საქართველოს მორაგებთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას შეუდგა

საქართველოს მორაგებთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მომავალი მეტოქე 12 თებერვალს ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც პირველ ტურში შინ წააგო რუსეთის ნაკრებთან - 24:28.

"ბორჯღალოსნები" ტრადიციულად სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდნენ. გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. პირველ ტურში, უკრაინასთან მატჩში დაშავდა მესამეხაზელი ბესიკ უდესიანი (მაკონი), მის ნაცვლად რიჩი დიქსონმა რუმინეთის "ფარულის" მოთამაშე ლაშა თავართქილაძეს უხმო.

ფრანგულ კლუბებთან შეთანხმების საფუძველზე ნაკრების ბანაკი დატოვეს პირველხაზელებმა, დავით ზირაქაშვილმა (კლერმონი) და დავით ხინჩაგიშვილმა (ბრივი). მათ ნაცვლად ნაკრების კვართს მოირგებენ ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი) და ბექა შეყლაშვილი (აჟენი).

საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ასევე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება მეორეხაზელი ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი). ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). დიქსონმა ესპანელებთან სათამაშოდ იხმო ქუთაისის "აიას" გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ვასილ კაკოვინი (ბრივი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი/ყოჩები).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი)

მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ლაშა თავართქილაძე (ფარული), ზივიად მაისურაძე (ლოკომოტივი).

#9: ბიძინა სამხარაძე (სტიაუა), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი)

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი გიორგაძე (ლავორი).

#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)

#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია).

II ტური, 12 თებერვალი

საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუმინეთი.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა