ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლიონელ მესი - სამოთხიდან არ გარბიან...

ლიონელ მესი - სამოთხიდან არ გარბიან...

ის, რაც სხვა გრანდებს იმედებს გადაუწურავს
ბოლო დროს ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ ჯადოსნური "ბარსელონა", რომელმაც არაეთი ულამაზესი წუთი თუ ეპიზოდი აჩუქა ფეხბურთის გულშემატკივარს, დაიშლება.

ხალხს სჭირდება სენსაცია ფეხბურთის გმირებზე და ჟურნალისტებიც ამ სენსაციას ეძებენ. ზოგჯერ ისინი პოულობენ იმას იქ, სადაც საერთოდ არ არსებობს.

არაერთხელ და არაერთგან დაიწერა, ამ ფორმაციის "ბარსა" მალე დაიშლებაო. ის კი არა, ნეიმარის წასვლა გადაწყვეტილ ამბადაც კი შერაცხეს და სწორედ ამ დროს ნეიმარების ოჯახი და კატალონიური გრანდი ახალ კონტრაქტზე ლამის შეთანხმდნენ.

ლიონელ მესისთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა. მესის მოქმედი კონტრაქტი აქვს "ბარსასთან", მაგრამ მაინც ვარაუდობენ, რომ კატალონიური გრანდი მას ან გაყიდის, ან კონტრაქტის დასრულების შემდეგ იძულებით შეელევა.

მესი კი ჯიუტად ამბობს, რომ ის კატალონიურ კლუბში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს. კაცმა რომ თქვას, მას საამისო მიზეზი არც აქვს. ძველი, მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა, რომ სამოთხიდან არასოდეს არავინ გარბის. მესიც სამოთხეშია, ამქვეყნიურ სამოთხეში.

ლიდერი

მესი, ნეიმარი, სუარესი - "ბარსელონას" ამ სამეულს ტოლი არ ჰყავს. სამივე დაბადებულია ლიდერად. სამივე უდიდესი ვარსკვლავია. სამიდან ორი აღიარებს, რომ ამ სამეულში არგენტინელი უპირველესია.

"მე ვიცი, რომ მესი პირველია. ჩვენ ვეხმარებით მას და როგორ გამოგვდის ეს, სხვებმა უნდა განსაჯონ. დღევანდელ ფეხბურთში არ არის მესის დონის მოთამაშე." - ეს "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერის, ნეიმარის სიტყვებია.

"ამ თემაზე მე ვიტყვი მხოლოდ ერთს - ლიონელი უპირველესია. მგონი, ეს საკამათო და გასარჩევი არც არის. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მასთან ერთად მიწევს თამაში. რაც შეეხება გუნდში არსებულ სიტუაციას, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ის იდეალურია." - დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ ამჯერად ურუგვაელი სუპერმეგოლე, ლუის სუარესი გველაპარაკება.

სიყვარული

მესი "ბარსელონას" გულშემატკივრებისათვის ნამდვილი კერპია. "კამპ ნოუ" ლამის ყოველთვის ივსება და ამის მთავარი შემომქმედი არგენტინელი გენიოსია. მის გარეშე იქ გასამართ საფეხბურთო სპექტაკლებს ბრწყინვალება მოაკლდება.

"მესი ჩვენთვის ყველაფერია. ჩვენ მას ისე ველოდებით, როგორც უდაბნოში მიმავალი მოგზაური - ოაზისს. ჩვენ მივდივართ ამ განუმეორებელი ფეხბურთელის სანახავად და გვჯერა, რომ ეს შოუ არასოდეს დამთავრდება." - ეს სიტყვები ეკუთვნის მარკს, "ბარსას" სტაჟიან გულშემატკივარს.

"მე აქ გავიზარდე. ეს ჩემი სახლია. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ სხვაგან წავიდე. მინდა, კარიერა ამ კლუბში დავასრულო და აქაურობის სამუდამო ნაწილი ვიყო. სხვაგან მე ვერ ვიპოვი იმას, რაც აქ მაქვს. სხვაგან მე ასე არ ვეყვარები." - ეს უკვე ჩვენი წერილის მთავარი გმირის ნააზრევია, რომელსაც არ შეიძლება არ დაეთანხმო.

საერთოდ, ბევრი ლიონელ მესის უფრო კატალონიელ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიდრე არგენტინელად, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა წერილის თემაა. ჩვენ კი ჩვენი წერილი გავაგრძელოთ.

მწვრთნელის ნდობა

ლუის ენრიკეს მესი ძალიან უყვარს. ის მიიჩნევს, რომ როცა ასეთ ფეხბურთელთან გაქვს საქმე, მას სრული თავისუფლება უნდა მისცე. "ბარსელონას" დამრიგებელი ამბობს, რომ ლიონელი დღეს ნომერ პირველი ფეხბურთელია მსოფლიოში.

"რა თქმა უნდა, მესი პირველია დღევანდელ ფეხბურთში. მას ჩემი მხრიდან აქვს დიდი ნდობა, განუსაზღვრელი კარტ - ბლანში. ის ჩარჩოებში რომ მოაქციო, ზოგადად ფეხბურთის მტერი უნდა იყო, მე კი ასეთთა კატეგორიას თავს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებ.

რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში ინდივიდუალისტები ძალიან ბევრს წყვეტენ. მე მიყვარს ინდივიდუალისტები. ცხადია, კოლექტიური თამაში დგას პირველ პლანზე, მაგრამ ინდივიდების უგულვებელყოფა არასოდეს არ შეიძლება. ისი ფეხბურთს ალამაზებენ." - მიიჩნევს ლუის ენრიკე.

ის მესის სრულ თავისუფლებას აძლევს. მესი ამ თავისუფლებას იყენებს. მწვრთნელსა და ფეხბურთელს ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის.

პერსპექტივა

სადაც უნდა წავიდეს მესი, მას ახალი გუნდის "ბარსელონას" დონემდე მისაყვანად გარკვეული დრო დასჭირდება. "ბარსელონა" კი დღეს შეუჩერებელი ჩანს. კატალონიური კლუბი არგენტინელ გენიოსთან ერთად კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს.

მესი დარჩება "ნოუ კამპზე", მესი მოხსნის ბევრ რეკორდს. მესი კიდევ უფრო მაგარი იქნება და არც ეს "ბარსელონა" დაიშლება. ამით მთლიანად ფეხბურთი წააგებს. სამოთხიდან არ გარბიან - ეს ყველასათვის ცნობილია.

რატომ უნდა გაიქცეს მესი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kaxeli papa

პელე, მარადონა, მესი:ფეხბურტი ვიტარდება, უფრო ზნელი ხდება "ვარსკვლავობა". ამიტომ მგონია:მესი-ყველაზე დიდი ვარსკვლავია. სამივეს ტავისი ეპოქა აქვს, მესისა-ყველაზე ზნელი ეპოქაა.

• chveneburi

Maradona upirvelesia.mere mesi da pele. Mete danarchenebi.

• გია

რა თქმა უნდა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.რათქმა უნდა ამჟამად ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის.ეს იქიდანაც ჩანს,რომ ბოლო დროს ლიგის გამარჯვებული გუნდიდან ირჩევენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს და არა მსოფლიოს მომგები გუნდიდან.

• dimas

პირდაპირ გეტყვი მაგარი სისულელე დაწერე. "მსოფლიოს მოგების გარეშე ვერ დარჩება ისტორიაში როგორც ერთ ერთი საუკეთესო" ამას ბავშვიც არ დაწერს.დაწერს ან მაგარი დაბოღმილი ან ფეხბურთის უმეცარი.

• giorgi

მესი ეხლა ნამდვილად საუკეთესოა,მაგრამ რა ყველა დროის კაით რა რეებს წერთ.. მარტო თანამემამულე მარადონაა მასზე წინ ზიდანს, პელეს, გაუჩოს და რონალდოს რო თავი დავანებოთ.. და მსოფლიო ჩემპიონობა აუცილებელი პირობაა სიდიადის მითუმეტეს როცა ასეთი იგროკები გყავს გვერდზე. მარადონამ მარტომ ათრია მთელი არგენტინა და ერთხელ მოიგო თასი და მეორედ ფინალში გაიყვანა.. ასევე მარტომ სად გაწია ნაპოლი იცით საერთოდ? კაით რაა//

• ლევანი

მესი უკვე არის და მომავალშიც სანამ ფეხბურთი იარსებებს დარჩება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად! მოსწონთ ეს მადრიდისტებს ან მესისგან გამწარებულ სხვა გუნდის გულშემატკივრებს თუ არა!მესი,მარადონა,პელე და შემდეგ მოდიან დანარჩენები!

არგენტინას ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ, ხოლო ბარსელონას მხოლოდ მესის გამო და ასეთი ჩემ გარდა ბევრია. ეს არის გენია როცა სრულიად ნეიტრალურსაც და სხვა გუნდების გულშემატკივარსაც შენსკენ და შენი გუნდისკენ შემოაბრუნებ.ისტორიაში არ ვიცი, მაგრამ საერთოდ ფეხბურთში პელე ,მარადონა და მესი რომ მოვლენები არიან ეს უპირბო და უკამათოა. ალბათ არასწორი იქნება ამათი შედარება და რომელიმეს გამორჩევა რადგანაც ყველა ამათგანი თავისი ეპოქის ფეხბურთის მეფეა, ხოლო უბრალოდ ადამიანურად როგორც პიროვნება, ჩემი აზრით ალბათ მესი ჯობია ორივეს.

• dima

ყველა დროის საკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ უდავოდ ძალიან კარგი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა მსოფლიოს მოგების გარეშე ვერ დარჩება ისტორიაში როგორც ერთ ერთი საუკეთესო

• amigo

messi aris yvelaa drois sauketeso fexburteli.messi aris genia ucxoplaneteli

• ლევანი

მინიმუმ 35 წლამდე არსად არ უნდა წავიდეს ეს საოცრება!სხვა რა სიტყვა ვუწოდო არ ვიცი :) ჯარიმებს მაინც გაიტანს ხოლმე პენლებივით :) მისი თითოეული თამაში,მისი თითოეული შეხება ბურთთან ფეხბურთის ზეიმია ჩემთვის!

• გია

მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.რომ ამბობენ მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგიაო,განა დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უფრო მეტი არ არის,როგორც კალათბურთში NBA-ს ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონია.

• avimusaifi

ისიამოვნეთ ადამიანებო... ეს საოცრება, ხომ მაქსიმუმ კიდევ 5 წელს გაგრძელდება?! ბედნიერებაა ასეთი ფეხბურთის და ფეხბურთელების ყურება.- დიდება ბარსას!!!

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს

"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს

ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს

ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა

ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა

"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა

ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა