იოახიმ ლიოვის შეგირდები 26 მარტს ბერლინში ინგლისს უმასპინძლებენ, ხოლო 29 მარტს მიუნხენში იტალიის ნაკრებს მიიღებენ
როგორც იცით, გერმანიის ნაკრებს მარტის მიწურულს ორი ამხანაგური მატჩი აქვს: იოახიმ ლიოვის შეგირდები 26 მარტს ბერლინში ინგლისს უმასპინძლებენ, ხოლო 29 მარტს მიუნხენში იტალიის ნაკრებს მიიღებენ. ლიოვმა ამ ორი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მის განაცხადში ორი სიურპრიზია:

გერმანიის ნაკრებში პირველადაა გამოძახებული ჯონათან თაა, მარიო გომესი კი ბუნდესგუნდში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

თაასთან და გომესთან ერთად, ლიოვმა ნაკრებში ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოიძახა. რაც შეეხება თაას: "ლევერკუზენის" მცველის ნაკრებში გამოძახების მთავარი მიზეზები ჯერომ ბოატენგის, ჰოლგერ ბადშტუბერისა და ბენედიქტ ჰიოვედესის ტრავმებია. "ჯონათან თაას დიდი ხანია ვაკვირდები და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ მან ეს შანსი დაიმსახურა", - უთხრა ლიოვმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ექსპერტები ელოდნენ, რომ ლიოვი კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმობდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

ბუნდესგუნდში გამოჩენის კანდიდატები ლერუა სანე, ჯოშუა კიმიხი, იულიან ვაიგლი და მიტჩელ ვაიზერი იყვნენ, მაგრამ იოგიმ ყველა მათგანზე უარი თქვა. ლიოვის თქმით, ეს ფეხბურთელები ახლა 21-წლამდელთა ნაკრებს უფრო სჭირდება, მაგრამ იოგიმ იქვე დასძინა, მათთვის ევროპის ჩემპიონატის განაცხადის კარი ჯერ კიდევ ღიააო.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), 26 კევინ ტრაპი (პსჟ).

მცველები: შკოდრან მუსტაფი (ვალენსია), იონას ჰექტორი (კიოლნი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ემრე ჩანი (ლივერპული), მათიას გინტერი (დორტმუნდი), ანტონიო რიუდიგერი (რომა), ჯონათან თაა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები: სამი ხედირა (იუვენტუსი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი), მარკო როისი (დორტმუნდი), მაქს კრუზე (ვოლფსბურგი), ტონი კროოსი (რეალი), მარიო გიოტცე (ბაიერნი), კრისტოფ კრამერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი).

თავდამსხმელები: ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გომესი (ბეშიქთაში), კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს