ჩეხეთში მოასპარეზე თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა გასული სეზონი "კლადნოში" ჩაამთავრა...

ჩეხეთში მოასპარეზე თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა გასული სეზონი "კლადნოში" ჩაამთავრა. ჩვენებური კონტრაქტით ჩეხეთის თასის მფლობელ პლზენის "ვიქტორიას" ეკუთვნის და სხვა გუნდში განათხოვრების წესით თამაშობდა. "კლადნოს" მთავარი ლიგის დატოვება მოუწია, ტატანაშვილს საიჯარო კონტრაქტის ვადა დაუმთარდა და პლზენელთა გუნდში დაბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთხელ შეიცვლის გუნდს. რუსული წყაროების მტკიცებით, მას პირველ დივიზიონში მოასპარეზე კალინინგრადის "ბალტიკაში" ელიან. ეს ამბავი "ბალტიკას" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ტკაჩენკომ სოვსპორტ.რუ-სთან საუბარში გაახმაურა. კალინინგრადელთა გუნდის თავკაცი 16 ახალ ფეხბურთელს ელის. მათ შორის ერთ-ერთი ტატანაშვილია.

"25 ივლისს პოლონეთში, გდანსკში გავემგზავრებით და მოსამზადებელ შეკრებას იქ გავივლით. პოლონეთში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ, მათ შორის "ლეგიასაც" გავეჯიბრებით. შემოგვიერთდება დიმიტრი ტატანაშვილიც, რომელიც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. საკონტროლო თამაშებში დავაკვირდებით. ადრე ის სქართველოს ნაკრებში თამაშობდა", - განაცხადა "ბალტიკას" თავკაცმა ლეონიდ ტკაჩენკომ.

დავძენთ, რომ "ბალტიკას" თავდასხმაში მართლაც უჭირს. ამ გუნდს 19 ტურში მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი. კალინინგრადელები სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდ ზონაში ტრიოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე