ინდიან უელსის ტურნირი ვიქტორია აზარენკამ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგეს
ინდიან უელსის ტურნირის კვირას, ორი ფინალით დასრულდა. ქალებს შორის გადამწყვეტმა მატჩმა გაამართლა მოლოდინი. ურთიერთშეხვედრებში სერენა უილიამსი 17:3-ს უგებდა ვიქტორია აზარენკას.

ასეთი სხვაობის მიუხედავად, ბელარუსი ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო ამერიკელისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ ვიქტორიამ სერენაზე სამივე გამარჯვება ფინალებში მოიპოვა, თანაც ყველა ჰარდზე. და თუ ახლაც მოიგებდა, გახდებოდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც უმცროსი უილიამსი ოთხჯერ ეყოლებოდა დამარცხებული გადამწყვეტ მატჩებში.

თამაში სერენამ დაიწყო და მომენტალურად დათმო საკუთარი მოწოდება - ორჯერ უკანა ხაზზე შეცდა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. რეალურად, ამერიკელმა თამაში 0:2-ზე დაიწყო, ხოლო სეტის შუაში უკვე ბოლომდე იყო შესული მატჩში. ამერიკელმა ხუთი შანსი მიიღო დაკარგული მოწოდების დასაბრუნებლად, მაგრამ აქ აზარენკა უნდა შევაქოთ, რომელმაც პირველი ჩოგანის მხრიდან უდიდეს ზეწოლას გაუძლო და არც მაშინ ანერვიულდა, როცა სეტზე აწვდიდა - 6:4. სერენას ორჯერ მეტი "ვინერსი" ჰქონდა, მაგრამ 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც დაუშვებელი იყო.

მეორე სეტში აზარენკამ განავრცო უპირატესობა. სერენამ საკუთარი მოწოდება ორმაგი შეცდომის შემდეგ დათმო. მომდევნო გეიმში რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ წააგო საკუთარი გეიმი - 0:3. ამის შემდეგ, აზარენკამ ორი თავისი მოწოდება "მშრალი" ანგარიშით მოიგო და ანგარიში გახდა 5:1.

უილიამსმა ყველანარი ნეგატიური ემოცია 0:3-ზე მოიშორა, როცა ერთი წუთის ინტერვალით ორი ჩოგანი დაამსხვრია. თავდაპირველად, ამან ვერ უშველა, მაგრამ 1:5-სა და 15:30-ზე ჩვეული ძალით ათამაშდა. მან ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, შემდეგ აზარენკამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და სერენას მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულებინა, 4:5-ზე კი უილიამსმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ეს იყო მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ამერიკელი 5:5-ს გახდიდა ანგარიშს, დიდი ალბათობით, ის ფინალს მესამე სეტში გადაიყვანდა.

იმ მომენტში სერენა ფლობდა ინიციატივას. მას არაერთხელ ამოუქაჩავს ასეთი მატჩები, თუნდაც აზარენკას წინააღმდეგ, მაგრამ ბელარუსმა შეძლო მობილიზება და მაღალ დონეზე ჩაატარა ზედიზედ ოთხი გათამაშება - 6:4, 6:4. ვიქტორიამ ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ და მეტოქის ბრეიკ-პოინტებზე: ოთხიდან სამი გამოიყენა და 12-დან 11 მოიგერია.

ბელარუსმა დიდი ნახტომი გააკეთა რეიტინგში: მე-15 ადგილიდან მერვეზე გადავიდა, სერენამ ლიდერობას კი ჯერ არაფერი ემუქრება, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ ტურში ამერიკელის ბატონობის ხანა დასასრულს უახლოვდება: მან წელს უკვე მეორე დიდი ტურნირის ფინალი წააგო.

ქალების ფინალის შემდეგ, მამაკაცებს შორის გადამწყვეტი მატჩის დრო დადგა: ნოვაკ ჯოკოვიჩი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ.

რაფაელ ნადალთან ნახევარფინალში გამოჩნდა, რომ სერბი ტურნირის მსვლელობისას ფორმაში შევიდა და ფინალს კარგად მომზადებული შეხვდა. მას რაონიჩი ხუთიდან ხუთ მატჩში ჰყავდა დამარცხებული, ამიტომაც ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის გამარჯვებაში, თუმცა ასეთ განადგურებას არავინ ელოდა. ფინალში კანადელი მეორე ასეულის მოთამაშეს ჰგავდა, თავად მატჩი კი პირველი წრის თამაშს მოგაგონებდათ.

რაონიჩმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუღია. ამას ისიც დაემატა, რომ კანადელმა ვერ ამუშავა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება.

ჩრდილოამერიკელი აქტიურად თამაშს ცდილობდა, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდა და ნოვაკმა მაშინვე 4:0 წაიყვანა ანგარიში. მან ეს ოთხგეიმიანი უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტში მეტოქის დამცირება ახალ დონეზე ავიდა. ჯოკოვიჩი აკეთებდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა, რაონიჩი კი საშინელი იყო მეორე მოწოდებაზე: 30-დან მხოლოდ სამი მოგებული ბურთი! შედეგად, სერბმა ძალიან იოლ გამარჯვებას მიაღწია - 6:2, 6:0.

"მასტერსის" სერიის ტურნირზე ნოვაკმა 27-ედ იმარჯვა და გაუთანაბრდა აქამდე ერთპიროვნულ ლიდერს რაფაელ ნადალს. გარდა ამისა, სერბმა მეხუთედ მოიგო ინდიან უელსის "მასტერსი", რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

ქალები

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 6:4, 6:4.

კაცები

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 12) 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა