"კრილია სოვეტოვის" ქართველმა მეკარემ შეკრებაზე, საკონტროლო მატჩებსა და "ადიდასის" ახალ ბურთზე ისაუბრა
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადებაზე, საკონტროლო მატჩებსა და "ადიდასის" ახალ ბურთებზე ილაპარაკა, რომლითაც რუსული გუნდები ამიერიდან ითამაშებენ.

გიორგიმ ინტერვიუში ნიკა კაჭარავა და ნუკრი რევიშვილიც ახსენა...

- გვიამბე სეზონის საგაზაფხულო ნაწილისთვის გუნდის სამზადისზე. როგორ ფორმაში ხარ? ხომ არ დაკარგე ის თავდაჯერება, რომელიც დამახასიათებელი იყო შენი თამაშისთვის შემოდგომაზე?

- ფორმას ნელ-ნელა ვიბრუნებ. სპარინგები არცთუ ბევრი იყო, მაგრამ იმ თამაშებში, რაც გვქონდა, საკუთარი გარჯით კმაყოფილი ვარ. აღვნიშნავ, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი შეკრებაა ჩემს კარიერაში. საქართველოში ჩემპიონატში პაუზა საკმაოდ ხანმოკლეა და მაქსიმუმ, ორი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. აი, საბერძნეთში კი გუნდები შეკრებებზე არ დადიან.

- რა ითვლება შენთვის კარგ ვარჯიშად - სპარინგის დროს შენს კარში ხშირად დარტყმა?

- სწორედაც. მაგალითად, ამ მხრივ ძალიან მომეწონა "მურსიასთან" თამაში. მეტოქე ბევრს გვიტევდა. ამ შეხვედრაში გაშვებულ გოლს მოგვიანებით გონებაში "ვატრიალებდი". შემეძლო მოგერიება. როგორც ჩანს, დატვირთვებისგან დაღლილობამ იმოქმედა, მაგრამ სამაგიეროდ, შეკრების შემდეგ ჩემპიონატში გაგვიიოლდება თამაში, ნაკლებად დავიტვირთებით.

- მიეჩვიე "ადიდასის" ახალ ბურთებს, რომლითაც გაზაფხულიდან მოგიწევთ თამაში? ბურთს რაიმე განსაკუთრებული შეატყვე?

- ვარჯიშის შემდეგ ბიჭებთან ერთად კარში დარტყმებზე ხშირად ვმუშაობ. ამას წინათ ალან ჩოჩიევთან წყვილში ვვარჯიშობდი, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთმა "ჩაუხვია" და ძნელი დასაჭერი გახდა. შესაძლოა, ეს ბურთის ბრალი იყო, შესაძლოა - ალანის დარტყმის. მგონი, უფრო დარტყმის. სხვა მხრივ კი, ბურთი კარგია, ახალია...

- "როსტოვის" თავდასხმის ხაზი ამ ზამთარს ორ ახალი ფორვარდით გაძლიერდა. მზად ხარ როსტოველთა შემოტევებისთვის მომავალ შეხვედრაში (რედ: "კრილია"-"როსტოვის" მატჩი 5 მარტს გაიმართება)?

- დიახ, "როსტოვს" თავდასხმაში მართლაც ყველაფერი წესრიგში აქვს. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ქართველი ფორვარდის, ნიკა კაჭარავას დამატებას. ის თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ "ცხინვალში" იტანდა. კარგი მოთამაშეა.

რაც შეეხება მეტოქეს, ჩვენმა მწვრთნელმა ფრანკ ვერკაუტერენმა ჯერ კიდევ ესპანური შეკრების პირველ დღეს გვითხრა, რომ ვიწყებდით მზადებას "როსტოვისთვის" და ყველა ჩვენი ფიქრი ამ თამაშისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. ამიტომ მუდმივად ვარჩევთ მეტოქის თამაშს, ვიგებთ რაღაც ახალს...

- "კრილია" სარანსკში სინთეტიკურ გაზონზე ითამაშებს. ამ ტიპის საფართან დაკავშირებით ხომ არაფერი გირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შენმა თანაგუნდელმა ნუკრი რევიშვილმა, რომელიც "მორდოვიას" კარს იცავს?

- მხოლოდ ის მითხრა, რომ "სტარტზე" ბოლო თაობის, ახალი და კარგი გაზონი დააგეს. რა თქმა უნდა, ნატურალურ გაზონზე ყოველთვის ჯობია თამაში, როგორც მინდვრის მოთამაშეებისთვის, ისე მეკარისთვის, მაგრამ რაკი ისე გამოვიდა, რომ საშინაო მატჩებს საკუთარ, ბუნებრივსაფარიან მოედანზე ვერ ვატარებთ, ეს ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. "სტარტზე" დაგებული ხელოვნური საფარი ბუნებრივთან ძალიან ახლოსაა.

სარანკსში, "კრილია"-"როსტოვის" თამაშზე სამარელი გულშემატკივრები ალბათ ნაკლებად იქნებიან, მაგრამ ვიღაც აუცილებლად ჩამოვა და დაგვიჭერს მხარს. ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ქომაგის იმედი გავამართლოთ.

პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა