სუპერლიგის 21-ე ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "მგზავრები" და "აკადემია" შეხვდნენ
სუპერლიგის 21-ე ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "მგზავრები" და "აკადემია" შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" მეტოქე დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე - 91:77 დაამარცხეს.

პირველ ტაიმს არ ეტყობოდა, რომ მატჩი საბოლოოდ ასე დიდი სხვაობით დასრულდებოდა. "აკადემია" ტოლს არ უდებდა მეტოქეს და ხან გალიდერდებოდა, ხანაც თუ ჩამორჩებოდა - რამდენიმე ქულით. დიდი შესვენება "მგზავრების" 5-ქულიანი ლიდერობით დასრულდა, რის შემდეგაც ბერიშვილის გუნდი მატჩის სადავეებს ბოლომდე დაეპატრონა და ისეთ უპირატესობას დაეუფლა, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

კახა ჯინჭარაძის, კენდალ უილიამსის, კაჰიმ რენსომისა და რეჯი მერფის მექულეობით "მგზავრებმა" მესამე პერიოდი 25:12 მოიგეს და მათმა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩის ბოლო 5-7 წუთს აზრი აღარ ჰქონდა. "მგზავრები" დამაჯერებლად ფლობდნენ უპირატესობას, ხოლო "აკადემიას" თითოეული ბურთის ჩაგდება ძვირად უღირდა და ასეთ სიტუაციაში წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი იყო.

საბოლოოდ "მგზავრებმა" 91:77 იმარჯვეს და ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს. თუმცა "სოხუმს" ამ ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს და სამშაბათს, ბათუმში ითამაშებს. "მგზავრებს 22 ქულით ჯინჭარაძემ ულიდერა. 21 ქულა დააგროვა უილიამსმა, ხოლო რეჯი მერფიმ (15 ქულა, 12 მოხსნა) და კაჰიმ რენსომმა (14, 12) შეხვედრა ორმაგი დუბლებით დაასრულეს.

მატჩის შემდგომ ორივე მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

გია კაზანჯიანი ("აკადემიას" მთავარი მწვრთნელი): ფარს ისევ ვაგებთ და ასეთ პირობებში წარმატებაზე ფიქრი ძნელია. საბოლოოდ, მეტოქემ ჩვენზე 17-ით მეტი ბურთი მოხსნა, თამაშის მსვლელობისას კი ამ კომპონენტში 20-ზე მეტით ჩამოვრჩებოდით. სიმაღლეში მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა და ბრძოლაა საჭირო. 35 წუთის განმავლობაში 1 სამქულიანი გვქონდა ჩაგდებული, რამდენიმე შორი სროლა ბოლოს ჩავაგდეთ. "მგზავრები" ძალიან სწრაფი და შეკრული გუნდია და დღეს დამსახურებულად გაიმარჯვა.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი): კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში დასახულ გეგმას გადავუხვიეთ და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში აგვერია, საბოლოოდ მაინც დავლაგდით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანი უცვლელია, ვაგრძელებთ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას და იმედი მაქვს, მომავალ მატჩებშიც შევძლებთ ამ მიზნის განხორციელებისთვის საჭირო გამარჯვებების მოპოვებას.

მომზადებულია superleague.ge-ს მხიედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
სუპერლიგა 2016/17. XXVIII ტური: "კაკტუსმა" "ქუთაისი" რუსთავში გაინაღდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ