როსის მაქსიმალური მობილიზება მართებთ. აქვე ვთქვათ, რომ მილანური გრანდი კრისტიან კივუს მოისაკლისებს. რუმინელმა მცველმა "ბარისთან" შეხვედრაში შეირცხვინა თავი, მეტოქე ფეხბურთელს სახეში გაარტყა ხელი და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

იმდენად შთამბეჭდავად ასპარეზობენ "ინტერის" ახალწვეულები, რომ აღარავის ახსოვს არაერთი დაშავებული ფეხბურთელი და სავსე ლაზარეთი. ჯამპაოლო პაცინის ორ ჩატარებულ შეხვედრაში სამი გოლი აქვს გატანილი, მონადირებული თერთმეტმეტრიანი კი სამუელ ეტოოსთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემაში შეგვიძლია ჩავუთვალოთ. შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს ხარჯასაც: ერთი გოლი და ორი საგოლე პასი. ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და "რომას" აუცილებლად პირველივე წუთებიდან შეერკინებიან. პაცინის ეტოო შეუწყვილდება თავდასხმაში, ხარჯას კი არგენტინელების, ესტებან კამბიასოსა და ხავიერ ძანეტის გარემოცვაში მოუწევს თამაში. სასტარტოში ვიხილავთ გამოჯანმრთელებულ ვესლი სნეიდერსაც, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე იმოქმედებს.

ორივე გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. სამი ქულა ძალიან ძვირად ფასობს, რადგან "მილანი" წინ არის გაჭრილი და ლიდერთან კიდევ უფრო ჩამორჩენა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვთქვათ, რომ "მილანი" "ჯენოას'' სტუმრობს. კახა კალაძეს ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და ტრადიციულად, დაცვის ცენტრში ითამაშებს. თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი კასანო-იბრაჰიმოვიჩის შემტევ ტანდემს დაეყრდნობა, უკნიდან კი რობინიოს ათამაშებს. კვლავ სათადარიგოდ მოიაზრება ტრავმებით გაწამებული ალეშანდრე პატო.

ყველაზე საინტერესო მაინც ნახევარდაცვის სამეულია: გატუზო, ვან ბომელი, მერკელი. პირველი გასაგებია და აი შემდეგ ორზე სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა თუ "როსონერის" ძირითადში ვიხილავდით - მერკელი პრიმავერას წევრი იყო, ვან ბომელი კი - მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი. გენუაში თამაში იოლი არ არის და მდევრებს დიდი იმედი აქვთ, რომ ალეგრის გუნდს კიდევ ერთხელ დაუცდება ფეხი.

"ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ჩეზენას" მიიღებს და სამი ქულის მოსაპოვებლად ემზადება. ვალტერ მაძარის ფიქრიც კი არ უნდა იმაზე, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგოს. სიცილიაში დამარცხებული "იუვენტუსი" სარდინიაში ჩავიდა და თუ იქაც წააგო, ჯობია ტურინში აღარ დაბრუნდეს. არადა, "კალიარი" კარგ ფორმაშია და საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს დათმობს.

დღეს:

უდინეზე-სამპდორია 21.00

დისკვალიფიკაცია: პოლი (სამპდორია).

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა, ჰანდანოვიჩი - სემიოლი, გასტალდელო, ლუკინი, პოცი.

კალიარი-იუვენტუსი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ლანერი, აგაცი - რინაუდო, დე ჩელიე, კვალიარელა, ტონი, ტრაორე, პეპე, იაკვინტა.

ხვალ:

ბოლონია-კატანია 15.30

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: რამირესი - ბიაჯანტი, ისკო, კაპუანო, კარბონი, პოტენცა.

ბრეშა-ბარი 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: დალამანო, კორდოვა - ს. მაზიელო, ბელმონტე, ბარეტო.

ჯენოა-მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ანტონელი, ბოზელი - ბოატენგი, ძამბროტა, ინძაგი, ამელია, ნესტა, შტრასერი, ამბროზინი, აბატე, ლეგროტალიე.

ლაციო-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: დელ ნერო, მეგნი, გარიდო, როკი, დიაკიტე, ფლოკარი - ლუჩანო, მარკოლინი, ანდრეოლი.

ლეჩე-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: კამოციერი (პალერმო).

ტრავმა: ჯულიატო, ოფერე, დი მიკელე - პინილია, გოიანი, ბალცარეტი.

ნაპოლი-ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: პაციენცა (ნაპოლი).

ტრავმა: გრავა, ვიტალე (ნაპოლი).

პარმა-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: კანდრევა (პარმა).

ტრავმა: პიზანო, კოლვო, მარკესი - ვარგასი, კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი.

ინტერი-რომა 23.45

დისკვალიფიკაცია: კივუ - მექსე.

ტრავმა: სტანკოვიჩი, კორდობა, მარიგა, ლუსიო, კასტელაცი, სამუელი - პიზარო, ბრიგი, ადრიანო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 23 14 6 3 39-18 48

2. ნაპოლი 23 13 4 6 36-22 43

3. ინტერი 22 12 5 5 39-24 41

4. ლაციო 23 12 5 6 29-21 41

5. რომა 22 11 6 5 32-25 39

6. პალერმო 23 11 4 8 38-29 37

7. უდინეზე 23 11 4 8 37-30 37

8. იუვენტუსი 23 9 8 6 37-29 35

9. კალიარი 23 9 5 9 27-23 32

10. კიევო 23 7 9 7 25-22 30

11. ფიორენტინა 22 7 7 8 22-23 28

12. სამპდორია 22 6 9 7 20-23 27

13. ჯენოა 22 7 6 9 18-21 27

14. ბოლონია 22 7 8 7 24-30 26

15. პარმა 23 6 7 10 22-29 25

16. ლეჩე 23 6 6 11 22-39 24

17. კატანია 23 5 8 10 19-30 23

18. ჩეზენა 23 5 6 12 17-29 21

19. ბრეშა 23 5 4 14 18-31 19

20. ბარი 23 4 5 14 14-37 14

ბომბარდირები: 17 – კავანი (ნაპოლი); 15 – დი ნატალე (უდინეზე); 13 – ეტოო (ინტერი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), დი ვაიო (ბოლონია).

mamuka
ტოტის არ ყოფნა ყოველთვის დიდი დანაკლასია რომასთვის..ამ სეზონში ჯერჯერობით არ უმართლებს, მაგრამ მალე გამოაჩენს თავის მგლის ბრჭყალებს..და წუწუნზე ლაპარაკიც ზედმეტია!..
irakli.e
ლაშა ძმა ჯობია გადამოწმებული ინფორმაციები დაწერო და არა საკუთარი აზრები... ჯერ ერთი ტოტი თადარიგში ვერ იქნება იმიტო რო განაცხადშიც არაა გაციების გამო, მეორე კიდე ის, რომ ტოტი არ წუწუნებს და ყველა მაგას აღნიშნავს იტალიაში რო ღირსეულად მიიღო რანიერის გადაწყვეტილება...
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე