მანჩესტერული, ლონდონური და ჩრდილოური
ბოლო წლების გათვალისწინებით, მანჩესტერულ კლუბებს არნახული დღე დაუდგათ, ისინი ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენს ნიშნავს ახლა ეს მანჩესტერული დერბი, რომელსაც "სიტი" და "იუნაიტედი" "ეტიჰადზე" გამართავენ.

მანჩესტერული დერბი

ამჟამად ორივეს არასახარბიელო პერიოდი უდგას, ორივეს საკადრო პრობლემები აწუხებს და ორივეს მთავარ მწვრთნელზე დიდი ზეწოლაა - ის, რომ მანუელ პელეგრინი მიდის ოფიციალურად დადასტრებულია, ხოლო ის, რომ ლუი ვან გალს "ოლდ ტრაფორდზე" დიდი დღე არ უწერია, ეჭვგარეშეა.

"სიტიმ" ძალიან არადამაჯერებელი სერია გამოაცხო, "ქალაქელებს" უკანასკნელი 5 ტურიდან მხოლოდ ერთხელ აქვთ გამარჯვება მოპოვებული, ისიც ბირმინგემის "ასტონ ვილასთან". თუ "სიტი" წააგებს, შესანიშნავად მოთამაშე "ვესტ ჰემს" გადასწრების შანსი მიეცემა, ხოლო "მანჩესტერი" ქულაში მოახლოვდება.

"იუნაიტედი" კი ძალიან არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ, თითქოს, ასეთ პრინციპულ შეხვედრებში ვან გაალს ცოტათი უმართლებს ხოლმე და ჰოლანდიელი, ალბათ, ამჯერადაც თავისი აბდაუბდა ექსპერიმენტებისა და ყისმათის იმედზე იქნება.

ლონდონური დერბი

ნახსენებ "ვესტ ჰემს" მანჩესტერულ დერბიმდე უკვე გადატანილი ექნება ლონდონური დერბი. სლავენ ბილიჩის გუნდი მართლაც კარგია, დიმიტრი პაიე და მისი მეგობრები შესაშურად ბურთაობენ, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" მოგება ადვილი მაინც არ იქნება.

შეიძლება "ჩელსი" ძალიან ჩამორჩება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, გუს ჰიდინკი პრემიერლიგაში ჯერჯერობით არ აგებს, სარეკორდო მსვლელობის გაგრძელებაც ენდომება და თან "ლურჯებს" ამ სეზონში მეტი აღარც არაფერი დარჩენიათ ჩემპიონთა ლიგიდან და ასოციაციის თასიდან მიყოლებით გამოვარდნის შემდეგ.

ლიდერი და მდევარი

კიდევ ერთმა დედაქალაქურმა გუნდმა "არსენალმა" აუცილებლად უნდა ისარგებლოს კონკურენტების ასეთი მძიმე სიტუაციითა და თამაშებით, მაგრამ ვაი რომ, არსენ ვენგერსაც არ ელოდება გასეირნება.

"მეთოფეები" "გუდისონ პარკზე" ჩადიან და "ევერტონი" კი არის სრულიად არაპროგნოზირებადი გუნდი, რომელიც კარგ სეზონს ვერ ატარებს, მაგრამ "კანფეტებმა" თუ თავიანთი თამაში დაიჭირეს ნებისმიერს გაამწარებენ, მით უმეტეს, არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ "არსენალს".

"ბობოლებზე" საუბარმა არ მიგვავიწყოს ლიდერები და ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი მთავარი გუნდი. კლაუდიო რანიერის "ლესტერი" "კრისტალ პალასს" სტუმრობს, რომელსაც 12 ტურია, არ მოუგია (4 ფრე, 8 წაგება) და, თითქოს, "მელიებმა" უპრობლემოდ უნდა იმარჯვონ, მაგრამ, თავადაც ხვდებით, რომ საქმე ისე მარტივად არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დაჭრილი "არწივები" "მელიების" დაკორტნას შეეცდებიან.

ექვსქულიანები

ზედიზედ სამი მოგების მერე, "ბორნმუთმა" თითქმის გაინაღდა პრემიერლიგაში დარჩენა. "ალუბლები" თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ. თუმცა, ედი ჰაუ "ტოტენჰემისთვის" 3 ქულის ჩუქებას სულაც არ გეგმავს და მისი "ალუბლები" "უაით ჰართ ლეინზე" ბოლომდე იბრძოლებენ.

მეორე მხრივ, "დეზებს" მოგების გარდა სხვა გზა არ აქვთ, გუნდს ჩემპიონობის ისტორიული შანსი აქვს, ლესტერშირელები უფრო წინ აღარ უნდა გაუშვას და თან ამის მერე, მაურისიო პოჩეტინოს ორმაგად რთული კალენდარი აქვს - გასვლა "ლივერპულთან", შინ "მანჩესტერი" და სტუმრობა "სტოკთან".

"სუონსიმ" "ლიბერთიზე", წესით, უპრობლემოდ უნდა მოუგოს "ასტონ ვილას" და ცოტა თამამად ამოისუნთქოს. საკუთარი კედლებითა და იგალო-დინის წყვილით შეიარაღებული "უოტფორდი" მარკ ჰიუზის "სტოკს" ჩაყლაპვას უპირებს.

ბოროტი და დაუნდობელი ტონი პულისი შეეცდება კრიზისში მყოფი "ნორვიჩი" დაიბრიყვოს და მორიგი 3 ქულა ჩაიჯიბოს, მაგრამ ალექს ნილმა იცის, რომ ეს მისი ერთ-ერთი ან სულაც ბოლო შანსია. იურგენ კლოპს კი ექსსაუთჰემპტონელების ჩათვლით, თავისი ამალა "საუთჰემპტონთან" "სენტ მერიზე" საჭიდაოდ ჩაჰყავს.

ჩრდილოური დერბი

სულ ბოლოს კი კიდევ ერთი დერბი გამოვარჩიოთ, ბებერი და ტკბილი ტაინ-უირის დერბი. "სენტ ჯეიმს პარკზე" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება.

"სანდერლენდს" ისტორიული მსვლელობა აქვს - ზედიზედ 6-ჯერ ჰყავს "ნიუკასლი" დამარცხებული და 8 დერბია, არ აგებს. "კაჭკაჭების" თავკაცის პოსტზე კი უკვე შედგა რაფაელ ბენიტესის დებიუტი.

მის ხელში ჯორდებმა არც ისე ცუდად იომეს ლიდერ "ლესტერთან" ახლა კი თავისი სახელისა და პრესტიჟის დასაბრუნებლად პრემიერლიგაში დაბრუნებული ბენიტესი პრესტიჟული გამარჯვების მოპოვებას ეცდება, რაც შეიძლება მისი გუნდისთვის გარდამტეხი გამოდგეს.

შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდის" ბოლო ოთხმა მწვრთნელმა თავისი სადებიუტო მატჩი წააგო, მეორე შეხვედრა კი "ნიუკასლთან" დებრი იყო ხოლმე და იმ მატჩს სპეციალისტები იგებდნენ. "შავი კატების" ბანაკში დამკვიდრებული ეს "ზაზუნას დღე" ახლა რაფამ ნიუკასლელებისკენ უნდა გადმოჭიმოს.

შაბათი. 19 მარტი

ევერტონი-არსენალი 16:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კლევერლი, გიბსონი, ბრაუნინგი, ჰიბერტი - კოშელნი, კასორლა, ჩეხი, უილშირი, რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯენკინსონი

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 189 თამაში: +55 =42 -92 (229-309)

კრ. პალასი-ლესტერი 19:00

დისკვალიფიკა: არავინ

ტრავმა: ვიქჰემი, მაკარტური -

ბოლო 6 მატჩი

+0 =2 -4 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +5 =4 -4 (12-11)

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ევანსი, ბრანტი - ბრეიდი, ნეისმიტი, უისდომი, ტეტი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +0 =2 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +10 =7 -10 (27-28)

უოტფორდი-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ეკსტრანდი, ჯილმარტინი - ჯონსონი, გივენი, უილსონი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +6 =0 -1 (14-5)

ჩელსი-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტერი, ფალკაო, ზუმა -

ბოლო 6 მატჩი

+3 =3 -0 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 89 თამაში: +37 =18 -34 (146-137)

სუონსი-ასტონ ვილა 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - გრილიში, სანჩესი, ამავი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =0 -5

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +7 =3 -3 (2-2)

კვირა. 20 მარტი

საუთჰემპტონი-ლივერპული 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოსტინი, გარდოში, როდრიგესი - როსიტერი, ლუკასი, გომესი, ინგსი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 77 თამაში: +20 =19 -38 (85-119)

ნიუკასლი-სანდერლენდი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოლოჩინი, ტონი, მბემბა, მბაბუ, სისე, აიდარა, კრული - კატერმოლი, უოტმორი, ლენსი

ბოლო 6 მატჩი

+1 =0 -5 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 125 თამაში: +46 =36 -43 (194-192)

ტოტენჰემი-ბორნმუთი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვერტონგენი, ნ’ჟიე - არტერი, სტანისლასი, უილსონი, მინგსი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (5-1)

სიტი-მანჩესტერი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იაია ტურე, დელფი, ნასრი, დე ბრუინი - ლავი, ბორტვიკ-ჯექსონი, კინი, რუნი, ჯონსი, იანგი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 141 თამაში: +41 =46 -54 (196-198)

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს