ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
თბილისური ელიტრაუნდის მეორე მატჩში იტალიამ რუსეთი გაანადგურა. აპენინელთა თამაშის ცქერა ერთი დიდი სიამოვნება იყო. აქვე, გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ჩვენ წინ დაიბადა ნაღდი ვარსკვლავი - თუ შავკანიან ბიოტი მოისეს კინს საქმე კარგად წაუვიდა, აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს...

მე-2 წუთზე იტალია მეტობაში დარჩა. რუსთა მეკარემ და კაპიტანმა მატვეი საფონოვმა "ბოლო იმედის" ჯარიმით შეაჩერა მასთან პირისპირ გასული მარკო ოლივიერი. ბერძენმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, დამნაშავე კი მინდვრიდან გააძევა.

ჯარიმა იმდენად აშკარა იყო, თვით რუსებსაც კი არ გამოუხატავთ პროტესტი...

პატარა "სკუადრა აძურას" კაპიტანმა ფილიპო მელეგონიმ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მშვიდად აღასრულა.

მერე იყო იტალიელთა უამრავი მომენტი, კინის ორი გოლი (ამათგან, ერთი - ულამაზესი)... რუსთა რბევა კი ანდრეა პინამონტიმ დაასრულა.

რუსებს ერთადერთი შანსი მე-8 წუთზე ჰქონდათ. იტალია კლასით იმდენად მაღლა იდგა მეტოქეზე, არა გვგონია, ანგარიშში სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, რუსეთს 11 ფეხბურთელით რომ ეთამაშა...

რუსეთი ჩვენი მომდევნო მეტოქეა. ამ გუნდთან გამარჯვება აშკარად შეიძლება.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)

რუსეთი-იტალია 0:4

გოლები: 0:1 მელეგონი (5), 0:2 კინი (25), 0:3 კინი (66), 0:4 პინამონტი (73)

რუსეთი: საფონოვი, გოლუბევი, ბოროდინი, ვოლკოვი, ისაევი, უტკინი (41. ვოლოდნინი), სულეიმანოვი (4. კოსარევსკი), რუდენკო (58. იგნატიევი), ლაცევიჩი, გრულიოვი, ლუკიანჩიკოვი.

სათადარიგოები: პაცევი, იაკოვლევი, გორბუნინი

მწვრთნელი: სერგეი მატვეევი

იტალია: პლიცარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტონი, ძანანდრეა (15. პელეგრინი), ოლივიერი (78. სეტოლა), მელეგონი, მილიტარი, ფრატეზი, პინამონტი, კინი (75. გორი).

სათადარიგო: კოპოლა

მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო

გაფრთხილება: რუდენკო (36), ბელანოვა (53), ლაცევიჩი (67), ლუკიანჩიკოვი (69)

გაძევება: საფონოვი (2)

არბიტრი: გ. კიზასი (საბერძნეთი)

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"

ბოსნია-საქართველო 2:1

გოლები: 0:1 ივანიაძე (15), 1:1 რეშიჩი (17), 2:1კოვაჩი (75)

დარჩენილი მატჩები

17 მარტი

14:00 რუსეთი-საქართველო ("მიხეილ მესხი")

16:00 იტალია-ბოსნია ("მიხეილ მესხი", სათ)

20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)

14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
პოლიტიკა რატო ერევა ფეხბურთში მუჯირი ხეჩიგშვილი ვასკას არ მისაცეს საშულება თავისი აზრით ემოქმედა ვასკა ისინი გვერდზე დგანან შენ ხარ მწვრთნელი და გვაინტერესებს შენი კომენტარი ამ საშინელებაზე რაც 17 წ შჭირთ და რაც გვაჩვენეს ხალხის ნერვებზე ითამაშეთ რა გენაგვლებათ დაჯექით და შჭამეთ 250 მილიონი ვინ შეგამოწმებთ ვინ შეგიშლით ხელს ვაი საწყალო ხალხო სად მიდის ჩვენი ფულები
nodar
guldasackvetia rodesac politikastan gaigivebul fexburtis federaciis shida intrigebs cartuli fexburti da misi momavali ecireba. u-17 shemtxvevashic ase xdeba, arveladzes miakoles avsajanishvili mas ki 35 skolis activi tavisi kapitanit.
m/m
და რო მოვუგოთ ამ იტალიას მერე რა..
ლევანი
გუშინ სამსახურის გამო ვერც ჩვენების და ვერც ამ თამაშს ვერ დავესწარი, თუმცა ორივე მატჩზე იყო ჩემი მეგობარი, რომელიც ნამდვილი საფეხბურთო გურმანია და სწორედ ის მითხრა, რაც თქვენ გიწერიათ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ნაკრების შემთხვევაში, სწორედ რომ საქმის გართულებასთან გვქონდა საქმე. ჩვენები ცდილობდბენ იმას, რაც არაა საჭირო თანამედროვე ფეხბურთში და აკეთებდნენ იმას, რასაც მოწინავე ნაკრებები, უბრალოდ, სხვანაირად აკეთებენო. მანვე მითხრა, რომ იტალია იმდენად წინაა ქვეჯგუფის დანარჩენ წევრებზე, მხოლოდ რაიმე სასიკეთოს სწავლა თუ შეიძლება მათგან, თორემ შედეგი და გამარჯვება ამ უაღრესად გამართულ ნაკრებთან - უტოპიას უფრო განეკუთვნებაო. ჩემი კომენტარი კი იმიტომ დავწერე, რომ მეგობრის საფეხბურთო ხედვაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა ერთ-ერთში ემთხვევა მისი ნათქვამი და ჟურნალისტის ნააზრევი.
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება