როგორ ემზადება და თამაშობს "ლესტერი"?
პრემიერლიგის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. "ლესტერი" პრემიერლიგაში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია. ფაქტია, კლაუდიო რანიერი რაღაც განსაკუთრებულ მეთოდს ფლობს. როგორ ემზადებიან "მელიები" კონკრეტული მატჩისათვის? ამ საინტერესო თემას ეძღვნება ჩვენი წერილი.

რანიერი ერთი კვირით ადრე იწყებს კონკრეტული მატჩისათვის მომზადებას. მან ეს პროცესი ასე აღწერა:

"ფიზიკური მომზადება ინგლისში იმ დონეზეა, რომ მას დამატებით არ სჭირდება ყურადღების გამახვილება. თამაშები ისე ხშირადაა და ფეხბურთელები ისეთი ინტენსივობით ვარჯიშობენ, რომ ფიზიკურ მომზადებაზე ყველაფერს ვერ ააწყობ. ეს კომპონენტი სხვა გუნდებშიც უმაღლეს დონეზეა.

გადავწყვიტე, რაღაც ახალი შემეთავაზებინა ფეხბურთელებისათვის და საკუთარი თავისათვის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ყველაფერი იდეის გარშემო ამეწყო. ამაზე ქვემოთ.

თუ შაბათს ვთამაშობთ, კვირას ფეხბურთელებს ყოველთვის ვასვენებ. ორშაბათს გუნდს ვავარჯიშებ, ოღონდ ეს არის მსუბუქი ვარჯიში. მე ვიტყოდი, ვარჯიში იტალიურ სტილში. ამ დროს ფეხბურთელის ორგანიზმი უნდა მოემზადოს დატვირთვებისათვის.სამშაბათს გვაქვს ინტენსიური ვარჯიში. ოთხშაბათს გუნდი ისვენებს. ხუთშაბათს ვარჯიში ისევ ინტენსიურია. პარასკევს ვემზადებით თამაშისათვის, შაბათს კი უკვე მატჩია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს კვირაში დასვენების ორი დღე ჰქონდეთ. პირველ დღეს მე მათ ვეუბნები: გაძლევთ ამ დასვენების დღეს, ოღონდ მათ იქვე ვეუბნები, რომ ცოტა დრო ფეხბურთს უნდა დაუთმონ. მე მათ ვესაუბრები ჩემს იდეებზე, ვუმაღლებ მოტივაციას. მეორე დასვენების დღეს კი ფეხბურთელი მთლიანად თავისუფალია."

"ლესტერის" ერთ-ერთმა აღმოჩენამ მარკ ოლბრაიტონმა რანიერის წარმატების საიდუმლო ასე ახსნა: " ლესტერის" აღმავლობა ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო. მწვრთნელმა არ გამოიგონა ახალი ველოსიპედი. მან შეინარჩუნა ბევრი რამ წინა წლიდან და ამან ძალიან გვარგო.

რანიერი უდიდეს ყურადღებას აქცევს ტაქტიკურ ნიუანსებს. როცა მინდორზე გადიხარ, შენ უკვე ზუსტად იცი, რა უნდა აკეთო. ის მეტოქეს ისე გიშიფრავს, რომ შენთვის საიდუმლო აღარ არსებობს.

რანიერი ყველა მეტოქეს ბოლომდე სწავლობს. თან ისე გესაუბრება მის თაობაზე, რომ შენ საერთოდ არ იღლები. როცა მინდორზე გადიხარ, მეტოქეს ისე იცნობ, თითქოს, მისი თითოეული ფეხბურთელის თამაშის 50 კლიპი გქონდეს ნანახი." - ამბობს ოლბრაიტონი, ვინც დიდ ნდობას გრძნობს იტალიელი სპეციალისტისგან.

"ლესტერში" ბევრი მაგარი ანალიტიკოსი მუშაობს. ისინი რანიერის ძალიან ეხმარებიან მოწინააღმდეგის გაშიფრვაში. ენდი ბლეიკი ის კაცია, ვინც უშუალოდ აგებს პასუხს "მელიების" წინასამატჩო მომზადებაზე.

"ჩვენ ვემზადებით მოწინააღმდეგიდან გამომდინარე. ვუყურებთ მის ბოლო მატჩებს და ამავე დროს ვარჩევთ მოწინააღმდეგის გუნდის თითოეული მოთამაშის ძლიერ და სუსტ მხარეებს." - აცხადებს ბლეიკი.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეტოქის თამაშის ძირითადი თავისებურებების განსაზღვრას. "ლესტერში" სწავლობენ 4 ძირითად ნიუანსს:

როგორ გადადის მეტოქე დაცვიდან შეტევაში, როგორ რეაგირებს მეტოქე ბურთის დაკარგვაზე, როგორ აგებს გუნდი პოზიციურ დაცვას და როგორ ასრულებენ სტანდარტულ მდგომარეობებს და იცავენ ისინი თავს სტანდარტულების დროს.

რანიერის იდეა

ახლა იდეაზეც. რა არის რანიერის იდეა? ბევრი შეამჩნევდა, რომ "ლესტერის" ფეხბურთელები ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე თამაშობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იტალიელი სპეციალისტის უშუალო დამსახურებაა.

მაინც, რაშია საქმე? ისინი, ვინც ერთხელ მაინც დასწრებიან "მელიების" თეორიულ მეცადინეობას, ერთხმად ამბობენ, რომ რანიერის ფეხბურთელებისადმი იდეალური მიდგომა აქვს არჩეული.

იტალიელი მწვრთნელის საუბარი დაახლოებით ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: "თქვენ უკვე მოიგეთ მოსაგები. ჩვენ უკვე გავხსენით შამპანური და ვაჩუქეთ ერთმანეთს დაუვიწყარი სეზონი.

ახლა ვეცადოთ, რომ ჩვენი გზა ტრიუმფით დასრულდეს, მაგრამ ნუ ღელავთ. ჩვენ უკვე ვართ ნაღდი ჩემპიონები და ეს ყველამ ვიცით. თუ ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნებთ ასეთ ტემპს, ოფიციალურადაც გავხდებით პირველები."

"ლესტერის" ამბავი ნაღდ ზღაპარს ჰგავს. დღითიდღე უცნაურ ამბებსაც ვიგებთ - ხოლმე. მაგალითად, "ლესტერის" ერთი ფანი სიმსივნეს ებრძვის. ექიმების პროგნოზით, ის კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა იყოს, მაგრამ ის იბრძვის. ამბობს, რომ უნდა, დაუვიწყარ ჩემპიონობას მოესწროს.

ასეთი ადამიანებისთვის ნაღდად ღირს ჩემპიონობა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით
ვფიქრობ: იდეალური ვარიანტი იქნებოდა საქარძთველოს ნაკრებისთვის!!!
rus-777
კეთილი შურით უნდა შეგშურდეს კლაუდიო რანიერის,ერთი შეხედვით არაფრისგან კაცმა საჩემპიონო გუნდი ჩამოაყალიბა და თან სად?არც მეტი არც ნაკლები პრემიერლიგაში!!!როგორ გინდა არ უსურვო წარმატებები ასეთ გუნდს და ასეთ მწვრთნელს?ბრავო რანიერი,ბრავო ლესტერი....
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია