საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი მარგი ქმედების კოეფიციენტით მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.

თბილისის დროით 2 მარტს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრის გუნდმა "დალას მავერიკსმა" შინ "ორლანდო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 121:108 დაამარცხა. დალასელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და მეტოქეს მხოლოდ ბოლო მეოთხედი დაუთმეს, რითაც ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 30:52 წთ-ში კი 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და თითო დაფარება და ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ 8-იდან 6 ორქულიანი და 5-იდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მასზე უკეთესი მხოლოდ დალასელი ვესლი მეთიუზი იყო (23), რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

19 ქულაა დირკ ნოვიცკის ანგარიშზე. ფაჩულიას მსგავსად, 17-17 ქულა მოაგროვეს ჩანდლერ პერსონსმა და ჯეიჯეი ბარეამ.

"დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ "პორტლენდთან" იყოფს 6-7 ადგილებს. ორივე გუნდს 33 მოგება და 28 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას ზაზას გუნდი 4 მარტს, შინ "საკრამენტოსთან" ჩაატარებს.

papa
პირისაგან მიწისა აღგავა მეორე ტაიმში ვუჩევიჩი :) კარგი თამაში ჰქონდა კაპიტანს
gio
ოოო ეს მინდოდა მეეეე!!!! გმადლობთ ყურადღებისათვის.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]