რომ არა ფინიშზე განცდილი ფიასკო, ქართველ დიდოსტატს თეირანში პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა
ბოლო სამ ტურში სამი მარცხი და საბოლოოდ მე-4 ადგილი - ასეთი შედეგით დაასრულა ასპარეზობა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ ირანის დედაქალაქ თეირანში, რომელმაც მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის მეორე რაუნდს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 12 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის - ორი საქართველოდან.

23 თებერვალს ბოლო ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ნატალია პოგონინასთან (რუსეთი) წააგო. წინა ორ ტურში პია კრამლინგსა (შვედეთი) და ცზიუ ვენძიუნთან (ჩინეთი) დათმო პარტიები. რომ არა ფინიშზე განცდილი ფიასკო, ქართველ დიდოსტატს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა - იგი ხომ გამარჯვებულ ვენძიუნს მხოლოდ ქულით ჩამორჩა.

მე-11 ტურში ნინო ბაციაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონ პია კრამლინგს დაუზავდა და 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) 0.5:0.5, სარასადათ ხადემალშარიეხი (ირანი)-ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) 0:1, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-ჟაო სიუე (ჩინეთი) 0.5:0.5, ჰამპი კონერუ (ინდოეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 0:1.

საბოლოო შედეგები: ცზიუ ვენძიუნი-7.5, სარასადათ ხადემალშარიეხი, ჟაო სიუე-7-7, ნანა ძაგნიძე, ნატალია პოგონინა-6.5-6.5, ჰამპი კონერუ-6, ნატალია ჟუკოვა-5.5, ჰარიკა დრონავალი, ვალენტინა გუნინა, პია კრამლინგი-4.5-4.5, ანტოანეტა სტეფანოვა-3.5, ნინო ბაციაშვილი-3 ქულა.

ქალთა გრან პრის მესამე ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამაზე იტყვიან სამეგრელოში ვავაო სწორედ. სადაც ტოტალიზატორი ჩაერია ყველგან თავდაყირა დგება ყველაფერი ეს უკვე ჩემპიონი მეგონა სამი ტურით ადრე ისეთი უპირათესობა ქონდა სხვებთან და კი დაუსვია 3,5-იანი კუშები თავის წაგებებზე და რა გინდათ რეიტინგს კიდევ სხვა ტურნირებში მიხედავს. არ მეგონა ამ ვითომ სპორტშიც თუ ამ დონეზე იყო ყველაფერი გასვრილი. ბოლო ორ შეხვედრაში მე ჭადრაკის გარტყმაში ოდნავ თუ ვარ და მე ვითამაშებდი ყაიმებს ხელს მაინც შევუშლიდი. არა გრცხვენია ქალო საქართველოს შენი ეიმედება და რაღას შვრები.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა