ლებრონ ჯეიმსმა "სპურსის" ლეგენდას ქულებით გაუსწრო
"კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა "ბოსტონი". მასპინძლებმა მთლიანად ჩააგდეს მატჩის დებიუტი და მეტოქეს 18 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ უკვე მეორე მეოთხედში მოახერხეს დაწინაურება და მეორე ტაიმში საქმე გამანადგურებელ ანგარიშამდე მიიყვანეს.

ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულა დააგროვა და კარიერული მონაგარი 26 378 ქულამდე აიყვანა. ჯეიმსმა ტიმ დანკანს გაუსწრო და ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მე-14 ადგილზე გადავიდა. ლებრონის უახლოესი სამიზნე ჯონ ჰავლიჩეკია 26 395 ქულით, ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის, მას მხოლოდ დირკ ნოვიცკი (29 106) და კობი ბრაიანტი (33 232) უსწრებენ.

გარდა ამისა, ლებრონ ჯეიმსი გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 700 მატჩში დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. ეს სერია 2007 წლის 5 იანვრიდან იღებს სათავეს. ლებრონამდე ასეთი სერია ჰქონდათ: მაიკლ ჯორდანსა (866 მატჩი) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (787).

"ჰიუსტონის" დამარცხებით, "ჩიკაგომ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებების სერია და დაბრუნდა აღმოსავლეთი კონფერენციის TOP8-ში. გარდა ამისა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ბულზის" რიგებში დაბრუნდნენ ჯიმი ბატლერი და ნიკოლა მიროტიჩი. მათი დახმარებით, სტუმრები თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდნენ სიტუაციას და სხვაობა 20 ქულასაც აღწევდა. საუკეთესო კი "ხარების" რიგებში პაუ გასოლი იყო. მან 28 ქულა დააგროვა და 52-ე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც კარიერაში 19 000 ქულის ზღვარს გადააბიჯა.

"სან ანტონიომ" კლასის ხარჯზე დაამარცხა "საკრამენტო". გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც "სპურსმა" 16 ქულით მოიგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდს, ამ სეზონში 30-დან 30 მოგება აქვს საკუთარ მოედანზე. აღვნიშნავთ მანუ ჯინობილის ტრიუმფალურ დაბრუნებას - არგენტინელმა ტრავმის შემდეგ პირველ მატჩში 22 ქულა დააგროვა.

"ინდიანამ" მორიგი მძიმე გამარჯვება მოიპოვა. პირველ მეოთხედში "ვაშინგტონმა" 13 ქულით შეძლო წინ გასვლა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ყველაფერი მეოთხე მეოთხედის ბოლოს გადაწყდა. პოლ ჯორჯმა საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე ორი საჯარიმო გამოიყენა და "ინდიანა" წინ გაიყვანა, საპასუხო შეტევაში კი ჯონ უოლი არაზუსტი იყო.

"კლიპერსი" დიდი ხანი წინ იყო "ატლანტასთან" საშინაო მატჩში, მაგრამ ბოლო მეოთხედში მეტოქეს დაწევის საშუალება მისცა და წააგო. კალიფორნიელები თავიანთი ლიდერის ბლეიკ გრიფინის დაბრუნებას ელოდებიან. სავარაუდოდ, ეს ამ კვირას უნდა მოხდეს.

მოსავლიანი თებერვალი

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თებერვლის შედეგების შეჯამება გააგრძელა და გაარკვია, რომ გასული თვე ყველაზე შედეგიანი იყო ლიგაში ბოლო 23 წლის განმავლობაში.

თებერვალში, საშუალოდ ერთი მატჩის საშუალო შედეგიანობა 201.7 ქულას შეადგენდა. შედარებისთვის, 1993 წელს, ერთ-ერთ თვეში გუნდები შეხვედრაში საშუალოდ 211.7 ქულას აგდებდნენ.

კლივლენდი-ბოსტონი 120:103

22:35, 33:19, 36:29, 29:20

კ: ჯეიმსი (28+11 მოხსნა+8 პასი), ირვინგი (20), სმიტი (14), შამპერტი (12+16 მოხსნა), ტომპსონი (12), ლავი (10), მოზგოვი (10), დელავედოვა (10).

ბ: ტომასი (27), სალინჯერი (17+13 მოხსნა), ბრედლი (12), კრაუდერი (12), ტერნერი (11).

ნიუ იორკი-დეტროიტი 102:89

22:21, 35:21, 22:28, 23:19

ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (21+9 მოხსნა), აფლალო (20+7 მოხსნა), უილიამსი (10), ო’ქუინი (10).

დ: დრამონდი (21+16 მოხსნა), ჰარისი (18+8 მოხსნა), ბლეიკი (13).

ვაშინგტონი-ინდიანა 99:100

37:31, 27:25, 16:22, 19:22

ვ: უოლი (25+12 პასი), მორისი (14+8 მოხსნა), ბილი (12), ტემპლი (11), გორტატი (8+17 მოხსნა+4 დაფარება), ნენე (10).

ი: ჯორჯი (38), ელისი (17), ჯორჯ ჰილი (12), ჯორდან ჰილი (10+9 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-იუტა 94:106

20:29, 25:22, 25:33, 24:22

ნ-ო: დევისი (29+11 მოხსნა), ჰოლიდეი (22+7 პასი).

ი: ფეივორსი (28+11 მოხსნა+6 დაფარება), ჰეივორდი (24), ბუკერი (11+8 მოხსნა), მაკი (11), ჰუდი (11), გობერი (5+18 მოხსნა).

მინესოტა-ბრუკლინი 132:118

37:30, 31:21, 29:28, 35:39

მ: თაუნსი (28+7 პასი), უიგინსი (26+6 პასი), ლავინი (21), რუბიო (16+7 მოხსნა+10 პასი), მუჰამადი (15).

ბ: ბრაუნი (23), კილპატრიკი (19), ლარკინი (18), რობინსონი (18+17 მოხსნა), რიდი (14+8 მოხსნა+4 დაფარება).

ჩიკაგო-ჰიუსტონი 108:100

29:23, 26:20, 28:32, 25:25

ჩ: პ. გასოლი (28+17 მოხსნა+6 პასი), ბატლერი (24+11 მოხსნა+6 პასი), როუზი (17+9 პასი), დანლივი (12).

ჰ: ჰარდენი (36+8 პასი), ბრიუერი (12+6 ჩაჭრა), არიზა (11), ბევერლი (10), ჰოვარდი (8+12 მოხსნა).

სან ანტონიო-საკრამენტო 104:94

29:22, 28:32, 29:13, 18:27

ს-ა: ლეონარდი (25+13 მოხსნა+6 პასი), ჯინობილი (22), უესტი (12), დიაო (11+6 პასი).

ს: კაზინსი (31+9 მოხსნა), ეისი (16+7 მოხსნა), კოლისონი (12+7 პასი).

კლიპერსი-ატლანტა 97:107

37:25, 18:25, 24:30, 18:27

კ: პოლი (17+11 პასი), ჯორდანი (17+11 მოხსნა+5 დაფარება), გრინი (14), რივერსი (11), პირსი (11), რედიკი (10).

ა: ტიგი (22+7 პასი), მილსეპი (20+18 მოხსნა), ბეიზმორი (17), შრიოდერი (16), ჰორფორდი (11+12 მოხსნა), კორვერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა