რეიტინგის ლიდერს ვინმე ფრატანჯელოსთან გაუჭირდა
ქალებს შორის ინდიან უელსის ტურნირზე მესამე წრე დაიწყო. და წინა დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და სენსაციები არ ყოფილა.

მოქმედმა ჩემპიონმა სიმონა ჰალეპმა ორ სეტში მოუგო რუს ეკატერინა მაკაროვას. ორივე ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო მატჩი და გადამწყვეტი აღმოჩნდა რუმინელის მიერ მეექვსე გეიმში შესრულებული ბრეიკი. მაკაროვას თამაში მოიშალა და რუსმა ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო. მართალია, მან გონს მოსვლა მოასწრო და ბოლოსკენ გაიბრძოლა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო - 2:6, 4:6.

ჰალეპის შემდეგი მეტოქე ბარბორა სტრიკოვა იქნება, რომელმაც წელს დუბაის ტურნირის ფინალამდე მიაღწია და ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალში გავიდა.

წინააღმდეგობა შეხვდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს იულია პუტინცევასგან. პირველ პარტიაში, ყაზახს ორჯერ ჰქონდა სეტზე ჩაწოდების შანსი, მაგრამ სერენამ ტაი-ბეიკამდე მიიყვანა საქმე და იქ დომინირებდა - 7:2. მეორე სეტში კი ამერიკელმა გაისეირნა - 6:0.

პუტინცევა თავის ხანმოკლე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. იანვარში მან ავსტრალიის ღიაზე კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა და მესამე წრემდე მიაღწია. რაც შეეხება სერენას, მერვედფინალში მისი მეტოქე უკრაინელი კატერინა ბონდარენკო იქნება.

ისევ სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს პეტრა კვიტოვას. მერვე ნომერმა ბოლოსკენ გატეხა შვედი იოჰანა ლარსონის წინააღმდეგობა - 6:3, 4:6, 7:5.

მამაკაცებს შორის დასრულდა მეორე წრე. გაიმართა 16 მატჩი და 14-მა განთესილმა გააღწია 1/16 ფინალში. ორი გამონაკლისი იყო: მე-19 ნომერი ბენუა პერი და 23-ე გრიგორ დიმიტროვი, რომლებმაც, შესაბამისად, ადრიან მანარინოსთან და ალექსანდრ ზვერევთან წააგეს, რაც სულაც არ უნდა განვიხილოთ სენსაციად.

სენსაცია შეიძლებოდა სხვა მატჩში მომხდარიყო. პრინციპში, ის, რომ 22 წლის ამერიკელმა ბიორნ ფრატანჯელომ მსოფლიოს პირველ ნომერს ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი სეტი 6:2 მოუგო, უკვე სენსაციაა. ფრატანჯელომ პირველ წრეში TOP50-ის წევრი, რუსი თეიმურაზ გაბაშვილი დაამარცხა და ეს იყო მისი პირველი მოგება ATP-ის ტურში. და მომდევნო მატჩში, სერბ ვარსკვლავს საწყის სეტში მხოლოდ ორი გეიმი დაანება.

ჯოკოვიჩი მართლაც საშინლად გამოიყურებოდა პირველ პარტიაში - 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა და საკუთარ მოწოდებაზე გათამაშებული 23 ბურთიდან მხოლოდ 12 მოიგო. გარდა ამისა, სამიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

მეორე სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. 25 წუთში ნოვაკმა 17-დან 16 ქულა აიღო საკუთარ მოწოდებაზე და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა - 6:1. ფრატანჯელო ასე იოლად არ დანებდა კლასიფიკაციის ლიდერს. მართალია, მესამე სეტის სტარტზე საკუთარი მოწოდება დათმო, მაგრამ მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა. თუმცა, 2:2-ზე ჯოკოვიჩმა მორიგი ბრეიკი მიითვალა და 6:2 მოიგო პარტია.

ნოვაკის შემდეგი მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება. მან 45 წუთში გაანადგურა ამერიკელი დენის კუდლა - 6:0, 6:1. კოლშრაიბერმა პირველი მოწოდებით ქულების 86 პროცენტი აიღო. ჯოკოვიჩთან მისი ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 7:1 სერბის სასარგებლოდ.

მოიგო პირველი მატჩი ინდიან უელსის "მასტერსის" სამგზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, თუმცა ისევ ვერ აჩვენა დამაჯერებელი თამაში. მან 14 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ჟილ მიულერს და 11 მოიგერია. ესპანელმა ორ საათსა და 14 წუთში გაინაღდა 1/16 ფინალში თამაში - 6:2, 2:6, 6:4.

ძალიან საინტერესო იქნება ნადალის მომდევნო შეხვედრა. რაფას ხვდება წყვილებში მისი ამჟამინდელი პარტნიორი ფერნანდო ვერდასკო. წელს ეს ჩოგბურთელები ავსტრალიის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ვერდასკომ ხუთ სეტში მოიგო.

ქალები

1/16 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-იულია პუტინცევა (ყაზ) 7:6(2), 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 32) 6:2, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30) 6:2, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 4:6, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 19)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:0, 6:1; ნიკოლ გიბსი (აშშ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:0, 6:4; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-ლესია ცურენკო (უკრ) 3:6, 6:4, 7:6(7); ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ)-კურუმი ნარა (იაპ) 3:6, 6:1, 6:2.

კაცები

II წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბიორნ ფრატანჯელო (აშშ) 2:6, 6:1, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:2, 2:6, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:3; ჟო- ვიფლრიდ ცონგა (საფ, 7)-ვენსან მილო (საფ) 7:5, 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 9)-ანდრეას სეპი (იტა) 7:6(1), 6:4; დომინიკ ტიმი (ავსტრია, 11)-ჟოზეფ კოვალიკი (სლოვაკ) 7:6(4), 7:6(3); რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)-მიხაილ იუჟნი (რუს) უარი; ჟილ სიმონი (საფ, 16)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 1:6, 6:0, 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:2, 6:2; ადრიან მანარინო (საფ)-ბენუა პერი (საფ, 19) 6:1, 6:3; ჯეკ სოკი (აშშ, 21)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:2, 6:4; ალექსანდრ ზვერევი (გერ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 23) 6:4, 3:6, 7:5; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-მარტინ კლიჟანი (სლოვენ, 25) 5:3 უარი; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-დენის კუდლა (აშშ) 6:0, 6:1; სტივ ჯონსონი (აშშ, 30)-ჯონ მილმენი (აშშ) 6:4, 6:2; სემ კუერი (აშშ, 31)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 7:6(5), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
ავსტრალიის ღია პირველობა: კიდევ ერთი სენსაცია
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
ინდიან უელსი: სასწაულების დღე