საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
ეს მატჩი მარტო "გურიის" ისტორიაში არ შევა - განაცხადში შეყვანილი 16 მობურთალიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 9 (!!!) ლეგიონერი აქამდე არც ერთ ქართულ კლუბს არ ჰყოლია! აქედან რვამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. თუ ამას სტუმართა ორ ლეგიონერსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ათმა უცხოელმა ითამაშა, აქედან ბოლო 10 წუთი ცხრამ - ერთდროულად!

თუ ამათ დავუმატებთ ორ დამტკიცებულ და ორსაც დასამტკიცებელ ლეგიონერს, გამოდის, რომ "გურიაში" ახლა იმდენი უცხოელია, ჯამში 25 წლის განმავლობაში რომ არ ჰყოლია...

სიმბოლური დამთხვევა იყო ისიც, რომ მატჩის განმსჯელად ფედერაციამ აბდულა ბასლეჰლო მოავლინა. სირიელმა რეფერიმ "ევგრაფი შევარდნაძეზე" პირველად იმსაჯა.

პირველად ქართული ჩემპიონატების ისტორიაში, კოსტარიკელი, თან ორი ერთად (მაურისიო ნუნიესი და ელვინ ბენეტი) "გურიამ" წინა ტურში ათამაშა!

ამჯერად ლანჩხუთელებმა ეროვნულ ჩემპიონატს "პანამა" ქუდიც დაახურეს - ჩვენს პირველობაზე პანამელმაც პირველად ითამაშა - "გურიის" თავკაცმა ვიქტორ დემიდოვმა 79-ე წუთზე ჯამალ როდრიგესი შეუშვა მოედანზე.

ეს მეორე შეცვლა იყო (პირველი იძულებითი გახლდათ, რადგან მეკარე ანდრეი პოლტავცევი დაშავდა), რუსმა სპეციალისტმა შეტევის გასაძლიერებლად რომ განახორციელა.

მის გუნდს ორი შანსი ჰქონდა - პირველ ტაიმში ევგენი მოროზენკომ (წინა ტურში "სიონს" სადებიუტო შეხვედრაშივე რომ გაუტანა) კარგი კომბინაციის დამაგვირგვინებელ დარტყმას საჭირო ძალა ვერ მისცა, მაგრამ - ყოჩაღ აზამატ ჯიოევს, მცველის გამო ბურთს რომ ვერ ხედავდა და რეაგირება მაინც მოასწრო!

მეორე ტაიმში კი "შუქურა" შეტევაში ჩართული ბენეტის დარტყმას გადაურჩა. თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან, თუმცა ჩანდა, ქობულეთელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ და ამიტომ ძალიანაც არ ამწვავებდნენ თამაშს...

ლანჩხუთში მატჩს დაახლოებით 2500 მაყურებელი დაესწრო...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური

23.02. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-შუქურა 0:0

გურია: პოლტავცევი (33. იმერლიშვილი), ნოზაძე, ბენეტი, ჩადუნელი, გელაშვილი (79. როდრიგესი), ზოზულია, მოროზენკო, ნუნიესი, გამყრელიძე (67. ტობოევი), შტანდერი, ალავერდაშვილი.

სათადარიგოები: ჟუნიორი, კილაძე

მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, მალანია, აფაქიძე, გეგეჭკორი, პუკანიჩი, თარხნიშვილი, გეწაძე, მოსიაშვილი, ლობჯანიძე.

სათადარიგოები: სტურუა, ტაკიძე, ბრაჭული, ანანიძე, ჭანუყვაძე, მ. კაკალაძე, კერძევაძე

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

გაფრთხილება: პუკანიჩი (90+3)

არბიტრი: ა. ბასლეჰლო

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVIII ტური

27 თებერვალი, შაბათი

საბურთალო-დინამო (თბ)

ლოკომოტივი-სამტრედია

ზუგდიდი-ცხინვალი

შუქურა-სიონი

კოლხეთი -დინამო (ბთ)

მერანი-ჩიხურა

დილა-ტორპედო

საპოვნელა-გურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
საკმაოდ ძლიერი ლეგიონერები არიან ახლა მათ შეთამაშება ჭირდებათ და შედეგიც მოვა,საერთოდ თუ ლეგიონერი ჩამოდის უნდა კარგი ფეხბურთელი იყოს რომ ჩემპიონატის დონე აიწიოს ისე სხვანაირად ევროპულ ასპარეზზე წარმატებას ვერ მივახწევთ.
aia guria zustadac:)
არაუშავს,სულ ახალი გუნდია გურია...ლეგიონერებსაც კარგი წარსული აქვთ კარგ გუნდებში უთამაშიაც,ცოტაც და შეთამაშდება გუნდი და უკეთეს შედეგსაც და თამაშსაც აჩვენებენ...ყოჩაღ ქომაგს,2500ზე მეტი იქნებოდა,სადღაც 3 000მდე
georgian
ძაან მაგარია, მივესალმები ლეგიონერების გამოჩენას საქართველოს ჩემპიონატში. არაუშავს დღეს შედარებით დაბალი დონის ლეგიონერები ჩამოდიან, მაგრამ ხვალ უკეთესი უცხოელები ჩამოვლენ. ზუსტად რომ ლეგიონერებმა განაპირობა 2500 მაყურებლის დასწრება ლანჩხუთში. ამდენი მაყურებელი ყველგან რომ დადიოდეს რა გვიჭირს. ასე რომ კარგი ამბავია, ის რაც გურიაში ხდება. თუმცა 16დან 9 ლეგიონერი ცოტა გადაზედმეტებულად მეჩვენება. ზოგადად კი, უცხოელების გამოჩენა ჩვენს ჩემპიონატში, აწევს დონეს. წარმატებები გურიას!
აია "გურია"?! :)
არა, აჰ! არა!))) "მაი" ფული, თუ გაქვთ ძამა, ხალხს "მუახმარეთ". ხალხს! იი კოსტარიკელი და თუნდაც რუსი, კაი რომ იყოს "მაქანე არ ჩამუა".
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე გაწვრთნის
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ლანჩხუთის "გურიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა