ყველაზე გერმანელი არაგერმანელი, რომელსაც კუბილასის რეკორდამდე 6 გოლი უკლია
37 წლის კლაუდიო პისარო ისევ ისეთი წარმატებული სნაიპერია, როგორიც პერუელი 1999 წელს გახლდათ, როდესაც "ვერდერში" ჩაირიცხა.

2015 წელს "ბაიერნისა" და "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდა "ბრემენელ მუსიკოსებს" და გოლების გატანაც გააგრძელა. ის ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირია და საერთო ჩათვლაში გოლებით ათეულში ერთადერთი არაგერმანელია (V ადგილზეა).

გარდა ამისა, პისარო აპირებს, პერუს 1982 წლის მერე პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში დაეხმაროს და თავადაც ითამაშოს მუნდიალზე, რომლის დროსაც იგი 39 წლის იქნება.

- კლაუდიო, თქვენ პერუს ნაკრებთან ერთად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება და რუსეთში გამგზავრება გსურთ...

- ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩემი დიდი ოცნებაა ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგზავრება. რასაკვირველია, 2018 წლამდე დიდი დრო და დიდი გზაა, მაგრამ იმედი მაქვს, ამას შევძლებ. მუნდიალზე თამაში ჩემი ოცნებაა და ის ცოცხლობს.

- რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო, როგორ ახერხებთ, რომ ისევ ასეთ კარგ ფორმაში ხართ და ახალგაზრდულად გამოიყურებით? რაიმე პერუული საკვები არსებობს, რომელიც ამაში გეხმარებათ?

- არა, არა (იცინის). სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ ვიყავი ექიმთან და დიეტა ცოტა შევცვალეთ. მე ვიცი, რა არის ჩემი ორგანიზმისთვის კარგი და რა - ცუდი.

- ასე რომ, მეტსახელი "პიცა ექსპრესი" ბოლომდე აღარ გიხდებათ. შეგიძლიათ დაახლოებით გვითხრათ, როგორ შეიცვალა თქვენი რაციონი?

- მაგალითად, პასტის ჭამას შევეშვი. ასევე პომიდვრის, კარტოფილის... სამაგიეროდ, ბევრ ბრინჯს და თევზს მივირთმევ. ასევე, ცხიმგამოცლილი რძე ჩავანაცვლე სოიოს რძით.

- გერმანული სოსისებით ვეღარ ტკბებით?

- არა, ისევ შემიძლია სოსისების ჭამა და მომავალშიც ვისიამოვნებ ამით.

- თქვენზე ამბობენ, უკვე ნამდვილი გერმანელიაო. მაგალითად, ბაღში ჯუჯების პატარა ფიგურები თუ გაქვთ?

- არა ჯერჯერობით, არ მაქვს (იცინის). თუმცა გერმანული პუნქტუალურობა და წესრიგი გავითავისე.

- ფეხბურთის გარდა, არის რაიმე სხვა, რითაც გერმანიას უკავშირდებით?

- პერუში ჩემს ცხენებს ისეთი სახელები ჰქვიათ, რომლებიც გერმანულ პერიოდს უკავშირდება. მაგალითად - "ალიანც არენა", "კარლ ჰაინცი" და მყავს ცხენი, რომელსაც "მარიენპლაცი" ჰქვია.

- როგორ გახდა 14 ნომერი მაისურა თქვენი?

- ის პირველად "ბაიერნში" მოვირგე, როდესაც მიუნხენურ გუნდში გადავედი. მაშინ კონტრაქტს ხელი კარლ-ჰაინც რუმენიგემ მომაწერინა, რომელმაც მირჩია კიდეც, 14-ნომრიანი მაისურა ამერჩია და ბევრი აღარც მიფიქრია. ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი, ეს ნომერი მქონოდა.

- ამბობენ, რომ 2001 წელს მადრიდის "რეალიც" გთავაზობდათ კონტრაქტს, მაგრამ თქვენ "ბაიერნი" აირჩიეთ. არადა, სამხრეთამერიკელისთვის, წესით, ესპანეთი, კლიმატისა და ენის თვალსაზრისით, უფრო მისაღები უნდა ყოფილიყო...

- მაშინ "ბაიერნმა" გაცილებით დიდი ინტერესი გამოხატა, ვიდრე "რეალმა". გარდა ამისა, გერმანიაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში და მიმაჩნდა, რომ მიუნხენელები იმ მომენტში უძლიერესები იყვნენ.

- უკვე ძალიან დიდი ხანია, გერმანიაში ხართ და ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩი გაქვთ ბუნდესლიგაში ჩატარებული. როგორ შეიცვალა და განვითარდა ეს ჩემპიონატი ამ წლებში?

- ჩემი მოსვლიდან დღემდე ბუნდესლიგას აშკარად აქვს პროგრესი. ჩემი აზრით, ახლა გერმანიის ჩემპიონატი საუკეთესოა მსოფლიოში. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ოცნებობს აქ თამაშზე, რადგან უმაღლესი დონის ჩემპიონატია. ძალიან სასიამოვნო ქვეყანაა, სადაც პატივს გცემენ, თავს კი მართლა ისე გრძნობ, როგორც სახლში.

- როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს და "ძველ კადრს", ალბათ, ბრემენში განსაკუთრებული სტატუსი გაქვთ...

- დიახ და მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივიცაა, მაშინ, როცა უფრო ასაკოვანი ფეხბურთელები ახალგაზრდებთან ერთად თამაშობენ. ზოგიერთ თანაგუნდელზე ლამის ორჯერ უფროსი ვარ და ერთი-ორი შეიძლებოდა ჩემი შვილიც ყოფილიყო (იცინის). გარკვეულწილად, მათთვის მამასავით ვარ და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო მათ.

- საკლუბო დონეზე თითქმის ყველაფერი გაქვთ მოგებული, აი, ნაკრებთან ერთად კი წარმატებისთვის არ მიგიღწევიათ. რა მნიშვნელობის იქნება პერუსთვის 2018 წლის მუნდიალზე მოხვედრა?

- 1982 წლის მერე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავდივართ და ყველა ელოდება, თუ როდის მოვახერხებთ ამას. ვფიქრობ, ახლა კარგი შანსი გვაქვს, რადგან მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს. მუნდიალზე მოხვედრა ჩვენთვის ტიტულის მოგებასავით იქნება.

- შესარჩევი ეტაპი პერუსთვის არც ისე კარგად მიდის. პირველი 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეთ. ეს ნიშნავს, რომ ვენესუელასთან და ურუგვაისთან მომავალ თამაშებში ქულები გჭირდებათ. რა არის მიზანი ამ შეხვედრებში?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პარაგვაისთან საშინაო მატჩი მოვიგეთ. საკუთარ კედლებში ქულები აუცილებლად უნდა დავაგროვოთ. ძალიან გვინდა და გვჭირდება ვენესუელასთან შემდეგი მატჩის მოგება.

ჩემი აზრით, გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს. ამის მერე კი ურუგვაისთან ქულისთვის მაინც უნდა ვითამაშოთ. ურუგვაის ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და ის ფორმაშია. ურუგვაელთა მწვრთნელი დიდი ხანია, პოსტზეა და ფეხბურთელები ერთმანეთს მშვენივრად იცნობენ, რამდენი წელია, ნაკრების ბირთვი ნარჩუნდება. თუმცა ამ რთულ საგარეო შეხვედრაში ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ამბობენ, რომ სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ეტაპი ორმაგად უფრო რთულია. რამდენად ეთანხმებით ამას და რატომ არის ასე?

- ყველა ნაკრებს ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, არაერთი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს. ყველა ნაკრები ძნელი დასამარცხებელია, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეიძლება ბრაზილიისა და არგენტინის გარდა.

თუმცა, როგორც ხედავთ, ახლა ამ ორი ქვეყნისთვისაც რთულად მიდის საკვალიფიკაციო ეტაპი. წინა ციკლთან შედარებით, ეს კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მაშინ ბრაზილია მასპინძლის სტატუსით, ავტომატურად გასული იყო.

- თქვენ და პაოლო გერეროს გვერდიგვერდ გიწევთ თამაში. რაღაც პერიოდი ერთად "ბაიერნშიც" იყავით. სანაკრებო მატჩების დროს გერმანულად ხომ არ საუბრობთ ხოლმე, მეტოქეებმა რომ ვერ გაიგონ?

- კი, ხანდახან ხდება ხოლმე. მაგალითად, როდესაც სტანდარტული მდგომარეობის განსაკუთრებულად გათამაშება გვსურს, გეგმის დაწყობისას გერმანულად ვსაუბრობთ, რომ მეტოქის მცველებმა ვერაფერი გაიგონ. ისე კი, ცხადია, ესპანურად ვლაპარაკობთ.

- ცოტაც და, პერუს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებით. თეოფილო კუბილასამდე 6 გოლი გაშორებთ...

- ცხადია, ეს ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული მიღწევა იქნება. თუმცა ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქულების დაგროვებაა და ვინ გაიტანს გოლებს, მეორეხარისხოვანია. როდესაც მინდორზე გავდივარ, ამ რეკორდზე არ ვფიქრობ.

- ორივე ფეხს კარგად იყენებთ, შესანიშნავი ტექნიკა გაქვთ და სრულყოფილი თავდამსხმელი ხართ. თუმცა, თუ არის მაინც რამე ისეთი თვისება, რომელსაც სხვა ფეხბურთელისგან აიღებდით...

- ვისურვებდი, რომ ისევე შემეძლოს დრიბლინგი, როგორც ნეიმარს შეუძლია ან მესის. ეს დიდებული იქნებოდა. თუმცა ყველაფერი ვერ გექნება!

დოსიე

კლაუდიო მიგელ პისარო ბოსიო

დაიბადა: 1978 წ. კალაო (პერუ)

ამპლუა: ფორვარდი

კარიერა: 1996-97 - დეპორტივო პესკერო; 1997-99 - ალიანსა ლიმა; 1999-2001 - ვერდერი; 2001-07 - ბაიერნი; 2007-09 - ჩელსი; 2008-09 - ვერდერი (იჯარით); 2009-12 - ვერდერი; 2012-15 - ბაიერნი; 2015-დან - ვერდერი.

პერუს ნაკრები: 78 თამაში, 20 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso
კაია მომეწონა ეს სტატია დიდი ფეხბურთელია კლაუდიო ნამდვილად
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]
რიკარდო გარეკა: პერუს ნაკრები პროგრესირებს და ლიდერებში უნდა დამკვიდრდეს
ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სენსაცია - პერუს ნაკრებმა ურუგვაის ჩილეც ზედ მიაყოლა და ბრაზილიასთან რევანში სწყურია! [VIDEO]
"მოურინიო შთამბეჭდავია, მაგრამ გვარდიოლა..." - კლაუდიო პისარო
"ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩა - 41 წლის პისარო პენსიაზე გავიდა
კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-20 სეზონში გაიტანა გოლი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
ნუთუ, ბრუნდება დიადი ბრაზილიის ნაკრები? - ტიტეს გუნდმა პერუ გაანადგურა [VIDEO]
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
38 წლის კლაუდიო პისარო "კიოლნში" ჩაირიცხა
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ბუნდესლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მომავალი "დორტმუნდისაა"