1-ელ მარტს ანკარაში მშვილდოსანთა მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატი იწყება, რომელიც დარბაზში, ანუ 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება
ფოტოზე: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე

დღეს, 1-ელ მარტს ანკარაში მშვილდოსანთა მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატი იწყება, რომელიც დარბაზში, ანუ 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება. ტურნირში ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა - გვეყოლებიან გუნდები ახალგაზრდებშიც და უფროსებშიც ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის.

ქალთა ნაკრებში საქართველოს ღირსებას ისევ ის უცვლელი სამეული დაიცავს, რომელმაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია დაიმსახურა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე.

ვაჟთა ნაკრებში ევროპული თამაშების კიდევ ერთი ვიცე-ჩემპიონი ლაშა ფხაკაძე (მან ნარიმანიძესთან ერთად შერეულ წყვილებში მოიპოვა ეს ვერცხლი), ჯაბა მოსეშვილი და ზურაბ მესტვირიშვილი შედიან.

ახალგაზრდების ტურნირში ბიჭებში ანრი ბასილაძე, ნიკა თავდგირიძე და ვლადიმერ დოლიძე იასპარეზებენ. ამ სამი გუნდის შემადგენლობა მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ ადრევე დაასახელა და არც არავინ შეცვალა, აი, გოგოებში კი მოუხდა საკადრო ცვლილების შეტანა.

თავდაპირველად მან ანა ცხომელიძეც შეიყვანა, თუმცა მერე საქართველოს ჩემპიონატზე მას მარი მახარაძემ აჯობა და ცხომელიძეც მან ჩაანაცვლა. მის გარდა, გოგოებში ამ ასაკში ანკარაში ციკო ფუტკარაძე და ანა დუმბაძეც გამოვლენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, საკვალიფიკაციო ეტაპი კი ხვალ დაიწყება - ოთხივე ნაკრებისთვის. მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა ის 16-16 გუნდი, რომლებიც გუნდურში მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას და გამოვლინდებიან შერეულ წყვილთა ტურნირის მონაწილენიც. იმავე დღეს დაიწყება პლეი ოფებიც, თუმცა ეს ეტაპი ძირითადად 3 მარტს ჩატარდება პირად პირველობაში, 4-ში კი გუნდური ტურნირია.

ბარემ აქვე დავაზუსტებ, რომ პლეი ოფები მივა ფინალურ სტადიამდე, ანუ გამოვლინდებიან ოქროსა თუ ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, 5 და 6 მარტს კი სწორედ ფინალური შეჯიბრებები გაიმართება სხვადასხვა დისციპლინაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ჩემამდე არ დადის, რა მოხდა - თამაზ ფუტკარაძე რიოში ქართველი მშვილდოსნების გამოსვლას აფასებს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
გადაკიდებული იტალია და ახალი თაობა - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს