ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი და სპორტი

ფეხბურთი და სპორტი

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური

00000000000000000000000000000000

000000000000000000000

000000000000000000000000000

სწავლა და კალათბურთი

რომელი წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მას მერე ათ წელიწადზე მეტი გავიდა. მაშინ, ზაზა ფაჩულიამ მითხრა - მინდა ჩემი სახელობის აკადემია გავხსნა, საამისოდ კი ის კომპლექსი მაქვს შერჩეული, სადაც კალათბურთის თამაში დავიწყეო.

დიდუბის მანეჟში ოთხი საკალათბურთო დარბაზია და შესანიშნავი არჩევანია დიდი აკადემიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი მთლიანად გასარემონტებელი იყო, ზაზას მაინც ვერ დაუთმეს. ახლა, დიდი აზრი არ აქვს, იმის გამორკვევას, რატომ ვერ მოხერხდა ფაჩულიას აკადემიის გახსნა თუნდაც ათი წლის წინათ. მთავარია, რომ იგი მაინც გაიხსნა - 2015 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ დიდუბის მანეჟი 50-წლიან მფლობელობაში ფაჩულიას გადასცა.

- პირველი ნოემბრიდან აკადემიამ სრულყოფილად იწყო ფუნქციონირება, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიას აკადემიის ხელმძღვანელმა გიორგი ალავიძემ, - ჩვენთან უკვე 350-მდე მოსწავლეა. ისინი ინტენსიურად, უცხოელი მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. მთავარი მწვრთნელი სლოვენიელია - დეიან პროკიჩი, რომელსაც ამ სფეროში 21-წლიანი გამოცდილება აქვს. მეორე მწვრთნელი სერბია, ზორან პენი, რომლის შვილი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდშია. ფიზმომზადების ძლიერი სპეციალისტი კი იტალიის "კანტუდან" ჩამოვიყვანეთ. იგი გუნდში მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად მუშაობდა. უცხოელები კოორდინირებას უწევენ ადგილობრივ მწვრთნელებს.

ვიდრე დარბაზში შევალთ, ჯერ მისაღებში უნდა შევაბიჯოთ, შემდეგ კი ვრცელი დერეფანი გავიაროთ. კარის შეღებისას თვალში გეცემათ მეტად სიმპათიური ლოგო, ლურჯ-წითელი საკალათბურთო ბურთი ლათინური წარწერით - ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია. ასეთივე ემბლემა ამშვენებს საათს... დერეფანში კი გულგრილად ვერ ჩაივლით, კედლებიდან გვესალმება თურქულ "ულქერში" მოთამაშე თინეიჯერი ზაზა ფაჩულიას სურათი, მისი მაისურები...

ერთი 2015 წლისაა, საქართველოს ნაკრებში თამაშისას ევრობასკეტზე ეცვა, მეორე 2003 წლისა - გულზე "ორლანდო" აწერია, მესამეს "ატლანტა", "მილუოკი", "დალასი"... საჩუქრებიც უხვადაა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისი ატლანტელი თანაგუნდელის, ჯო ჯონსონის ფორმაა, რომელიც ჯოს NBA-ს "ოლ სტარზე" ეცვა.

დერეფანს ახალგარემონტებული დარბაზებისკენ მივყავართ...

- ვარჯიშზე მოსულ მოზარდს დარბაზში ხვდება ბურთიც და სავარჯიშო ფორმაც, რომელსაც აქვე ტოვებს და მეორე ვარჯიშისთვის გარეცხილს ვახვედრებთ. გვყავს ასევე ფსიქოლოგი, რადგან ნებისმიერი სპორტსმენისთვის ფსიქოლოგის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველოში სადაზღვევო კომპანიები სპორტსმენებს არ აზღვევენ, ამიტომ ვთანამშრომლობთ მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრთან, ტრავმის შემთხვევაში კონსულტაცია უფასოა, ხოლო შემდგომში, უკვე ვეხმარებით, რომ ჩვენმა მოთამაშემ სრულყოფილად აღიდგინოს ფორმა.

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ყოველთვიური გადასახადია 70 ლარი. ვარჯიშობენ 6-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები.

- ზაზა სკოლის ფუნქციონირებაში აქტიურადაა ჩართული, ყოველდღიურად ვსაუბრობთ და არსებულ სიტუაციას დეტალურად ვაცნობ. აკადემიის დირექტორი ვარ, თუმცა ძირითადად ადმინისტრაციულ საქმეებში ვარ, რაც შეეხება კალათბურთს - საქმეშია ზაზა. მოგეხსენებათ, გადატვირთული გრაფიკი აქვს, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, თუმცა აკადემიისთვის მაინც იცლის, ძალიან ნერვიულობს, რომ შორსაა... რომ ჩამოვა, ბევრ სიურპრიზს ვგეგმავთ...

ვუსურვოთ, რომ რაც შეიძლება გვიან დაასრულოს სეზონი და საქართველოშიც გვიან ჩამოვიდეს - ჯერ რეგულარული ეტაპი დაძლიოს წარმატებით, შემდეგ - პლეი ოფი...

- ბავშვებისთვისაც დიდი მოტივაციაა ზაზას აკადემიაში ვარჯიში. ისინი ხომ კვირაში რამდენიმეჯერ უყურებენ NBA-ს თამაშებს ზაზა ფაჩულიას მონაწილეობით. ქომაგობენ. გამარჯვბებები მათაც ახარებთ. ყველას აქვს მიზანი ითამაშოს NBA-ში. ჩვენი სკოლის მიზანია ახალგაზრდებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ჯერ საქართველოში ითამაშონ, შემდეგ საზღვარგარეთ, მაღალი დონის გუნდებში.

ვინაიდან, აკადემიამ ფუნქციონირება ნოემბრიდან დაიწყო, სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში ჩართვა ვერ მოასწრეს, თუმცა როგორც გიორგი ალავიძემ გვითხრა, 16 და 18-წლამდელთა გუნდები "ბ" ლიგებში გამოდიან.

- რა თქმა უნდა, ბავშვი თამაშებში იზრდება, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სავარჯიშო პორობები და სწორი წვრთნა, რამაც შედეგი მომავალში უნდა მოგვცეს. თუნდაც ზაზას თაობას ძალიან ცუდ პირობებში უწევდა ვარჯიში, არც გათბობა იყო, არც ცხელი წყალი, დარბაზიც დასვრილი იყო და ვარჯიშის შემდეგ ყველას ხელები ჰქონდა გაშავებული. მძიმე დრო იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ამჟამად სიტუაცია საპირისპიროა. ადრე დაიწერა, ფაჩულია NBA-ს სტანდარტების ბავშვთა აკადემიას აკეთებსო. რას ნიშნავს NBA-ს სტანდარტები? იქ ხომ გუნდებს ბავშვთა სექციები არა ჰყავთ. ყველაფერი მარტივადაა - ჩვენთან პატარებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობებია.

გიორგი ალავიძემ კომპლექსის მეორე სართულიც დამათვალიერებინა. ერთი დარბაზიდან სასტვენის ხშირი ხმა გამოდიოდა - ჟულივეტ ტუჯანი ავარჯიშებდა ბავშვებს, მეორე დარბაზში შედარებით უფროსები სათადარიგოთა სკამზე ჩამწკრივებულიყვნენ. დერეფანს გავუყევით და ბოლოში, ლამაზად მოწყობილ სასადილო ოთახში ამოვყავით თავი, სადაც მონიტორებზე ოთხივე დარბაზიდან მიმდინარეობდა "პირდაპირი რეპორტაჟი". სწორედ ამ ოთახიდან შეუძლიათ მშობლებს საწვრთნელი პროცესისთვის თვალის მიდევნება. გასასვლელში კი რამდენიმე ოთახი იყო ჩამწკრივებული...

- სასტუმროს ტიპის 20-მდე ნომერი გვაქვს, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ბავშვები აქვე დავაბინავოთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ რეგიონებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იკარგება. ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ასეთი მოზარდების მოძიება და თბილისში ჩამოყვანა იქნება.

მეორიდან ნულ სართულზე ჩავედით, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა როგორც აკადემიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ სართულზე, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ფიზმომზადების დარბაზი მოეწყობა ტრენაჟორებითა და 400-მეტრიანი სარბენი ბილიკებით. აკადემიის აღსაზრდელები ფიზმომზადებისთვის სწორედ ნულ სართულზე ჩავლენ.

პირველ სართულზე რომ ამოვბრუნდით, დერეფანში ერთი აწოწილი ბავშვი ზრდილობიანად მიესალმა გიორგი ალავიძეს. მან კი სკოლის შესახებ ჰკითხა. დავინტერესდი, აკადემია რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვების სწავლას.

- როგორც აღვნიშნე, 350-მდე მოსწავლე გვყავს. თითოეული მათგანის სკოლასთან გვაქვს კავშირი, თვეში ერთხელ ჩვენი ოფის-მენეჯერი უკავშირდება სკოლას და ვიგებთ, რა შედეგები აქვს. შემდეგ ვადარებთ, მანამდე რაც ჰქონდა... იყო შემთხვევა, როცა მოუკლო, მივიღეთ შესაბამისი ზომები და ბავშვმა უკვე გამოასწორა. ნამდვილად არ გვსურს, ისე მოხდეს, ჩვენთან კალათბურთზე რომ დადის, სწავლას თავი მიანებოს. შემდგომში აქ, აკადემიაში, ვაპირებთ უცხო ენების სპეციალისტების დაქირავებას ჩვენივე მოსწავლეებისთვის. ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ, რამაც კიდევ უფრო გვიბიძგა სკოლებთან ურთიერთობისკენ - პატარაობაში, როცა ზაზა ფაჩულია კარგ ნიშანს ვერ მიიღებდა, მეორე დღეს ვარჯიშზე არ უშვებდნენ. არადა, იგი ძალიან კარგად სწავლობდა, ფრიადოსანი იყო.

ბავშვებს მხოლოდ ზაზას მაგალითი როდი აქვთ წინ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთზე უკეთესად სწავლობდნენ. რაც უფრო ფართო თვალსაწიერისაა კალათბურთელი, მით მეტს მიაღწევს. გიორგი ალავიძემ ისიც შეგვახსენა, რომ ნაკრების ძირითადი ბირთვი ზურაბ სამხარაძის ხელმძღვანელობით სწორედ დიდუბის მანეჟში აღიზარდა. ეს სპეციალისტი დღესაც ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მუშაობს.

- აკადემია 4-დარბაზიან კომპლექსშია განთავსებული, პირობები საუცხოოა, რაც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჯერ ახალი გახსნილია და შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მუშაობა სწორი მიმართულებით მიდის, - მითხრა ზურაბ სამხარაძემ.

მასვე ვკითხე, სიცივისა და პირობების არქონის გამო თუ დაკარგულა ნიჭიერი კალათბურთელები...

- დიდუბის მანეჟში მოვარჯიშეთაგან არავინ დაკარგულა, რადგან ტალანტებს მაშინაც დიდი ყურადღება ექცეოდა, მათ გადასახადისგან ვათავისუფლებდით. მსგავსი პრეცედენტი ზაზა ფაჩულიას აკადემიაშიცაა. რამდენიმე, ვისი იმედიც მომავალში გვაქვს, მათ ოჯახს კი არა აქვს შესაძლებლობა, გადასახადი ყოველთვიურად გადაიხადოს, უფასოდ ვარჯიშობს.

ბატონ ზურას მიმდინარე სეზონში ზაზას გამოსვლაზეც ვთხოვე აზრის გამოთქმა:

- მას ასეთი კარგი სეზონი არ ჰქონია. რა არის ამის მიზეზი? - ნდობა. ფაჩულიას "დალასის" მწვრთნელი ბოლომდე ენდობა და ისიც იმედებს უმართლებს. თუ გინდა, მოთამაშის შესაძლებლობები სრულად გამოიყენო, უნდა ენდო. თუ კალათბურთელმა შეგატყო, მისი არ გჯერა, ვერც გაიხსნება. საკალათბურთო რუკაზე საქართველო ერთი პატარა წერტილია, თუმცა არაერთი ჩვენი მოთამაშე გამოდის ევროლიგაზე, ზაზა კი, უპირველეს ლიგაშია და წარმატებით თამაშობს.

ვაჟა სიმონიშვილი

"ლელო ჭეეკ"

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ