გათამაშების მე-2 ტური, თამაშები, ცხრილები
ზე რაგბის გათამაშების მე-2 ტურის შემდეგ დაუმარცხებელი სამი გუნდია. ესენია: კანბერას "ბრამბიზი", კეიპთაუნის "სტორმერზი" და დურბანის "ნატალ შარქსი". ეს ის გუნდებია, რომლებიც სავარაუდოდ, საბოლოოდ პირველობისთვის იბრძოლებენ. მათ ბრძოლაში, შესაძლოა "კრუსეიდერზი" და "ბლუ ბულზი" ჩაერიონ.

"ბრამბიზმა" შინ მიიღო სიდნეის "ვორათაზი", რომელსაც პირველ ტურში მოგებული ჰქონდა. კანბერელებმა საშინაო არენაზე შესანიშნავად ითამაშეს, განსაკუთრებით კი მე-2 ტაიმში. პირველი ნახევარი კი ფრედ 8:8 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და 32:15 გაიმარჯვეს.

პირველი მარცხი იწვნია არგენტინულმა "იაგუარსმა", რომელმაც სტუმრად ვერაფრი გააწყო დურბანის "ნატალ შარქსთან" - 15:19. მართალია არგენტინელებმა მასპინძლებზე ერთით მეტი (ორი) ლელო გაიტანეს, მაგრამ სამხრეთაფრიკელთა დამრტყმელმა კრისტიან პიტერსენმა ოთხი საჯარიმო მიითვალა და მასპინძელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელები, ისევე როგორც პირველი ტურის მატჩში უდისციპლინობით გამოირჩევიან. მატჩის არბიტრმა ორი "იაგუარი" პაბლო მატერა და როდრიგო ბაესი გაასინბინა.

ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს კეიპთაუნის "სტორმერზს", რომელმაც ამჯერად სტუმრად სძლია ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" - 20:10. მასპინძლები პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით წავიდნენ - 7:7. მეორე ტაიმში კაიპთაუნელებმა მაინც შეძლეს და "ჩიტაზს" თავს საკუთარი თამაში მოახვიეს.

პირველი გამარჯვება მოიპოვეს ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და სამხრეთაფრიკული რაგბის გრანდმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა". "ჯვაროსნებმა" შინ დაამარცხეს ოქლენდის "ბლუზი" - 28:13, ხოლო "ლურჯმა ხარებმა" ასევე საკუთარ მოედანზე სძლიეს სიდნეის "მელბურნ რებლზს" - 45:25.

A ჯგუფი

ბრამბიზი-ვორათაზი 32:15

რედსი-ფორსი 6:22

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრამბიზი 2 2 0 0 +59 9

2. ვორათაზი 2 1 0 1 +3 5

3. ფორსი 2 1 0 1 +10 5

4. რებლზი 1 1 0 0 +6 4

5. რედსი 2 0 0 2 -36 0

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 17:16

კრუსეიდერზი-ბლუზი 28:13

ჩიფსი-ლაიონზი 32:36

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰაილენდერზი 2 1 0 1 -1 6

2. კრუსეიდერზი 2 1 0 1 +9 5

3. ჩიფსი 2 1 0 1 +2 5

4. ბლუზი 2 1 0 1 -13 4

5. ჰარიკენზი 2 0 0 2 -43 1

C ჯგუფი

ჩიტაზი-სტორმერზი 10:20

ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი 45:25

თ მ ფ წ ბ ქ

1. სტორმერზი 2 2 0 0 +34 9

2. ბლუ ბულზი 1 1 0 1 -4 4

3. ჩიტაზი 2 0 0 2 -11 1

4. სანვოლვესი 1 0 0 1 -13 0

D ჯგუფი

ნატალ შარქსი-იაგუარსი 19:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. შარქსი 2 2 0 0 +40 9

2. ლაიონზი 2 2 0 0 +17 9

3. იაგუარები 2 1 0 1 -3 5

4. კინგზი 1 0 0 1 -35 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა