სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია კურიტიბას 25 000-იან ტურნირში ცდიან ძალებს
ქართველი ჩოგბურთელი ქალები - სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია მესამე კვირაა, ბრაზილიაში იმყოფებიან და იქაურ 25.000-იან საერთაშორისო ტურნირებში ცდიან ძალებს.

სან პაულუს შემდეგ ჩვენებმა კამპინასში ითამაშეს. ერთეულებში სტარტზევე დათმეს ორთაბრძოლები, ხოლო წყვილებში მეორე ნომრად განთესილმა შაფათავამ და გორგოძემ ნახევარფინალს უწიეს, იქ კი გაბრიელა სეს (ბრაზილია) და ფლორენსია მოლინეროს (არგენტინა) დუეტთან დამარცხდნენ - 6:7, 1:6. სამხრეთამერიკელებმა მერე ფინალიც მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ამჯერად ბრაზილიურ კურიტიბაში გადაინაცვლეს, სადაც ახალი საერთაშორისო შეჯიბრების (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე გორგოძემ კატლინ ბიონგი (ბრაზილია) დაამარცხა - 6:2, 6:1 და ძირითად ბადეში მოსახვედრად ლაურა პიგოსის მძლეველ (1:6, 6:1, 7:6) ნატალი კურატას (ორივე-ბრაზილია) დაუპირისპირდება.

ძირითად ბადეში (მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა ამერიკელ უსუე არკონადას შეხვდება) მოსახვედრად ნაბიჯიღა აკლია ქვაცაბაიასაც, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელ ფლავია გიმარაეშ ბუენოს აჯობა - 6:2, 6:4 და ახლა გზიდან უკრაინელი სოფია კოვალეცის ჩამოშორებას შეეცდება. ამ უკანასკნელმა პამელა ვუ (ბრაზილია) დაჯაბნა - 6:2, 6:2.

წყვილებში შაფათავას და გორგოძეს განთესვით აქაც მეორე ნომერი აქვთ. სტარტზე ისინი მარტინა კარეგაროს (იტალია) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 228 (227). სოფიო შაფათავა (216), 331 (331). ეკატერინე გორგოძე (117), 425 (425). სოფიო ქვაცაბაია (78), 469 (474). მარიამ ბოლქვაძე (63), 662 (660). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 776 (772). თინათინ ყავლაშვილი (20), 1100 (1098). თამარ ჭალაგანიძე (7), 1214 (1214). ანა შანიძე (4).

წყვილები. 63 (63). კალაშნიკოვა (1260), 140 (138). შაფათავა (492), 191 (192). გორგოძე (346), 376 (378). ქვაცაბაია (136), 701 (700). ბოლქვაძე (40), 774 (775). ყავლაშვილი (30), 1075 (1078). ახალკაცი (12), 1100 (1099). შანიძე (11), 1174 (1176). ჭალაგანიძე (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა