თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტის აზრით, სატელევიზიო ეთერი ჰაერივით საჭიროა...
ლექსო თოფურიასთან ინტერვიუ სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციამდე შემოგთავაზეთ. ახლა თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტი პროგრამას დეტალურად გაეცნო და სჯერა, რომ მის ამოქმედებას დადებითი შედეგები მოჰყვება.

"ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ისეთი საინტერესო პუნქტებია ჩადებული, დარწმუნებული ვარ, ბიზნესი ფეხბურთით დაინტერესდება. კონკრეტულად კი იმას ვგულისხმობ, რომ კლუბს სპონსორისგან მოზიდული თანხები სტიმულირების ფონდიდან აუნაზღაურდება.

არ გამოვრიცხავ, რომ უცხოეთშიც გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ჩვენს კლუბებში ფულის დაბანდებით დაინტერესდებიან.

მთავარი ისაა, რომ კლუბებს სტაბილურობის განცდა გაუჩნდებათ და ხანგრძლივი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება შეეძლებათ. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი იმას გამოიწვევს, რომ ქართულ გუნდებში უფრო მეტი ხარისხიანი მოთამაშე ჩამოვა და ჩემპიონატის დონე საგრძნობლად გაიზრდება", - ამბობს თოფურია.

იმითიც დავინტერესდით, თუ რა ნაკლს ხედავს "ლოკომოტივის" პრეზიდენტი სახელმწიფო პროგრამაში:

"თავიდან, კითხვები მქონდა დუბლების ჩემპიონატზე. როგორც ვიცი, მათ მეორე ლიგაში ათამაშებენ. ამ გუნდის წევრებს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება უნდა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, მარტო მეორე ლიგაში ისინი ვერ გაიზრდებიან.

მთელ ამ პროგრამაში ეს ერთი შენიშვნა მაქვს. ჩემპიონატის ფორმატის გაზაფხული-შემოდგომით შეცვლა კი მისაღებად მიმაჩნია. უპირველესად, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი გუნდების ევროთასებისთვის უკეთ მოემზადებიან".

თოფურია ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პერიოდში ჩემპიონატის გაშუქება აუცილებელი გახდება:

"ახლა სწორედ იმის დროა, ეროვნული ჩემპიონატი კარგ პროდუქტად გადაიქცეს და შესაბამისადაც შევფუთოთ. მჯერა, გარდამავალი სეზონიდან ეს შესაძლებელი გახდება.

ადრე ამას მედიაკომპანია "კოლხიდას" სატელევიზიო პროდუქტით ვცდილობდით და მსგავსი პროექტი ახლაც უნდა განხორციელდეს. თუ ფეხბურთის ფედერაცია საჭიროდ ჩათვლის, "კოლხიდას" აღვადგენთ. ტენდერი თუ ჩატარდება, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან ქართულ ფეხბურთს სატელევიზიო ეთერი ჰაერივით ესაჭიროება, ჩვენ კი ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება გაგვაჩნია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bijooo
კომენტარის დამწერო შენ ვიღაცა ხარ ინტრიგებს შეეშვი!!
მამუკა კვარაცხელია
შენ ჯღარკავას თიკუნს ამოფარებულო, რა არ მოგწონს? ჩამოაყალიბე! რატომ ისვრი დამცინავ რეპლიკებს? თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს,- ჩამოაყალიბე დაწვრილებით, იქნება მართლა აღმოჩნდეს რაციონალური მარცვალი, დაცინვა კი არაა ვაჟკაცის საქმე! მართლაც მშვენიერ პროექტია და ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს! მერე და მერე კი დაიხვეწება! მამუკა კვარაცხელია
ჯღარკავას რევოლვიური პროექტი:
ბაზარი არაა ბრატ, ფიფია–ჯღარკავას დოეტმა ისეთი რევოლუციური საფეხბურთო რეფორმა გააძრეს, რომ უცხოელი ბიზნესმენები კი არა დაჟე შეიძლება უცხო პლანეტელების კი დაინტერესდნენ ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებით.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა
გიორგი ფოფხაძე: ასეთ უსამართლობაზე ბიჭები გატყდნენ და "დინამოსთან" ამიტომაც წავაგეთ
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ