ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საევროპო ინტრიგა - თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, თბილისის "დინამომ" საჩემპიონო ზეიმი... აპრილში მოაწყოს!
გასული ტურით აშკარად არასაფეხბურთო თებერვალიც სამუდამოდ გავაცილეთ და საერთოდ, ზამთარიც: ამიერიდან ჩვენი ჩემპიონატი ხომ "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადადის და 2017 წლიდან სეზონი ამჯერად უკვე მარტში განახლდება.

გასულ თვეს მალე შევაჯამებთ, მანამდე კი XVIII ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები ვახსენოთ, მით უფრო, რომ მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი საფეხბურთო ამბები მართლაც მოხდა ჩვენს ჩემპიონატში.

ოღონდ იმაზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ტურის ერთი მატჩი უჩვეულოდ ადრე, 12 საათზე (!) დაიწყო! ჯერ ერთი, მსგავსი ფაქტი 90-იანი წლების დასაწყისში ადრეც მომხდარა უმაღლეს ლიგაში, აი, ქვედა ლიგებსა თუ დუბლების ჩემპიონატში კი... ამაზე ადრეც დაწყებულა ოფიციალური შეხვედრები!..

დიდ ლიგებში, მაგალითად - პრიმერა დივიზიონსა და პრემიერლიგაში, ეს ჩვეულებრივი ამბავია კვირაობით, მაგრამ იქ ეს ტელერეპორტაჟებზეა დამოკიდებული, ჩვენთან კი...

"დინამოს" 10 და 10!

მეორე წრის დაწყებიდან ერთადერთი გუნდი თბილისის "დინამოა", სამივე მატჩი რომ მოიგო, თანაც "საბურთალოსთან" გამარჯვება ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბისათვის ზედიზედ მეათე იყო! მერე, როცა გაირკვა, რომ "დინამოს" უპირველესმა მდევარმა "დილამ" მარცხი იწვნია, პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა უკვე 10 ქულა გახდა!

მოკლედ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამომ" ამხელა უპირატესობა გაანიავოს. მით უფრო, რომ "დინამო" ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში და წინა ორი მატჩისაგან განსხვავებით, გუნდის თამაშში დადებითი ბევრად სჭარბობდა უარყოფითს.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფუფუნებაზე, რითაც "დინამოს" ყველა დანარჩენ გუნდისაგან განასხვავებს: მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის განკარგულებაში ხომ, ფაქტობრივად, 2 სრულფასოვანი შემადგენლობაა და სლოვაკი სპეციალისტიც თავისუფლად და უმტკივნეულოდ ახდენს ძირითად შემადგენლობაში როტაციას.

ახლაც, "საბურთალოს" წინააღმდეგ, წინა მატჩისაგან აშკარად გადახალისებული შემადგენლობა ვიხილეთ, მაგრამ "დინამომ" მართლაც იოლად გაიმარჯვა დედაქალაქურ დერბიში და თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, საჩემპიონო ზეიმი... აპრილში მოაწყოს!..

ძველ-ახალი ბომბარდირები

მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი "გახურდა", საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, ძალიან ხშირად, ორ ან სამ ფეხბურთელს ჰქონდა ხოლმე ერთნაირი შედეგი. ამ ტურის მერე კი კონკრეტული ფეხბურთელი დაწინაურდა: 22 წლის გიორგი ქვილითაია 15 გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს ახალგაზრდა ცენტრფორვარდი უნდა მივიჩნიოთ საუკეთესო ბომბარდირთა შორის უპირველეს კანდიდატად, მით უფრო, რომ მისი უპირველესი კონკურენტი ნიკა კაჭარავა ამიერიდან რუსეთის პრემიერლიგაში ("როსტოვში") იასპარეზებს.

თუმცა სეზონის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია დარჩენილი და მოვლენების სხვაგვარად განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ; თანაც, დარწმუნებულნი ვართ, რომ საუკეთესო ბომბარდირობისათვის ისეთი გამოცდილი ფორვარდებიც იბრძოლებენ, როგორებიც არიან ოთარ მარცვალაძე ("დილა") და დიმიტრი ტატანაშვილი ("სიონი").

აქვე, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: "სამტრედიის" 21 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მეორე წრეში ჩატარებულ სამივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა და 10 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო.

შედეგიანობის ანტირეკორდი და ყოჩაღი სტუმრები

ბომბარდირების თემას შევეხეთ და ისიც სათქმელია, რომ მეორე წრის დასაწყისში შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიკლო; ეგ კი არა, გასულ ტურში, საერთოდაც, შედეგიანობის ანტირეკორდი დამყარდა: რვა მატჩში 16 გოლი გავიდა! აქამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი XII ტურში იყო, როცა 17 გოლი გავიდა.

გასული ტური იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვეს მასპინძლებმა: 5 მატჩი სტუმრებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა.

თუმცა ეს არ არის სტუმართა ზეობის სარეკორდო მაჩვენებელი ამ სეზონში: პირველი წრის ბოლო ტურში, 2015 წლის 11-12 დეკემბერს რომ ჩატარდა, მასპინძლებმა, საერთოდ, ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგეს (3 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, 5 დაპირისპირება კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა).

კონკურენციის მოლოდინი

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეათე მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად; ანუ, ძალიან დიდი ალბათობით, ამჯერად მთავარი ინტრიგა - საჩემპიონო რბოლა კი არა, ევროპის ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა უნდა იყოს, მით უფრო, რომ პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში სერიოზული გადაადგილებები მოხდა და დღევანდელი მონაცემებით, სულ მცირე, შვიდ გუნდს უნდა ჰქონდეს ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად პრეტენზია - "დილას", "სამტრედიას", "ცხინვალს", ბათუმის "დინამოს", "ჩიხურას", "სიონს" და "ტორპედოს".

თანაც, ამათგან ორი გუნდი ("ჩიხურა", "სიონი") თასის ნახევარფინალშია გასული და ამ გათამაშებიდანაც შეეცდება ევროტურნირის საგზურის მოპოვებას.

ჰეთ-თრიკი დაგვავიწყდა?

სეზონის დაწყებიდან დღემდე უმაღლეს ლიგაში 6 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში სამი გოლის გატანა: ოთარ მარცვალაძემ ("დილა"), გიორგი ქვილითაიამ ("დინამო", თბილისი), გიორგი ბერიაშვილმა ("დინამო", ბათუმი), დიმიტრი ტატანაშვილმა ("სიონი"), ირაკლი სიხარულიძემ ("სამტრედია") და ნიკა კაჭარავამ ("ცხინვალი").

ყველა ეს ჰეთ-თრიკი პირველ წრეში შესრულდა, აი, მეორეში კი უკვე 3 ტური გავიდა და მსგავსი შედეგი ჯერჯერობით არც ერთ ფეხბურთელს არ უჩვენებია.

სამაგიეროდ, ტური არ გავა, ამა თუ იმ ფეხბურთელმა "დუბლი" არ შეასრულოს და ასე მოხდა ახლაც: გიორგი ქვილითაიამ და ნიკა საბანაძემ ("მერანი") მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირზე, გიორგი ქვილითაიაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა ამ ჩემპიონატში უკვე მესამე დუბლი შეასრულა, მარტვილელთა გუნდის ახალწვეულმა ნიკა საბანაძემ კი - პირველი.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის საბანაძე მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც შეძლო და ორი გუნდის მაისურით გაიტანა გოლ(ებ)ი: პირველ წრეში "საბურთალოს" შემადგენლობაში ორჯერ გამოიჩინა თავი, ახლა კი "მერანს" დაეხმარა წყვილი გოლით.

ისე კი, ყველაზე მეტი დუბლი ამ სეზონში ნიკა კაჭარავამ შეასრულა: პირველ წრეში, "ცხინვალის" მაისურით ოთხჯერ გაიტანა "წყვილი" გოლი.

ისევ ლეგიონერების თემაზე...

არავის გაუკვირდეს, სულ მალე ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერებზე...ლიმიტიც რომ დაწესდეს! ნამდვილად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ჩვენს ჩემპიონატში ისეთი უცხოელი ფეხბურთელების გამოჩენაზე, რომლებიც სათამაშო კლასით აქაურებს თუ ვერ სჯობნიან, არც არაფრით ჩამოუვარდებიან!

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, აქ ჩამოსული უცხოელი ფეხბურთელების რაოდენობა აშკარა შეუსაბამობაშია ხოლმე ხარისხთან, ანუ მათ ოსტატობასთან.

თუმცა სასიამოვნო გამონაკლისებიც არაერთი გვახსოვს და მათ შორის, რაღა თქმა უნდა, მიკელ ალვარო უნდა ვახსენოთ: ბასკი ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატს ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და კვლავაც თბილისის "დინამოს" მაისურა მოირგო.

ალვარო ამ ტურში შეცვლაზე შემოვიდა და ამ ჯერზე "დრო არ ეყო" თავის გამოსაჩენად; სამაგიეროდ, სხვა ლეგიონერებმა იყოჩაღეს და საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლები გაიტანეს: 23 წლის უკრაინელმა ევგენი კოვალენკომ ("ზუგდიდი"), 23 წლის ფრანგმა ბონგ პანებენგ-ფოდოუპ ჟუნიორმა და 19 წლის უკრაინელმა ვასილი შტანდერმა (ორივე - "გურია").

წარმატებული დებიუტი და გამოცნობილი შეცვლები

ზემოთ დასახელებული სამი ლეგიონერის მსგავსად, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა "მერანის" 19 წლის ახალწვეულმა ზაურ გოგუაძემ, თანაც, შეცვლაზე შემოსულმა.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა "ცხინვალის" 24 წლის გარემარბმა ირაკლი ლექვთაძემ და "გურიის" მრავალრიცხოვან ლეგიონერთაგან ერთ-ერთმა, დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობისა და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვასილი შტანდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• პტიკო-ს

3 ფეხბურტელი და მწვრთნელი შეიყვანეს სიმბოლურში და მეტი რარა ექნათ ? :))) ნუ დინამო თბილისი მოსკოვის სპარტაკია უკვე საქართველოში და შორს არაა ის დრო მტელ საქართველოს რომ შეაძულებენ მას... ,,ნი დაი ბოგ" ევროზე 2 ეტაპი ვერ გადალახოს, მერე ნახე მაგათი გინება და ლაფის სროლა

• Patikoo11@mail.ru

Torpedom turis centralur dapirispirenashi daamarcxa meore adgilosani goris dila, nutu am statiis damcers calke ar sheezlo mokled axenishna es kovelive,tundac torpedos mtavari mcvrtnelis damsaxurebis shesaxebac etkva oriod sitkva? Kait ra s i r c x v i l ia es kovelive. Dinamom ert ert autcaiders mougo da masze ufro meti ceria, da ra moxdena roca dinamo eset principul dapirispirebas igebs. ES aris ubralod an araprofesionalizmis brali an ... an orive ertad...

• irakli apkhaidze

გაზაფხული დაიწყო და ჩემპიონატში ინტრიგა მოკვდა, რაც იმას ნიშნავს რომ ისედაც უინტერესო ჩემპიონატმა ინტერესი დაკარგა, ეს ფეხბურთის მკვლელობაა ნელ-ნელა, ინექციით, საწამლავით... ჯენერი ხორავას და მისი კოლეგა მსაჯების კიდე ერთი ,,დიდი დამსახურება" რომლებიც დინამოს გარდა დანარჩენ კლუბებს ,,სახორცედ" აღიქვამენ. დინამოს 3 ტურში ნაცვლად 9 ქულისა 5 ქულა უნდა ჰქონდეს (ეს მხოლოდ მარტო მეორე წრის 3 ტურში)...

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა

ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა

"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ

[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს

შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა

"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

მანოლო იერო: "საბურთალო" საემიროებისა და ესპანეთის კლუბებს ვამჯობინე

საბურთალო-დინამო (თბ) 0:4 - თითქმის ჩემპიონი! [VIDEO]

ზუგდიდი-ცხინვალი 1:1 [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინათქმა: გადაფორმატება

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში

ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია

სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]

იური ბაკალოვმა "ზუგდიდში" უკრაინელებს, აფრიკელებსა და ქართველებს უხმო

ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

თბილისის "დინამოს" ლაზარეთი იცლება, კაკაბაძე დღეიდან იწყებს...

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა

გიორგი ქვილითაია: დამიჯერეთ, ამაზე გასახდელშიც კი არ ყოფილა ლაპარაკი

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი

[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა

[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა

ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონობა, თასი და ევროტურნირის ჯგუფი! ექსკლუზივი იურაი იარაბეკთან

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...