თუ ასე მოხდა, შარაპოვას კარიერის დასრულება მოუწევს...
მას შემდეგ, რაც მარია შარაპოვამ საჯაროდ აღიარა აკრძალული პრეპარატის - მელდონიუმის მიღება, მომდევნო დღეებში ამავე პრეპარატზე ერთი მეორეს მიყოლებით ჩავარდნენ რუსი სპორტსმენები: სემიონ ელისტრატოვი, პაველ კულიჟნიკოვი, ალექსანდრ მარკინი...

შორტ-ტრეკში ოლიმპიური ჩემპიონი ელისტრატოვი და ციგურებით რბენაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კულიჟნიკოვი სხვა გზით წავიდნენ, ვიდრე მარია შარაპოვა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და B სინჯის გახსნას მოითხოვენ.

ორივე სპორტსმენი "მელდონიუმის საქმეში" გადის და სწორედ ამ მიზეზით, ელისტრატოვი მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 11 მარტს სეულში იწყება, ხოლო კულიჟნიკოვი არ გაემგზავრება ციგურებით რბენაში მსოფლიოს თასის ფინალზე.

მეხუთე რუსი სპორტსმენი, რომელმაც არ იცოდა, რომ მელდონიუმი 2016 წლის პირველი იანვრიდან აკრძალული იყო, რუსეთის ფრენბურთელთა ნაკრების მოთამაშე ალექსანდრ მარკინია. მან უარი თქვა B სინჯის გახსნაზე, რითაც აღიარა დოპინგის გამოყენება.

მარია შარაპოვას დავუბრუნდეთ. რუსმა ჩოგბურთელმა მართლაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს მომხდარი, რადგან, როგორც ირკვევა, დეკემბერში მან ხუთი შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ მელდონიუმი აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანეს. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გარდა, მარია ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გააფრთხილეს.

ამასობაში, სპორტული მარკეტინგის სფეროში ცნობილმა ექსპერტმა ნაიჯელ კარიმ შეაფასა შარაპოვას სავარაუდო ფინანსური ზარალი დოპინგ-სკანდალის შემდეგ.

"თუ მარია ოთხწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს, მისი კარიერა, სავარაუდოდ, დასრულებული იქნება და ამ შემთხვევაში, პოტენციური დანაკარგი 130 მილიონ ევროს გაუტოლდება. მისი შემოსავალი კორტზე გაცილებით უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც ის მოედნის მიღმა გამოიმუშავებს. ამიტომაც, ახლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მის საქმესთან დაკავშირებით მიიღებენ", - განაცხადა კარიმ Business Insider-თან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვას სკანდალური განცხადების შემდეგ, ჩოგბურთელთან თანამშრომლობა შეაჩერეს Nike-მა, Porsche-მ და TAG Heuer-მა.

Nike-თან კონტრაქტის მიხედვით, შარაპოვა დაახლოებით 11 მილიონს იღებს წელიწადში.

რუსული სპორტული სამყარო კი პანიკამ მოიცვა. სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის წევრმა იგორ ლებედევმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევა.

"ვისთან ერთად გავემგზავრებით რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე - ეს არის დღეს მთავარი საკითხი და სწორედ ამაზე უნდა იფიქროს კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ჟუკოვმა. ვხედავთ, დოპინგს სკანდალის გამო, ერთი მეორეს მიყოლებით როგორ ეთიშებიან ოლიმპიურ გუნდს სპორტსმენები, რომელთა იმედი გვქონდა ზაფხულის თამაშებზე", - განაცხადა ლებედევმა.

მისივე თქმით, არასწორია დოპინგ-სკანდალისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება. "ვიღაცეები ცდილობენ ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ამბობენ, რომ ჩვენ ვბომბავთ სირიას და ამის გამო, ევროპა სამაგიეროს გვიხდის. ეს სრული აბსურდი და ბოდვაა! ნუ მიიღებ აკრძალულ პრეპარატებს - და ხელს არავინ გახლებს", - თქვა პარლამენტარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...