ქართველ კალათბურთელს გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ფორუმზე გულშემატკივრებმა არაერთი კომპლიმენტი უძღვნეს
ზაზა ფაჩულიამ შაბათს თბილისის დროით გამთენიისას "კლიპერსთან" მატჩში 2 ქულა ჩააგდო და "ატლანტა ჰოქსმა" ქულით მოიგო - 101:100. კვირას გამთენიისას კი ზაზამ 7 ქულა მიითვალა და "ჰოქსმაც" ზუსტად 7 ქულის სხვაობით იმარჯვა - "ვაშინგტონი" 99:92 დაამარცხა. როგორც ხედავთ, ზაზას ქულები ჯორჯიელებისთვის მეტად საჭირო იყო.

"კლიპერსთან" მატჩში გადამწყვეტი ორი ქულა კი ელ ჰორფორდმა ჩააგდო. იგი სირენამდე 3 წამით ადრე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ჩატენვა არ აცალეს - უხეშად დაჯარიმდნენ. ელმა ორივე ტყორცნა გამოიყენა და 101:100.

მეორე დღეს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა ჰორფორდმა სწორედ წინა მატჩის ბოლო წამზე მიღებული ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულიამ ითამაშა. მან ქულათა ანგარიში ეფექტური ჩატენვით გახსნა, საბოლოოდ კი 7 ქულა მოუგროვდა. მას გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ფორუმზე გულშემატკივრებმა არაერთი კომპლიმენტი უძღვნეს:

- სასიამოვნოა ზაზას სასტარტოში ხილვა.

- მატჩის დასაწყისიდან ფაჩულია კარგად თამაშობს.

- სიურპრიზი: თანაგუნდელები ზაზას ენდობიან და პასებს არ უგვიანებენ.

- დიდებულია დაცვაში და ბურთითაც კარგად გადაადგილდება.

"ატლანტა" მომდევნო მატჩს "ფილადელფიასტან" შინ 8 თებერვალს ჩაატარებს.

ატლანტა-კლიპერსი 101:100

ზაზა ფაჩულია: 9:36 წუთი, 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:40 ზაზამ ჯონსონი შეცვალა

02:21 ჩაჭრა: 1 (ჯორდანს ჩაუჭრა)

00:26 ფოლი: 1

II პერიოდი

11:42 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

11:20 ფოლი: 2

11:20 სმიტმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

01:47 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

IV პერიოდი

11:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

10:24 ორქულიანი: 2ქ (81:69)

09:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

09:04 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

08:25 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

07:31 ჯონსონმა ზაზა შეცვალა

ვაშინგტონი-ატლანტა 92:99

ზაზა ფაჩულია: 23:52 წუთი, 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი), 4 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ფოლი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

09:59 ჩატენვა: 2ქ (5:2)

08:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

08:07 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 9:4)

07:35 ფოლი: 1

04:31 ორქულიანი: 5ქ (18:10)

04:31 საჯარიმო: 1/0

04:06 დაფარება: 1 (ბლატჩეს დაუფარა)

03:31 კოლინზმა ზაზა შეცვალა

II პერიოდი

08:27 ზაზამ კოლინზი შეცვალა

00:45 საჯარიმოები: 2/1 (6ქ, 50:44)

00:10 ორქულიანი: არაზუსტი

00:02 ევანსმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

11:37 მოხსნა: შეტ-2, დაც-0

11:35 ორქულიანი: არაზუსტი

11:18 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

08:19 შეცდომა: 1

06:57 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

06:57 საჯარიმოები: 2/1 (7ქ, 61:58)

05:01 კოლინზმა ზაზა შეცვალა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა