ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"სამტრედიამ" დინამოელი ვერ დაიმატა

"სამტრედიამ" დინამოელი ვერ დაიმატა

კლუბში ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ წლეულს სერიოზულად არ დააფინანსებენ და, ფაქტობრივად, განწირულები არიან

ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს "სამტრედია". კლუბში ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ წლეულს სერიოზულად არ დააფინანსებენ და, ფაქტობრივად, განწირულები არიან.

თუმცა მთავარი მწვრთნელი ლევან ანჯაფარიძე და გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები ბედთან შეგუებას არ აპირებენ, მაგრამ გუნდს ხეირიანი ფეხბურთელების დამატება უჭირს.

ანჯაფარიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას თბილისის "დინამოდან" ცენტრალური ნახევარმცველის, ლევან გავაშელიშვილის მიწვევით აპირებდნენ.

"წინასწარი მოლაპარაკებაც დავიწყეთ, მაგრამ უფულო გუნდში ვინ წამოვა? ამის გამო გავაშელიშვილი ფოთის "კოლხეთმა" დაიმატა, რადგან მათ ფული იშოვეს და მეტ-ნაკლებად გაძლიერდნენ. ასევე იყო მდივნიშვილის შემთხვევაშიც, ისიც "კოლხეთში" ითამაშებს, ისევე როგორც ჩვენი ყოფილი მეკარე ძაგანია და თავდამსხმელი კვერენჩხილაძე. ჩვენ კი საჭირო მოთამაშეებს ვერ ვიმატებთ. არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღეა დარჩენილი და არ ვიცი, ადგილის შენარჩუნებას როგორ შევძლებთ", - ამბობს ანჯაფარიძე.

სიახლე ისაა, რომ "ზესტაფონმა" "სამტრედიას" იჯარით ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ცხადაია დაუთმო, რომელიც დიდ ფეხბურთში "გაგრადან" გამოჩნდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

შაბათს "სამტრედიამ" საკონტროლო შეხვედრა გრიგოლეთში გამართა პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "გაგრასთან" და 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში არ უთამაშია "სამტრედიას" კაპიტან შოთა ჩომახიძეს. ანჯაფარიძის თქმით, მისი მიზანი ახალწვეულებზე დაკვირვება იყო და ჩომახიძე ამიტომ დაასვენა.

მე-14 წუთზე ანგარიში სამტრედიელთა ნახევარმცველმა ლევან კირკიტაძემ გახსნა, რომელიც ქუთაისის "ტორპედოდან" დეკემბერში გაუშვეს. ასე რომ, იმერულმა კლუბებმა კირკიტაძეები გაცვალეს - დეკემბერშივე ქუთაისელებმა "სამტრედიას" შემტევი ნახევარმცველი დავით კირკიტაძე გადაიყვანეს.

მეორე ტაიმში "გაგრამ" ანგარიში გაათანაბრა: 65-ე წუთზე თავი გამოიჩინა გუნდში ახლახან ჩარიცხულმა ახალგაზრდა დათა ჯანაშიამ. გადამწყვეტი ბურთი კი მე-80 წუთზე "გაგრაში" გასინჯვაზე მყოფმა ნიგერიელმა ჯონ ჯერემიამ გაიტანა და პირველლიგელებმა 2:1 მოიგეს.

საინტერესოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა "გაგრა" 5-3-2 სქემით, ანუ ხუთი მცველით ათამაშა. აქვე გეტყვით, რომ "გაგრაში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე ისინჯება. გუნდი ურეკში 8 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო ორი დღის შემდეგ მეორე შეკრებას ბათუმში დაიწყებს.

"გაგრამ" მანამდე ამხანაგურად ბათუმის "დინამოსთან" ითამაშა და ეს მატჩი 0:0 დასრულდა.

სამტრედია 1:2 გაგრა

გოლები: 0:1 კირკიტაძე (14), 1:1 ჯანაშია (65), 2:1 ჯერემია (80).

"სამტრედია": ჯინჭარაძე - კუპრეიშვილი, გოგია, ხუმარაშვილი, თ. შალიკაშვილი - კირკიტაძე, მიქაბერიძე, ცხადაია, დანელია, ბურჯანაძე - ალავერდაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მინაშვილი, კირთაძე, ჩხიკვაძე, ბოხუა, გაგნიძე.

"გაგრა": მაღრაძე - ჯანაშია, კალანდაძე, კურულაშვილი, გიგაური, გედენიძე - ნემსაძე, ქართველიშვილი, ჯოხაძე - გრძელიძე, სადიკი.

შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, ჯერემია, ხოჯაშვილი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა