ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?

[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?

ელაპარაკება თუ არა სფფ გერმანელ ფრანკო ფოდას, რომელიც ქართველებს კარგად იცნობს...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და კანდიდატურებს განიხილავს. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა...

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ გერმანელი სპეციალისტის, 49 წლის გერმანელი ფრანკო ფოდას კანდიდატურას. ისიც გავიგეთ, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ამ პერსპექტივამ, თითქოს, ბოლო ორ დღეში აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ფეხბურთში სიტუაცია კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და ვინ იცის, ფოდას საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში.

რაკი ასე ვფიქრობთ, თემა მაინც ღირს განხილვად და, შესაბამისად, ეს კითხვა ჯერაც აქტუალურია - ვინ არის ფრანკო ფოდა? ამ მწვრთნელს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისთვის არც საქართველოში ვიზიტია უცხო და არც ქართული გუნდების წინააღმდეგ თამაში.

...1997 წელს "შტურმში" ჩაირიცხა მცველი ფრანკო ფოდა, რომელსაც სხვადასხვა გერმანულ კლუბში ("ლევერკუზენი", "შტუტგარტი", "კაიზერსლაუტერნი", "ზაარბრიუკენი", "არმინია") 300-ზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. 35 წლის ასაკში თავისი ხანგრძლივი კარიერა ფოდამ სწორედ "შტურმში" დაამთავრა და იქვე დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, ოღონდ ჯერ "შტურმის" ჭაბუკთა გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი ივიცა ოსიმის ნაცვლად მოსული ჟილბერ გრესის თანაშემწე იყო.

2003 წელს, მცირე ხნით, ფოდა "შტურმის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, თუმცა ამ პოსტზე მიხაილო პეტროვიჩმა შეცვალა და თავად ისევ ჭაბუკთა გუნდს დაუბრუნდა.

აი, 2006 წლიდან კი ფოდა კვლავაც "შტურმის" მთავარი მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში ორი მიღწევით თუ მოიწონებს თავს - 2009/10 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაში "შტურმმა" წარმატებით გადალახა 3 ეტაპი და ჯგუფურ სტადიაზე მოხვდა. ამას გარდა, ამ გაზაფხულზე, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა...

2010/11 წლების სეზონში ეს გუნდი ავსტრიის ჩემპიონიც გახდა და სწორედ იმ სეზონში გააგდო გრაცულმა კლუბმა თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის გათამაშებიდან. თბილისური მატჩი 1:1 დასრულდა, ავსტრიაში კი "შტურმმა" 2:0 მოიგო.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მატჩში უშანსოდ არ ყოფილა. "დინამომ" საკმარისი რაოდენობის საგოლე მომენტი შექმნა როგორც შინ, ისე სტუმრად, მაგრამ... ბოლო მაინც სამწუხარო იყო.

2011/12 წლების სეზონში "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა "ზესტაფონს". ორრაუნდიანი ბრძოლა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ქართული გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა ექსზესტაფონელმა გიორგი ფოფხაძემ. პირველი მატჩი თბილისში 1:1 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი გრაცში მასპინძელმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

თბილისური მატჩი ნამდვილი დრამა იყო "ზესტაფონისთვის", რომელსაც მაშინ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი დამრიგებელი გია გეგუჩაძე წვრთნიდა. ანგარიშში დაწინაურებულ მასპინძლებს სასურველი, ორბურთიანი ფორით მოგების დიდებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ... ნიკა გელაშვილმა ავსტრიელთა მეკარე გრატცაი მოატყუა და უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფოდას მეტოქისა და მისი მწვრთნელის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებია...

"შტურმის" მერე ფოდა აღმოჩნდა "კაიზერსლაუტერნში", რომელიც... მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. 2014 წელს ფრანკო "შტურმში" დაბრუნდა. ეს გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. მართალია, ავსტრიის ჩემპიონი ვერ ხდება, მაგრამ იქაურ ბუნდესლიგაში სულ ზემოთაა და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის...

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ფრანკო ფოდას ოთხ ქართველ ფეხბურთელთან უმუშავია - დავით მუჯირთან, გიორგი შაშიაშვილთან, ილია კანდელაკსა და გიორგი ფოფხაძესთან.

შემტევი ფეხბურთის მოყვარული და სათამაშო დისციპლინის დიდი აპოლოგეტი - ასე ახასიათებს გერმანული თუ ავსტრიული მედია ფოდას და ამავე აზრის არიან მასზე ის ქართველი ფეხბურთელებიც, რომელთაც სხვადასხვა დროს ფოდას ხელმძღვანელობით უთამაშიათ.

როგორც ვთქვით, ჩვენი ინფორმაციით, ფოდასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობებში "რაღაც" არ გამოდის. მაინც, რა შეიძლება იყოს ეს "რაღაც"? საქმე ისაა, რომ ამჟამად ფოდა "შტურმის" მთავარი მწვრთნელია. არ არის იოლი, დატოვო გუნდი და ქალაქი, რომელსაც წლების განმავლობაში მიეჩვიე.

ისე კი, ფოდა არ არის ხელწამოსაკრავი მწვრთნელი. მან შესანიშნავად უწყის ავსტრიული ფეხბურთის ავან-ჩავანი, ავსტრია კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა.

ჩვენც გვინახავს მისი გაწვრთნილი გუნდები და ამ გუნდებში ჭარბად არის ის, რაც ქართულ კლუბებსა თუ ნაკრებებს აკლიათ - დიახ, სწორედ სათამაშო ორგანიზაციასა და დისციპლინას ვგულისხმობთ.

ამას ემატება ისიც, რომ ფოდას ქართველებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს და კარგია, როცა მწვრთნელმა მანამდე იცის, ვიდრე ნაკრებში პირველად წააწყდება ამა თუ იმ ფეხბურთელის ხასიათის თავისებურებებს...

მოკლედ, მწვრთნელის ძიება გრძელდება. ეს შრომატევადი პროცესია და ჩვენც მოუთმენლად ველით მის დასრულებას. ისიც კარგად გვესმის, რომ ფედერაცია ღიად ვერ ისაუბრებს ყველაფერზე. ეს უფრო კანდიდატის სურვილი შეიძლება იყოს...

იმ დათქმულ დრომდე კი, რაც ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, ბევრი აღარაფერი დარჩა - ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გაცხადდეს ეს ამბავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• simartle

რა ვიცი,შემტევო ფეხბურთი უყვარსო,მაგრამ "შტურმი" მისი ხამძღვანელობით სულ უფრო უარეს შედეგს აჩვენებს და სულ უფრო ნაკლები ბურთი გააქვს.(შეადარეთ 2014-15-16 წლები)ისედაც 10 გუნდიან ჩენპიონატში ძლივს მე-5 ადგილზე გავიდა.გერმანიაში 1 სეზონი იმწვრთნელა.რა ვიცი,ასე მგონია რომ უფრო საშუალო ხარისხის ,საშუალო კლუბის,საშუალო შესაძლებლობების მწვრთნელს წააგავს.საქმე პირად ურთიერთობებთან ხომ არა გვაქვს?

• gizog

როგორც მახსოვს არგენტინელი მწვრთნელი გვყავდა უკვე, და ნამდვილად დიდი ფეხბურთელის, რომელზეც უნდა აწყობილიყო გუნდი, მალხაზ ასათიანის ნაკრებიდან მოკვეთით დაგვამახსოვრა მხოლოდ თავი.

• giorgi

მწვრთნელი კი გვყავდა, თამაშსაც დაეტყო რაღაცა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ არ მოაშორა კახამ განაცხადს არც ბაჩანა და გელაშვილიც დაასახელა იმედი გადამეწურა მომავალი წარმატების. განიხილეთ რა რომელიმე ბრაზილიელი, არგენტინელი ან მექსიკელი იქნებ გვეშველოს, თანაც კარგ ფეხბურთს თამაშობენ ყველამ ვიცით...???

• Ника

Амати тамашис куребас гуцаевис сахелис да гварис гагонеба мирчевниа данишнет гуцаеви

• ლაშა

მშვენიერი მწვრთნელი გვყავდა, თან ქართველი და ძალით გააგდეს ...

• giorgi

რაგბის მაგალითი ავიღოთ - მწვრთნელი სადაურია? იქნებ ერთხელ მოგვესინჯა ან ბრაზილიელი, ან არგენტინელი, მექსიკელი, არა მგონია ძვირი დაგვიჯდეს... რა აზრის ხართ ამ წინადადებაზე?

• Giorgi567

გეგუჩაძე არ ჯობია ვითომ ამას?

• Giorgi567

კარგი მწვრთნელი უმუშევარი არ იქნება

• giorgi

რა ფოდა ხალხო გადაირიეთ? საქართველოს ეხლა რომ აქვს შანსი ჯგუფიდან გასვლისა, არასოდეს არ ქონია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ ისეთ არჩევანს გააკეთებენ ნერვები დაგვაწყდება და კვლავ უშედეგობა იქნება სახეზე.თუ უცხოელს ეძებთ დამსახურებების გარეშე მწვრთნელი არ უნდა შეარჩიოთ, რა მიუძღვის ფოდას ასეთი ეროვნულის თავკაცის რანგში რო დაასახელო? - არაფერი!!!!

• NMN789

ავშენდით!კობი ...

• gela

მიკვირს სად ნახულობს კობი ამდენ უმუშევარ ტრეინერებს

• c

რაღა გვიჭირს :)

• baggio

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ორა მკერძოებულად მიანიშნებთ დინამოს მეხოტბე ები ხარტ არც ეხლა არის 1981 წელი და არც დინამო უყცართ რეგიონებსი და ბოლოს იმ კლუბს რომელსაც სახლის თამაშებზე 100 ადამიანიც არ ესწრება ამ დიდებაზე და ქებაზე დაწერა და ტუნდაც გამოთქმა მინიმუმ უნდა გრცხვენოდეთ 1

• nnnnn

ნუთუ ვინმე ფიქროიბს რომ ეს კარგი კანდიდატურაა? კარგით რა

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში

"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში

მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია

ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა

სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა

ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში

ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა

ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს

კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს

ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი გადადგება

დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ 8 ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ

გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს

ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ავსტრიის ნაკრები ფრანკო ფოდას ჩააბარეს

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ლადო ბურდული: თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები

გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ავსტრიული მედია: არის კი მიმზიდველი ფრანკო ფოდასთვის საქართველოს ნაკრები?

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?

"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა

TimeLine: ნაკრების ბედი ოღონდ თუთიყუშს არ მივანდოთ

ბოლნისის "სიონი" გიორგი ადამიას და ილია კანდელაკს იმატებს

სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება