პირველი ტესტები ბარსელონაში
ბარსელონას ავტოდრომზე პირველი სატესტო დღე "ფერარიმ" მოიგო. საუკეთესო დრო აჩვენა "სკუდერიას" გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა. საინტერესოა, რომ ორიენტირი - 1.24,939 ფეტელმა ჯერ კიდევ დილის სესიაში დააფიქსირა და საღამოს ვერ შეძლო მისი გაუმჯობესება.

საბოლოო ოქმში მეორე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. "მერსედესის" პილოტი ფეტელს 0.470 წამით ჩამორჩა, სამაგიეროდ, ორჯერ მეტი დისტანცია (156 წრე) გაიარა და მანქანის საიმედოობით კმაყოფილი დარჩა.

დილით მცირე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა "რედ ბულს", სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში დანიელ რიკარდომ მესამე შედეგის ჩვენება შეძლო. ავსტრალიელმა 87 წრე გაიარა და 1.105 წამით ჩამორჩა ლიდერს. სულ ცოტა წააგო რიკარდოსთან ვალტერი ბოტასმა "უილიამსიდან".

მეხუთე ადგილი დაიკავა "ფორს ინდიას" სარეზერვო პილოტმა ალფონსო სელისმა: თავისი საუკეთესო წრე მან სატესტო დღის ბოლოს გაიარა.

ჯენსონ ბატონი მეექვსე დროით დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა ფეტელთან 1.796 წამი წააგო, "მაკლარენი", როგორც ჩანს, თანდათან უმკლავდება ბოლიდის საიმედოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს: ბატონმა 84 წრის გავლა შეძლო, რაც მეოთხე შედეგია 11 გუნდს შორის.

წარუმატებელი დღეს ჰქონდათ "ტორო როსოსა" და კარლოს საინსს. გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ესპანელმა მხოლოდ 55 წრის გავლა მოახერხა. მან მეშვიდე დრო აჩვენა, მერვეზე კი მარკუს ერიქსონი გავიდა.

აუთსაიდერების - "მანორის", "ჰაასისა" და "რენოს" პილოტებმა - პასკალ ვერლაინმა, რომენ გროსჟანმა და ჯოლიონ პალმერმა ჯამში უფრო ნაკლები დისტანცია გაიარეს, ვიდრე ჰემილტონმა.

გროსჟანი და პალმერი ოქმის ბოლოში ტექნიკური პრობლემების გამო აღმოჩდნენ და ლიდერთან დაახლოებით ოთხი წამი წააგეს.

I დღე

1. ფეტელი (ფერარი) 1.24,939 (69 წრე)

2. ჰემილტონი (მერსედესი) +0,470 (156)

3. რიკარდო (რედ ბული) +1,105 (87)

4. ბოტასი (უილიამსი) +1,152 (80)

5. სელისი (ფორს ინდია) +1,359 (58)

6. ბატონი (მაკლარენი) +1,796 (84)

7. საინსი (ტორო როსო) +2,241 (55)

8. ერიქსონი (ზაუბერი) +2,616 (88)

9. ვერლაინი (მანორი) +3,353 (54)

10. გროსჟანი (ჰაასი) +3,460 (31)

11. პალმერი (რენო) +4,417 (37)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]