სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაში დაასრულა
დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაში დაასრულა. "სან დიეგო ტორეროსის" შემადგენლობაში ქართველი უკანახაზელის უკანასკნელი მატჩი დღეს, გამთენიისას ლას ვეგასში გაიმართა, რომელშიც სანაძის გუნდი "ლოიოლა მერიმაუნთს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 61:64 წააგო.

გამარჯვების შემთხვევაში, სანაძე "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის მეოთხედფინალში გავიდოდა, სადაც კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის მომგებ "სენტ მერის" დაუპირისპირდებოდა.

სამწუხაროდ, სანდიეგოელებმა შეხვედრა დათმეს და მათთვის სეზონი დასრულდა.

ეს გახლდათ "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ჩემპიონატის პირველი, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელსაც პლეი ოფის (მეოთხედფინალის) ბოლო მონაწილე უნდა გაერკვია.

"სან დიეგომ" რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 წაგებით, ბოლო ადგილზე დაასრულა, თუმცა რაკი მე-8-ზე გასულ "პასიფიკს" წლეულს პლეი ოფში თამაში აკრძალული აქვს, მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს საკვალიფიკაციო მატჩში მე-9 "ლოიოლა" და მე-10-ზე გასული "სან დიეგო" შეხვდნენ.

საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. "ლოიოლა" დამაჯერებლად იგებდა, თუმცა სანაძის და ოლინ კარტერის შედეგიანობით სანდიეგოელებმა ბოლო წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა. "მერიმაუნთმა" საბოლოოდ მოახერხა 3 ქულით გამარჯვება და მეოთხედფინალში გავიდა. "სან დიეგო" კი ტურნირს გამოეთიშა.

სანაძემ თავისი სტუდენტური კარიერის ბოლო მატჩში 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ მისი მოწადინება სანდიეგოელებს გასამარჯვებლად არ ეყოთ. დუდამ 8-დან 6 ორქულიანი, 9-დან 1 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩაგდო.

სანაძე ამერიკაში გაზაფხულის ბოლომდე დარჩება და სან დიეგოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებით დაასრულებს.

დუდას საშუალება აქვს საკუთარი კანდიდატურა 2016 წლის დრაფტზე დააყენოს და NBA-ს გუნდების არჩევანს დაელოდოს.

უფრო რეალური კი ისაა, სანაძემ კარიერა ევროპის კლუბში გააგრძელოს. ივლისის დასაწყისიდან კი მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ახალი მწვრთნელი ილიას ზუროსი ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა