ტურის საუკეთესო კალათბურთელად მიხეილ ბერიშვილი დავასახელეთ, რომელიც მატჩის გადამწყვეტ მომენტში თსუ-ს სამქულიანებით შეეშველა
სუპერლიგა. XII ტური

5 თებერვალი

თბილისი, სპორტის სასახლე

მწვრთნელები ტრიბუნებზე

აგრარული-სოხუმი 64:84

13:19, 20:20, 13:21, 18:24

აგრარული: არწივიძე (4ქ, 5პ), ტეტელაშვილი (2ქ, 7მ), გემაზაშვილი (2ქ), ხანიაშვილი (19ქ, 5მ), მუმლაძე (8ქ), ბააკაშვილი (3ქ, 3პ, 4ჩ), ნანიტაშვილი, ჩაჩანიძე (18ქ), ჯავახიშვილი (8ქ).

სოხუმი: ფარღალავა (17ქ, 6მ, 7პ), ჰარისი (20ქ, 7პ), კვეტენაძე, ანთაძე (2ქ, 7მ, 4პ), რ. დამუსი (21ქ, 13მ), შანიძე (14ქ, 5მ), სორდია (4ქ, 8მ, 4პ), კანკია, კ. დამუსი (6ქ).

მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა

კომისარი: რ. გელოვანი

სუპერლიგის მე-12 ტურის თბილისური მატჩები შაბათს გაიმართა. 12 საათზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ "სოხუმი" და "აგრარული". საინტერესო იყო ამ გუნდების სათადარიგოთა სკამის ხილვა: "აგრარულს" მეორე მწვრთნელი, თემურ აბულაძე გაუძღვა, რადგან თავკაცი გია კაზანჯიანი კადეტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და გუნდთან ერთად თურქეთშია. ნაკრებში მისი თანაშემწეა დიმიტრი ჟაკობოვი, რომელიც "სოხუმის" მეორე მწვრთნელადაც მუშაობს. ისიც თურქეთშია. ხოლო პირველ წრეში სოხუმელთა დამრიგებელი ვაჟა კვარაცხელია, აინარს ბაგაცკისთან (გუნდს მე-13 ტურიდან გაწვრთნის) ერთად მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. მოკლედ, "სოხუმს" შაბათს ლიკა ქაჯაია გაუძღვა და სუპერლიგაში მისი დებიუტიც წარმატებული გამოდგა - მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულის სხვაობით იმარჯვა.

ფარქვეშ "სოხუმის" უპირატესობა რიჩარდ დამუსმა განაპირობა (13 მოხსნა, 21 ქულა), ხოლო პერიმეტრიდან ლაშა ფარღალავამ (17 ქულა) და იუჯინ ჰარისმა (20 ქულა) იყოჩაღეს, რომლებმაც 7-7 პასიც მიითვალეს.

აქაც ოცი

შსს-სამედიცინო 74:54

24:15, 14:13, 19:20, 17:6

შსს: ლაფანაშვილი (5ქ), ნიკოლაძე (11ქ), კოტონი (14ქ), მარკოიშვილი, ტუჯანი (9ქ, 10მ), დ. ბარბაქაძე (15ქ, 10მ, 2დ), შერმადინი, წივწივაძე (9ქ, 8მ, 5პ), ტომარაძე (11ქ, 6მ).

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (2ქ, 3ჩ), ს. ლეჟავა, ბექაური, ნინიაშვილი (16ქ), კეიდია, როდუმტა, ჭოჭუა (11ქ, 5პ), დვალიშვილი (18ქ, 9მ), თენიეშვილი (7ქ), როჯერსი.

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

კომისარი: რ. ხომერიკი.

საქართველოს ნაკრებმა 20 აგვისტოს ბელგიასთან შინ 23 ქულით წააგო და მეოთხე დღეს ჯავრი პორტუგალიელებზე იყარა, ზუსტად 23 ქულით აჯობა. იგივე გააკეთა შსს-მ: 1 თებერვალს თასის ფინალში "არმიასთან" 20 ქულის სხვაობით დამარცხდა, მეხუთე დღეს კი 20 ქულით "სამედიცინოს" მოუგო.

შსს-ს აკლდა უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა, რომელსაც სიცხე ჰქონდა, ხოლო "სამედიცინოს" სათანადოდ ვერ დაეხმარა ამერიკელი ჯეფ როჯერსი. მან მატჩისას ტრავმა მიიღო და სულ 12 წუთი ითამაშა.

ამის მიუხედავად მედიკოსები ბოლო პერიოდამდე კარგად ებრძოდნენ ძალოვნებს. მეოთხე რაუნდის წინ სხვაობა მხოლოდ 9 ქულა იყო, თუმცა ბოლო რაუნდში შსს-მ 17:6 იმარჯვა და სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა.

ბერუაშვილის 9

თსუ-სტუ 93:86

19:18, 24:15, 24:26, 26:27

თსუ: ჩიტაშვილი (13ქ, 7მ, 3პ), გაფრინდაშვილი (8ქ, 5პ), მ. ბერიშვილი (26ქ, 9მ), კორკოტაძე (9ქ, 11მ, 3ჩ), მათიაშვილი (24ქ, 13მ), ხიზანიშვილი (3ქ), ლონდარიძე (7მ, 2დ), დეკანოიძე (1ქ), ზ. მაისურაძე (9ქ).

სტუ: ჩიკვილაძე (34ქ, 11მ, 4პ), ვასილ ბერუაშვილი (20ქ, 9მ, 4პ, 9ჩ), გასიტაშვილი, ჯანგველაძე, კობიძე (4ქ), ჭოხონელიძე (2ქ), ლომოური, მაჩალაძე (3ქ, 8მ), თევზაძე (4ქ), ლაშქარაძე, ძიძიგური (9ქ, 5პ), ახალკაცი (10ქ, 5მ).

მსაჯები: მ. ანდღულაძე, ი. ბერიშვილი

კომისარი: თ. ქიქოძე

ტურის საუკეთესო კალათბურთელად მიხეილ ბერიშვილი დავასახელეთ, რომელიც მატჩის გადამწყვეტ მომენტში თსუ-ს სამქულიანებით შეეშველა. მან საბოლოოდ 26 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. მიშამ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 4 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

თსუ-ს გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა რიჩარდ მათიაშვილმა - 24 ქულა, 13 მოხსნა.

რადგან ტურის საუკეთესოდ მიხეილ ბერიშვილი დავასახელეთ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ამ ქვეთავის სათაურში ბერუაშვილის ნაცვლად ბერიშვილი უნდა ეწეროს. არ შეგვშლია, სწორედ ვასილ ბერუაშვილისა და ბექა ჩიკვილაძის ზუსტი თამაშის წყალობით სტუ-მ თსუ-ს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ვასილს თითო ჩაჭრითა და მოხსნით მეტი რომ მოეგროვებინა, სამმაგი დუბლის ავტორი გახდებოდა: 20 ქულა, 9 მოხსნა, 9 ჩაჭრა, 4 პასი. სხვათა შორის, 9 ჩაჭრა საამსეზონო რეკორდია.

რაც შეეხება ჩიკვილაძეს, იგი ბოლო დროს მეტისმეტი შედეგიანობით გამოირჩევა - თსუ-სთან 34 ქულა ჩააგდო. მან 26 იანვრის შემდეგ გამართულ 4 მატჩში 125 ქულა ჩააგდო, რაც საშუალოდ 31.3-ს უდრის.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 10 9 1 916/712 19

2. შსს 11 8 3 975/829 19

3. ქუთაისი 11 8 3 925/803 19

4. თსუ 11 8 3 970/892 19

5. სოხუმი 11 7 4 889/854 18

6. ენერჯი 11 7 4 805/775 18

7. ბათუმი 11 4 7 864/903 15

8. სამედიცინო 11 3 8 795/833 14

9. სტუ 11 3 8 914/980 14

10. აგრარული 11 2 9 757/927 13

11. დინამო 11 1 10 747 / 1049 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა