"დალას მავერიკსმა" დღეს, გამთენიისას, "დეტროიტ პისტონს" უმასპინძლა და 96:102 დამარცხდა
"დალას მავერიკსმა" დღეს, გამთენიისას, "დეტროიტ პისტონს" უმასპინძლა და 96:102 დამარცხდა. ამ მატჩამდე გამართულ 2 შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ ჯამში 25 წუთი ითამაშა, "დეტროიტთან" კი მოედანზე მთელი 35 წუთით გამოჩნდა და სეზონის 25-ე ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულის დანარჩენ წევრებთან ერთად დიდად დაიტვირთა.

ხუთეულიდან ყველაზე ნაკლები - 34 წუთი ვესლი მეთიუზმა ითამაშა, ხოლო ყველაზე მეტი - 37-37 წუთი ჩენდლერ პერსონსმა და დერონ უილიამსმა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ზაზამ 13 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 35 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

დალასელებმა მატჩი ბოლო მეოთხედში წააგეს, როცა დეტროიტელთა 12:2 გაქცევა გაეპარათ და სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობა აღარ გაუშვეს. გადამწყვეტი გამოდგა მარკუს მორისის 2 სამქულიანი, რომელიც დეტროიტელმა ფორვარდმა ბოლო პერიოდში ჩააგდო.

დასავლეთ კონფერენციაში დალასელებს ჰიუსტონელები წამოეწივნენ. ორივე გუნდს 33 მოგება და 32 მარცხი აქვს და მე-7-მე-8 ადგილებს ინაწილებენ. 12 მარტს ფაჩულიას გუნდი "ინდიანას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ