უკბინა თუ არა კოშტამ გარეთ ბერის?
"კრისტალ პალასი" 21-წლიანი პაუზის მერე პირველად გავიდა თასის ნახევარფინალში. "არწივები" კრიზისში არიან და პრემიერლიგაში ბოლოს როდის მოიგეს, თავადაც აღარ ახსოვთ, მაგრამ ჩემპიონშიპის მკვიდრ "რედინგთან" თავისის მიღწევა მაინც შეძლეს.

თუმცა ალან პარდიუს კლუბმა "მადეისკიზე" გვარიანად იწვალა. ყველაფერი 85-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ჯეიკ კუპერმა იანიკ ბოლაზი წააქცია და წითელი ბარათი და პენალტი ერთად აიკიდა. კაბაიმ თერთმეტმეტრიანი გარდასახა, ხოლო მერე ფრეიზერ კემპბელმა გატეხილ მეტოქეს მეორეც შეუგდო.

ბოლოსკენ გადაწყდა ყველაფერი "გუდისონ პარკზეც", სადაც როს ბარკლი ორჯერ მოგვევლინა ასისტენტად, ხოლო რომელუ ლუკაკუმ ორჯერ უსახსოვრა გოლი ყოფილ გუნდს და "ევერტონს" შემდეგ ეტაპზე გაუძღვა.

იხილეთ ვიდეო: ევერტონი-ჩელსი 2:0

84-ე წუთზე ანერვიულებული დიეგო კოშტა გარეთ ბერის გაექაჩა და კისერში სწვდა. ვიდეოგამეორებებზე ისე ჩანდა, რომ მან ბერის უკბინა, მაგრამ თავად ფეხბურთელები ამას უარყოფენ და გამოდის, რომ ბრაზილიელი მეტოქეს ეამბორა... ასეა თუ ისე, კოშტა გააძევეს და როგორც ჩანს, მან ბერისაც რაღაც გადასდო, რადგან ცოტა ხანში "კანფეტების" ნახევარმცველმაც გააგდებინა თავი არბიტრს.

იხილეთ ვიდეო: დიეგო კოშტამ გარეთ ბერის უკბინა

"არსენალი" ვერ გახდება საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ის გუნდი, რომელიც პირველად მოახერხებს ასოციაციის თასის მიჯრით მესამედ მოგებას.

არსენ ვენგერმა საბრძოლო შემადგენლობით კი ითამაშა, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესის კერკეტ კაკალ "უოტფორდთან" მაინც წააგო, თანაც საკუთარ "ემირატებზე". ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა, ოდიონ იგალომ გარკვეული პაუზის მერე გატანა ისევ შეძლო და ნიგერიელმა უოტფორდელები წინ გაიყვანა.

ცოტა ხანში კი გედიურამ ყუმბარისებური დარტყმით დაცხრილა დავიდ ოსპინა. ორივე შემთხვევაში ასისტენტი ტროი დინი გახლდათ. "მეთოფეებმა" ერთი ის შეძლეს, რომ შეცვლაზე შესულმა დენი უელბეკმა ერთი ბურთი გაქვითა და სულ ბოლოს კიდევ ერთი მშვენიერი შანსი გაანიავა, თორემ "არსენალი" კიდევ ერთ გადათამაშებას ითამაშებდა.

იხილეთ ვიდეო

სამაგიეროდ, გადათამაშება იქნება "მანჩესტერსა" და "ვესტ ჰემს" შორის. "ჩაქუჩები" "ოლდ ტრაფორდზე" დიმიტრი პაიეს ულამაზესი ჯარიმით იგებდნენ და კარგადაც გამოიყურებოდნენ, მაგრამ ანტონი მარსიალის გოლით ლუი ვან გაალის გუნდმა თამაშის გადარჩენა მოახერხა და ბოლოს კინაღამ მოიგო კიდეც.

თუმცა გაშვებულის მერე შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, მაიკლ ანტონიოს დავიდ დე ხეამ საოცარი ბურთი მოუხსნა, პაიეს წაქცევისთვის კი, ლონდონელთა აზრით, აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ამ თამაშით "წითელ ეშმაკებს" "ბოლეინ გრაუნდზე" ძალიან გაუჭირდებათ.

იხილეთ ვიდეო

რედინგი-კრ. პალასი 0:2

გოლები: 0:1 კაბაი (86-პენ.), 0:2 ფ. კემპბელი (90+4)

გაძევება: კუპერი (85. რედინგი)

ევერტონი-ჩელსი 2:0

გოლები: 1:0 ლუკაკუ (77), 2:0 ლუკაკუ (82)

გაძევება: დიეგო კოსტა (84. ჩელსი)

არსენალი-უოტფორდი 1:2

გოლები: 0:1 იგალო (50), 0:2 გედიურა (63), 1:2 უელბეკი (88)

მანჩესტერი-ვესტ ჰემი 1:1

გოლები: 0:1 პაიე (68), 1:1 მარსიალი (83)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს