დღის ყველა მატჩი და სტატისტიკა
საშინაო კედლებში "ორლანდომ" კომფორტული უპირატესობით აჯობა "ჩიკაგოს". ფლორიდულმა გუნდმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა და პირველივე მეოთხედში მოიპოვა ორნიშნა უპირატესობა. ამის შემდეგ, მასპინძლები მხოლოდ ზრდიდნენ სხვაობას და ბოლო მეოთხედის წინ, 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად. "ჩიკაგომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე ჩამოიქვეითდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "შარლოტმა" გაანადგურა "ფილადელფია", რომელსაც ათმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. "ჰორნეტსი" კი მეექვსე ადგილზეა და დამაჯერებლად მიიწევს პლეი ოფისკენ. ამ გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან რვა მოიგო და სატურნირო ცხრილში ეს პროგრესიც აქედან მოდის.

"ბოსტონმა" ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგო შინ და შეაჩერა "პორტლენდის" ბრწყინვალე სვლა. შეხვედრის დასაწყისი სტუმრებს დარჩათ, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ სამი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ "ბოსტონმა" ინიციატივა მოიპოვა და უკვე დიდი შესვენებისთვის ექვსქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ყველაფერი მესამე მეოთხედის შემდეგ დასრულდა, როცა სხვაობა 24 ქულამდე გაიზარდა.

"ტორონტომ" შინ დაამარცხა "იუტა" და სეზონში მე-40 მატჩი მოიგო. კანადელები მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ "კლივლენდს" ჩამორჩებიან, თან სულ ცოტათი - ორი მოგებით. "რეპტორზს" "ჯაზთან" მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ პრობლემა არ შექმნია.

"ჰიუსტონმა" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. მაყურებელმა ორი თანაბარი გუნდის ბრძოლა იხილა. სამი მეოთხედის შემდეგ, საყაიმო ანგარიში იყო (76:76), მაგრამ ბოლო მეოთხედი უფრო დამაჯერებლად "როკეტსმა" ჩაატარა. ჯეიმს ჰარდენი 39 ქულით საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. "ჰიუსტონის" ლიდერისთვის ეს იყო მე-14 მატჩი სეზონში, როცა მინიმუმ 30 ქულის დაგროვება მოახერხა.

საკუთარ კედლებში "დეტროიტის" დამარცხების შემდეგ, "სან ანტონიო" მეორე გუნდი გახდა "გოლდენ სტეიტის" შემდეგ, რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. "სპურსი" ზედიზედ მეცხრამეტედ ითამაშებს სეზონის მეორე ნაწილში.

დაბოლოს, დღის ყველაზე დაძაბულ მატჩში, "კლიპერსმა" სასწაული მოახდინა. ის "ოკლაჰომასთან" შეხვედრის მსვლელობისას 22 ქულით აგებდა, საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე 17 ქულით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შეხვედრაა, როცა ბოლო 12-წუთეულში ასეთი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო მოგება.

ორლანდო-ჩიკაგო 102:89

33:23, 27:27, 24:17, 18:22

ო: ვუჩევიჩი (24), ჰეზონია (21), ოლადიპო (17), გორდონი (13+15 მოხსნა), პეიტონი (9+12 პასი).

ჩ: როუზი (16+6 პასი), პ. გასოლი (12), მაკდერმოტი (11).

ფილადელფია-შარლოტი 99:119

29:32, 21:26, 24:25, 25:36

ფ: კენანი (17), კოვინგტონი (17), ნოელი (17), სმიტი (12+8 პასი), ტომპსონი (10).

შ: უოკერი (30), ზელერი (15+4 დაფარება), მარვ. უილიამსი (14), ლინი (14), ბატუმი (12+7 პასი).

ბოსტონი-პორტლენდი 116:93

30:33, 31:22, 30:12, 25:26

ბ: ტომასი (30), ბრედლი (17), სმარტი (15+11 მოხსნა), სალინჯერი (15+11 მოხსნა), კრაუდერი (12), ჟერებკო (10).

პ: ლილარდი (20), მაკალუმი (17), კრები (10).

ტორონტო-იუტა 104:94

24:26, 28:23, 33:25, 19:20

ტ: ლოური (32), დეროზანი (31), როსი (11), ვალანჩუნასი (10+8 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (26+6 პასი), ფეივორსი (15), ბერკი (11), გობერი (10+8 მოხსნა), ნეტო (10).

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 100:95

25:28, 28:24, 23:24, 24:19

ჰ: ჰარდენი (39+12 მოხსნა+7 პასი), ჰოვარდი (16), ბევერლი (15).

ნ-ო: კოული (21+8 პასი), კანინგემი (16), გორდონი (14), ანდერსონი (14+10 მოხსნა), ჰოლიდეი (13+8 პასი), დევისი (12).

მემფისი-საკრამენტო 104:98

31:28, 28:15, 24:35, 21:20

მ: კონლი (24), რენდოლფი (19), ჩელმერსი (15), გრინი (15), ანდერსენი (10).

ს: კაზინსი (18+16 მოხსნა+6 პასი), კოლისონი (17), ბელინელი (16), კასპი (12), ეისი (11), რონდო (6+17 პასი).

მილუოკი-ინდიანა 99:104

22:22, 17:27, 24:24, 36:31

მ: მიდლტონი (23), ანტენტოკუნმპო (22), პაკერი (18), მონრო (16), ბეილესი (11).

ი: ჯორდან ჰილი (19), სტაკი (15), ჯორჯი (15+10 მოხსნა), ტერნერი (12), ჯორჯ ჰილი (10), ელისი (10+6 პასი), მაინმი (10).

მინესოტა-ვაშინგტონი 98:104

32:29, 22:31, 23:25, 21:19

მ: რუბიო (22), ლავინი (21), უიგინსი (17), თაუნსი (14+15 მოხსნა), მუჰამადი (11).

ვ: ბილი (26), ანდერსონი (18), უოლი (14+12 პასი), გორტატი (12).

სან ანტონიო-დეტროიტი 97:81

28:26, 24:25, 27:14, 18:16

ს-ა: ლეონარდი (27), ოლდრიჯი (23+10 მოხსნა), დანკანი (12), პაკერი (10).

დ: ჰარისი (16), მორისი (16), ბეინსი (12), ჯექსონი (11), დრამონდი (9+14 მოხსნა).

დენვერი-ლეიკერსი 117:107

27:29, 30:31, 26:22, 34:25

დ: ოგასტინი (26), მუდიაი (22+7 პასი), ჰარისი (16), იოკიჩი (14), ბარტონი (11), ფარიდი (10), ლოვერნი (7+10 მოხსნა).

ლ: რასელი (24+6 პასი), რენდლი (17), კლარკსონი (13), ბასი (11).

კლიპერსი-ოკლაჰომა 103:98

24:37, 14:21, 30:27, 35:13

კ: პოლი (21+13 პასი), ჯორდანი (20+18 მოხსნა), რედიკი (16), კროუფორდი (12), ჯონსონი (11+5 ჩაჭრა).

ო: დურანტი (30+11 მოხსნა+5 დაფარება), უესტბრუკი (24+12 პასი), იბაკა (11+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე