ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარკუს რაშფორდი - ოთხ დღეში ამოსული ვარსკვლავი

მარკუს რაშფორდი - ოთხ დღეში ამოსული ვარსკვლავი

მარკუს რაშფორდის გიჟური დებიუტი
* მარკუს რაშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.

* რაშფორდმა "მანჩესტერის" მაისურით ყველაზე ახალგაზრდამ გაიტანა გოლი ევროთასებზე და ყველაზე ახალგაზრდამ შეასრულა დუბლი პრემიერლიგაში.

* "იუნაიტედის" ორ თამაშში მან 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

18 წლის მარკუს რაშფორდს დიდებული დებიუტი ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედში". დებიუტიცაა და დებიუტიც - ჯერ მან "მიდტიულანდის" ბარიერი დააძლევინა "მანჩესტერ იუნაიტედს", მერე კი უპრინციპულესი მეტოქე, "არსენალი" დაამარცხებინა დუბლით. ეს იყო რაშფორდის დებიუტი პრემიერლიგაში.

"ოლდ ტრაფორდს" ახალი გმირი ძალიან შეუყვარდა. არადა, ხუთშაბათ საღამოს მას ჯერ კიდევ არავინ იცნობდა. ის ბოლო წამს მოხვდა "იუნაიტედის" ძირითადში დანიელებთან მატჩში, რადგან ანტონი მარსიალმა ტრავმა მიიღო.

12 წუთში მარკუს რაშფორდმა ორი გოლი შეაგდო და "იუნაიტედი" ევროპალიგაზე დატოვა.

"არსენალთან" შეხვედრაში რაშფორდი ისევ ძირითადში გამოჩნდა. ის ისევ გმირი გახდა. შეაგდო ორი ბურთი და ასისტენტობა გაუწია ბასკ ანდერ ერერას. ორი გოლი და საგოლე პასი - ვერაფერს იტყვი, დიდებული მონაგარია.

ვინ არის ეს ბიჭი?

ის დაიბადა 1997 წლის 31 ოქტომბერს, მანჩესტერში - სულ რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალი "აიაქსიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. მეორე დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6:1 დაამარცხა "შეფილდ უენსდეი". იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულეს ტედი შერინგემმა, ენდი კოულმა და ოლე-გუნარ სულშერმა.

ვიკიპედია - ხუთშაბათამდე, როცა "იუნაიტედი" ევროპალიგაზე ეთამაშა "მიდტიულანდს", რაშფორდს ვიკიპედიაშიც კი არ ჰქონდა გვერდი. ის იმ წუთებში შეიქმნა, როცა ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო მარსიალი ვერ ითამაშებდა და მის ნაცვლად მინდორზე რაშფორდი უნდა გასულიყო.

რეკორდი - რაშფორდმა დაამხო ჯორჯ ბესტის რეკორდი. ის გახდა "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ევროთასებზე გაიტანა გოლი. რაშფორდი ამ დროს 18 წლის და 117 დღის იყო, ბესტი კი - 18 წლის და 158 დღის.

"ფლეტჩერ მოსი" - სწორედ ამ პატარა კლუბში დაიწყო ფეხბურთელის კარიერა. სწორედ ამ კლუბმა გაუზარდა "მანჩესტერს" ვეს ბრაუნი და დენი უელბეკი. ამ გუნდის მწვრთნელი ამბობს, რომ მარკუსი ბავშვობიდან სასწაული იყო. მას შეეძლო, 15 წუთში 12 გოლი გაეტანა მოწინააღმდეგის კარში. გარდა ამისა, ის საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა.

მოთხოვნა - როცა რაშფორდი 7 წლის გახდა, მის გარჯას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულისა" და "ევერტონის" სკაუტები. იყო დრო, ბიჭი ორ მანჩესტერულ გუნდში ერთად ვარჯიშობდა, თუმცა საბოლოოდ "იუნაიტედი" არჩია.

რატომ "იუნაიტედი" - ბევრი რამ გადაწყვიტა იმან, რომ რაშფორდი ბავშვობიდანვე "იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო. მას დღესაც აქვს თავისი ბავშვობის კერპებთან გადაღებული სურათები. "მანჩესტერი" რომ აირჩია, ეს ფერგიუსონის ასისტენტის, რენე მელენსტენის დამსახურებაცაა. მან ნიჭიერი ბიჭისათვის განვითარების ინდივიდუალური პროგრამა შეადგინა.

სხვათა შორის, სწორედ მელენსტენის დამსახურებაა დიდწილად, კრიშტიანო რონალდოს გიგანტური პროგრესი "იუნაიტედში". მას კარგად ეხერხება ტალანტებთან მუშაობა. რაშფორდი იმთავითვე საიმედო ხელში მოხვდა.

უნივერსალიზმი - "ოლდ ტრაფორდის" ახალ გმირს შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. თავდაპირველად ის ათი ნომერი იყო, მერე კი ფლანზეც ითამაშა და გამოკვეთილ ფორვარდადაც.

"ის სწრაფია, ვიდრე დენი უელბეკი. ორივემ ჩემს ხელში გაიარა და ეს ზუსტად ვიცი. რაც შეეხება ვარჯიშებს, ბიჭი ისე იხარჯება თითოეულ წვრთნაზე, როგორც დევიდ ბექჰემი და ერიკ კანტონა", - აცხადებს "ფლეტჩერ მოსის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ჰოროკსი.

როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო რაშფორდის დებიუტი პრემიერლიგაში. თინეიჯერს მართლაც დიდებული სტარტი გამოუვიდა. ახლა ჩამოვთვალოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთ კლუბებში ასევე მაგარი დებიუტი ჰქონდათ.

ესენი არიან: ფერერიკო მაკედა (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმს უილსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბობი ჩარლტონი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკო ვან ბასტენი (აიაქსი), ემილიო ბუტრაგენიო (რეალი), ალან შირერი (საუთჰემპტონი), ალან სმიტი (ლიდსი), დავიდ დე ხეა (ატლეტიკო)...

რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რაშფორდის კარიერა შედგა. სულ მალე "იუნაიტედის" ლიდერები გამოჯანმრთელდებიან და შეტევაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთელის კარიერას ხშირად ერთი წამი, ერთი შანსი წყვეტს. წესით, ვან გაალმა შანსი მომავალშიც უნდა მისცეს რაშფორდს. ის, რასაც იგი ბოლო დროს აკეთებს, უბრალოდ, შეუფასებელია.

"ოლდ ტრაფორდი" ახალ გმირს ელის. ვან გაალის ეპოქა "იუნაიტედში" სულაც არ არის აღმავლობის ხანა, მაგრამ ვინ იცის, ბევრ ცუდში ერთი კარგიც გამოერიოს. ვინ იცის, რაშფორდის შესახებ წლების მერე ისე დავწეროთ, როგორც ლეგენდაზე.

როგორც აქამდე ვწერდით ერიკ კანტონაზე, როი კინზე, რუუდ ვან ნისტელროიზე... მთავარია, ბიჭმა არ მოუკლოს, ასევე განაგრძოს. რა თქმა უნდა, ის ყველა შეხვედრაში გმირი ვერ იქნება, მაგრამ უნდა სცადოს, რომ თამასა ძირს არ დაუშვას.

გულშემატკივრებისათვის რაშფორდის გამოჩენა განსაკუთრებული სტიმულია. ბოლო დროს ბევრი მათგანი იმაზეც კი დაფიქრდა, საერთოდ ღირდა თუ არა "იუნაიტედის" თამაშებზე სიარული.

მას შემდეგ, რაც გუნდში ვან გაალი მოვიდა, "ოლდ ტრაფორდიდან" ადრენალინი და სანახაობა გაქრა. ახლა მათ 18 წლის თინეიჯერი აბრუნებს თავისი გიჟური დებიუტით.

ვან გაალი რაშფორდზე

"ახალგაზრდები საკმაოდ ხშირად თამაშობენ თავიანთ პირველ მატჩს კარგად, მაგრამ მეორე განსხვავებულია ხოლმე. მარკუსმა კი ერთიც კარგად ჩაატარა და მეორეც. ის განსაკუთრებულად ნიჭიერია" - თქვა ლუი ვან გაალმა.

ჰოლანდიელს შეიძლება "ოლდ ტრაფორდზე" საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "აიაქსი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" ჰყავს გაწვრთნილი და მისგან ასეთი კომპლიმენტები სასიამოვნოა. ვან გაალმა რაშფორდის პირველი ნაბიჯები ჩავის, პატრიკ კლუივერტისა და თომას მიულერის დებიუტებს შეადარა.

შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩა წაგებით დამწუხრებული არსენ ვენგერიც. "მეთოფეების" თავკაცმა რაშფორდს ჭკვიანური თამაში და კარგად გადაადგილება, გახსნის უნარი მოუწონა. იგი, შესაძლოა, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგეს "მანჩესტერისთვისო".

"ეს ჩემი პირველი მატჩი გახლდათ პრემიერლიგაში. რასაკვირველია, ძალიან გახარებული ვარ. ორი გოლის გატანა ბონუსი გახლდათ. იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებ. შოკში ვიყავი იმის გამოც, რომ შუა კვირაში მომიხდა ევროპალიგაზე თამაში. შესაძლოა, ეს დამეხმარა კიდეც, რადგან თამაშზე ზედმეტს ვერ ვფიქრობდი, ისეთ ემოციებში გახლდით და არც მინერვიულია. ეს, უბრალოდ, სიგიჟეა" - ესეც თავად რაშფორდის კომენტარია.

დოსიე

მარკუს რაშფორდი

დაიბადა: 1997 წ. მანჩესტერი (ინგლისი)

პოზიცია: ფორვარდი

პროფესიული კარიერა: 2016-დან - მანჩესტერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა

ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!

კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია

15-ქალას ელიტური მეტოქე

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა

"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ

"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ

გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ

სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ

"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ

"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია

ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია

"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება

"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა

სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის

"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა

მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა

"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ

ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას