კარიმ და ტომპსონმა ბრაიანტი 17 აცილებული სამქულიანით გააცილეს
გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი და უნიკალური სენსაცია მოხდა. პირველად, ლიგის არსებობის ისტორიაში, გუნდმა, რომელსაც მატჩების 20 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა მოგებული, დაამარცხა მეტოქე, რომელმაც თამაშების 90 პროცენტზე მეტი დაასრულა თავის სასარგებლოდ.

"გოლდენ სტეიტმა" სეზონში სამქულიანების გამოყენების უდაბლესი პროცენტი (13) აჩვენა, 20 შეცდომა დაუშვა და სწორედ ეს გახდა "ლეიკერსთან" მარცხის მიზეზი. "უორიორზმა" 30-დან 26 შორეული ტყორცნა ააცილა, ხოლო მისმა სნაიპერებმა - სტივენ კარიმ და კლეი ტომპსონმა 18-დან ერთადერთი სამქულიანი გამოიყენეს. სწორედ ეს გახდა სეზონში მეექვსე მარცხის მიზეზი.

"ლეიკერსმა" მეორე მეოთხედში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და დარჩენილ დროში მხოლოდ ერთხელ მისცა მეტოქეს რვა ქულამდე მიახლოების საშუალება. ეს მოხდა მესამე მეოთხედში. ბოლო 12-წუთეულს გუნდები 11-ქულიანი სხვაობით შეხვდნენ და "გოლდენ სტეიტს" რჩებოდა თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ ნიკ იანგმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, მარსელინიო უერტასმა მიჯრით ოთხი ქულა აიღო და სხვაობა 16 ქულა გახდა - 95:79. ამის შემდეგ, ლიდერმა და ჩემპიონმა გონს მოსვლა ვეღარ შეძლო.

კობი ბრაიანტი ბოლო შეხვედრას ატარებდა კარიერაში "გოლდენს სტეიტის" წინააღმდეგ და ახალგაზრდა პარტნიორებმა შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს მას. თავად ლეგენდამ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. მეოთხე მეოთხედში ის საერთოდ არ გასულა მოედანზე და სათადარიგოთა სკამიდან მოძღვრავდა თანაგუნდელებს, რომელთაგანაც საუკეთესოები იყვნენ ჯორდან კლარკსონი და დებიუტანტი დ'ანჯელო რასელი, შესაბამისად, 25 და 21 ქულით.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, "გოლდენ სტეიტს" 55 მოგება და ექვსი წაგება აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ 21 მატჩში, "მეომრებს" მხოლოდ სამი თამაშის წაგების უფლება აქვთ, თუ კიდევ ფიქრობენ 1995-96 წლების "ჩიკაგოს" რეკორდის გაუმჯობესებაზე.

სხვა მატჩებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის გამოყოფა შეიძლება.

შესანიშნავი დუელი გაიმართა მილუოკიში. ერთ მხარეს იანის ანტენტოკუნმპომ (26 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი) და მეორე მხარეს რასელ უესტბრუკმა (15 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი) სამმაგი დუბლები შეასრულეს, თუმცა "ოკლაჰომა-სიტიში" კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა - კევინ დურანტი 32 ქულით, 12 მოხსნითა და 8 პასით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი "თანდერის" სასარგებლოდ.

აღვნიშნავთ, რომ ანტენტოკუნმპო ბოლო 25 წლის განმავლობაში "მილუოკის" პირველი მოთამაშე გახდა, ვინც სეზონში სამი სამმაგი დუბლი შეასრულა, თან ეს ერთ კალენდარულ თვეში მოახერხა. რაც შეეხება რასელ უსტბრუკს, ეს იყო მისი მეცხრე სამმაგი სეზონში და 29-ე კარიერაში.

"ჰიუსტონმა" სტუმრად დაამარცხა "ტორონტო", რაც ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა. "როკეტსის" ლიდერმა სეზონში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 40 ქულა დააგროვა და ამას 10 ან მეტი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ლიგის ყველა დანარჩენ მოთამაშეს ჯამში ოთხი ასეთი მატჩი აქვს.

უცნაური ამბავი მოხდა "დეტროიტისა" და "პორტლენდის" მატჩში. NBA-ში 13-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველი სამქულიანი ჩააგდო "ბლეიზერსის" ცენტრმა კრის კამანმა. მან ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე გამოიჩინა თავი. კარიერაში პირველი სამქულიანის ჩასაგდებად, 33 წლის კალათბურთელს 729 შეხვედრა და 24 ცდა დასჭირდა.

"მაიამი ჰიტმა" "ფილადელფია" დაამარცხა და ეს იყო ფლორიდელთა ზედიზედ მეხუთე მოგება. ერიკ სპოელსტრას გუნდს ასეთი სერია ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ არ ჰქონია. საინტერესოა, რომ "მაიამიმ" ფორვარდ კრის ბოშის გარეშე ჩატარებულ 10 შეხვედრაში რვაჯერ მოიგო.

მილუოკი-ოკლაჰომა 96:104

12:32, 36:32, 31:20, 17:20

მ: პარკერი (26), ანტენტოკუნმპო (26+12 მოხსნა+10 პასი+4 დაფარება), მიდლტონი (18+5 ჩაჭრა), ბეილესი (12), მონრო (9+10 მოხსნა).

ო: დურანტი (32+12 მოხსნა+8 პასი), კანტერი (18+12 მოხსნა), უესტბრუკი (15+10 მოხსნა+11 პასი), ადამსი (14+8 მოხსნა), იბაკა (13).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 112:95

22:21, 38:28, 24:24, 28:22

ლ: კლარკსონი (25), რასელი (21), იანგი (13), ბასი (13+7 მოხსნა), ბრაიანტი (12), რენდლი (12+14 მოხსნა), უერტასი (10+9 პასი).

გ-ს: კარი (18), ტომპსონი (15), გრინი (9+10 მოხსნა+9 პასი).

მემფისი-ფინიქსი 100:109

24:24, 35:29, 15:32, 26:24

მ: კონლი (22), ბარნსი (17), გრინი (17), ჩელმერსი (14), სტივენსონი (13).

ფ: ბუკერი (27+9 პასი), ლენი (19+16 მოხსნა+6 პასი), ტელეტოვიჩი (18), ჩენდლერი (16+10 მოხსნა), პრაისი (11), ტაკერი (6+10 მოხსნა).

დენვერი-დალასი 116:114 (ო)

22:19, 35:31, 20:29, 29:27, 10:8

დენ: ფარიდი (25+20 მოხსნა), ბარტონი (20+8 მოხსნა), მუდიაი (16+8 პასი), ჰარისი (16), იოკიჩი (13+12 მოხსნა), ოგასტინი (12).

დალ: ნოვიცკი (30), ლი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), უილიამსი (17), ბარეა (15), მეტიუზი (12), პარსონსი (11+11 მოხსნა).

დეტროიტი-პორტლენდი 123:103

30:16, 28:35, 27:24, 38:28

დ: ჯექსონი (30+9 პასი), მორისი (19), კოლდუელ-პოუპი (16+7 მოხსნა), ჰარისი (16), დრამონდი (14+18 მოხსნა), ბულოკი (11+7 მოხსნა).

პ: ლილარდი (26), მაკალუმი (22), ამინუ (16), ლეონარდი (10).

მაიამი-ფილადელფია 103:98

30:25, 17:24, 22:20, 34:29

მ: დრაგიჩი (23+8 მოხსნა), უეიდი (23), უაიტსაიდი (14+13 მოხსნა+7 დაფარება), ჯონსონი (14), დენგი (12+14 მოხსნა).

ფ: სმიტი (21), ლენდრი (18+7 მოხსნა), კენანი (17), ტომპსონი (16).

ტორონტო-ჰიუსტონი 107:113

30:26, 31:25, 24:26, 22:36

ტ: სკოლა (21), დეროზანი (19+7 პასი), ლოური (17+9 პასი), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (40+14 პასი), ბრიუერი (23), ჰოვარდი (21+11 მოხსნა), არიზა (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]