ქართველი ლეგიონერის "დალასს" მორიგ მატჩში დიდი გამომცდელი ჰყავდა
ქართველი ლეგიონერის ზაზა ფაჩულიას "დალასს" მორიგ მატჩში დიდი გამომცდელი ჰყავდა. "მავერიკსმა" ლიგის ლიდერსა და ყველაზე სახიფათო გუნდს უმასპინძლა, რომელსაც წინა დალასური შეხვედრა 30 დეკემბერს მოუგო, თუმცა "გოლდენ სტეიტთან" ამჯერად უშანსოდ იყო.

სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა ჯამში 70 ქულა მიითვალეს და ოკლენდელებს დალასში იოლი გამარჯვება მოაპოვებინეს - 130:112. ამ შედეგზე დასაფიქრებელი კი ისაა, რომ ტრავმის მიზეზის გარეშე ქართველი ცენტრი უკვე მესამედ სასტარტო ხუთეულში არ იყო. ფაჩულია სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 3 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ფაჩულიას სათამაშო დროის შემცირება სავარაუდოდ დევიდ ლის უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც "დალასში" 1 თვის წინ მივიდა. ის სათადარიგოთა სკამიდან შედის მოედანზე და საშუალოდ 25 წუთს თამაშობს. დღევანდელ მატჩში ლიმ 27 წუთი ითამაშა და 16-16 ქულა-მოხსნა მიითვალა. "დალასი" კი აგრძელებს დაბალი ხუთეულით თამაშს, სადაც 1 ცვლილება განხორციელდა: ზაზა ფაჩულიას ნაცვლად იქ გამთამაშებელი, რეიმონდ ფელტონმა ჩაჯდა.

წარუმატებელი მატჩების სერიის შემდეგ დალასელები დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე დაეშვნენ და ქვევიდან "იუტაა" ჩასაფრებული, რომელსაც ფაჩულიას გუნდამდე 1 მოგება აშორებს. მოგეხსენებათ, პლეი ოფში თითოეული კონფერენციიდან 8 საუკეთესო გუნდი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დალასელებს იქ მოსახვედრად რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 13 მატჩში დიდი ბრძოლა მოელით. 21 მარტს "მავერიკსი" ერთ-ერთ კონკურენტ "პორტლენდს" მასპინძლობს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ